საზოგადოებრივ ცენტრებში ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 15 მარტი 2020 11:07

იუსტიციის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა  და სოფლებში, ყველა საზოგადოებრივ ცენტრში  ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეებში განთავსებულია ლიბერთის ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები  ( შორაპანის, დუშეთის და საწირის გარდა).

დღეიდან, პენსიის მიმღებ პირებს შეეძლებათ გამოიტანონ საკუთარი პენსია ნებისმიერ დროს და ისარგებლონ გადახდის აპარატის მომსახურებით თავის საცხოვრებელ რეგიონებსა და სოფლებში

იხილეთ მისამართები: 

  • ბოლნისის რაიონი, სოფელი კაზრეთი 
  • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ღორეშა
  • დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი არხილოსკალო
  • გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა
  • გურჯაანის რაიონი, სოფელი შაშიანი
  • ხაშურის რაიონი, სოფელი გომი
  • ყვარელის რაიონი, სოფელი შილდა
  • ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
  • ხობის რაიონი, სოფელი ჭალადიდი
  • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხევი
  • თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა
  • თეთრიწყაროს რაიონი, მანგლისი, რუსთაველის ქ. 28ა
  • ნინოწმინდის რაიონი, სოფელი ფოკა
  • ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოეთი
  • წალენჯიხის რაიონი, ჯვარი
  • საგარეჯოს რაიონი, სოფელი იორმუღანლო
  • ახმეტის რაიონი, სოფელი ყვარელწყალი
  • ქობულეთის რაიონი, სოფელი მუხაესტატე
  • გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი
  • წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი
  • გორის რაიონი, სოფელი მეჯვრისხევი
  • საჩხერის რაიონი, სოფელი კორბოული
  • ზუგდიდის რაიონი, სოფელი ორსანტია
  • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი
  • ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კაბალი
  • ლენტეხი, აღმაშენებლის ქ. 11
  • ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი აბაშიძის ქ. 2
  • ჭიათურის რაიონი, სოფელი ხრეითი
  • გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი
  • სამტრედიის რაიონი, სოფელი დიდი ჯიხაიში
  • მარნეულის რაიონი, სოფელი სადახლო
  • ზუგდიდის რაიონი, სოფელი რუხი
  • ხარაგაულის რაიონი, სოფელი კიცხი
  • გორის რაიონი, სოფელი ტყვიავი
  • ჭიათურის რაიონი, სოფელი უსახელო
  • ახალციხის რაოინი, სოფელი ვალე, ვაჟა ფშაველას ქ. 4
  • ქარელის რაიონი, სოფელი ბერძენაული
  • ცაგერის რაიონი, სოფელი ლაჯანა
  • ახალქალაქის რაიონი, სოფელი კუმურდო
  • წალკა, არისტოტელეს ქ. 12
  • სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი
  • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი კოხნარი
  • ვანის რაიონი, სოფელი ზეინდარი
  • ბორჯომის რაიონი, ბაკურიანი
  • ზესტაფონის რაიონი, სოფელი მეორე სვირი
  • დუშეთის რაიონი, დაბა ფასანაური
  • წალენჯიხის რაიონი, სოფელი ჯგალი
  • ოზურგეთის რაიონი, სოფელი ქვემო ნატანები
  • ლანჩხუთი, თბილისის ქ. 5
  • ახალციხის რაოინი, სოფელი აწყური
  • თელავის რაიონი, სოფელი ნაფარეული
  • ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე
  • თერჯოლის რაიონი, სოფელი ზედა საზანო
  • საჩხერე, მერაბ კოსტავას ქუჩა
  • სიღნაღის რაიონი, წნორი, ევდოშვილის ქუჩა
  • დმანისი, მ. ხერგიანის ქუჩა
  • ადიგენი, თორნიკე ერისთავის ქ. 32
  • ყვარელის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
  • მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი
  • საგარეჯოს რაიონი, სოფელი უდაბნო
  • შუახევი, რუსთაველის ქ. მესამე შესახვევი
  • ქობულეთი, 9 აპრილის ქ. 28
  • ხულო, თამარ მეფის ქ. 5
  • ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. 2-ის მიმდებარედ
  • ქედა, აბუსერიძის ქ. 16-ის მიმდებარედ
  • ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქ. 41-ის მიმდებარედ
  • თეთრიწყარო, დიდგორის ქ. 8
  • ცაგერი, რუსთაველის ქ. (სპორტული მოედანი)
  • მარნეულის რაიონი, სოფელი ყაჩაღანი
  • ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჭრებალო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრ გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 13:40

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კუმურდოს 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა. კერძოდ, კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

„სოფელ კუმურდოში ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას როცა ეხება საქმე, მათ ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, რაც საქართველოს სხვა დიდ სოფლებს. დღეს, შეიძლება ითქვას, ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები პირველად შემოდიან ამ სოფელში და აქაურ მოსახელობას საშუალებას აძლევენ, ისეთივე ოდენობის და ხარისხის სერვისებით ისარგებლონ, რითაც დიდი ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს. სახელმწიფო სერვისები, უკაბელო ინტერნეტი, წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეის მონაცემებით, კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთსა და ლაჯანაში.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფელ ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 17:53

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და  სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
 
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
 
საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა სოფლებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა 10  საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
 
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია აწარმოებს. გახსნის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი ბარალეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.
 
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
 

თეა წულუკიანმა ვალეს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 13:04

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 1 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტში,  ვალეს მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და  საზღვრისპირა სოფლებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია აწარმოებს, რომლის  მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრი ვალესა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

თეა წულუკიანმა ბერძენაულის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 ივლისი 2016 10:24

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 28 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და  საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელ ბერძენაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს, რომლის  მშენებლობა 2016 წლის 5 აპრილს დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრი ბერძენაულისა და მიმდებარე სოფლების 8000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
 
 

იუსტიციის მინისტრმა სოფელ იორმუღანლოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 16:37

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იორმუღანლოში 34-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. იორმუღანლოს საზოგადოებრივი ცენტრი  არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 6 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლების − დუზაგრამის, ზემო და ქვემო ლამბალოს, თულარისა და კაზლარის მცხოვრებთაც. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად საგარეჯოს ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უხდებოდათ. ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებითაც.

სოფელ იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

იორმუღანლოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 33 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში,  ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშსა და  მარტყოფში.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც ახალი პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ − მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში მომუშავე მოხალისეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო მომსახურების გაწევაში, იდეების მოფიქრებასა და ხორცშესხმაში. პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას იორმუღანლოში  იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დაბა ჩაქვში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 იანვარი 2016 17:17

სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. 15 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში რიგით ოცდამერვე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც მოსახელობას მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
 
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მიმდებარედ მცხოვრებნი და ჩაქვის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში, მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ "ლიბერთი ბანკისა" და "მაგთიკომის" მომსახურებით.  ჩაქვის მოსახლეობას ყველა ამ სერვისთვის დაბიდან გასვლა აღარ მოუწევს რაც მათ დროსა და ფინანასებს დაზოგავს. 
 
საზოგადოებრივი ცენტრი ჩაქვისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში, 20.000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების. მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიება.
 
ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა, საქართველოში 27 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალისა და ლენტეხის  მოსახლეობას. 
 
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; აჭარის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემა არსებობს - გია ალიბეგაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 19:00

ქალაქის მერი, დავით ნარმანია, საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენას პირადად გეგმავს. ნარმანია დედაქალაქის მომავლი წლის შესწორებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პროექტის განხილვისას უპასუხებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, ოპოზიციის მსგავსად, კითხვები მათაც აქვთ. თუმცა, საკრებულო თავმჯდომარე, გია ალიბეგაშვილი, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემის მოგვარებას მხარს უჭერს.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქალაქს შეეფერება. ყველამ ვიცით, რომ დედაქალაქში არის ტუალეტების პრობლემა და ეს უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება ჯებირებს, იქ არის ნამდვილად შენიშვნები და ბუნებრივია, ჩვენ დავხვეწავთ და როგორც არის სხვაგან მიღებული, იმ ფორმით დავაყენებთ,“ - აცხადებს გია ალიბეგაშვილი.

სოფელ კაბალში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 16:12

13 ნოემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში რიგით ოცდამეექვსე  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც, სოფელი კაბალი, ფოკის, სართიჭალისა და ყვარელწყლის შემდეგ, რიგით მეოთხე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელია, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან ერთად, ადგილობრივი აზერბაიჯანელი წყვილის − სამაია გინჩიევას და ოქტაი იუნუსოვის, ქორწინებაც დარეგისტრირდა, რომელსაც თეა წულუკიანი დაესწრო.
გახსნის შემდეგ მინისტრი საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში  ადგილობრივ ქალებს შეხვდა, რომლებსაც ქალთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა ქორწინებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
სოფლებში საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. საზოგადოებრივი ცენტრი კაბლისა  და  მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში 40 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს,  კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.
კაბლის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 25 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის,  ღორეშის,  კაზრეთის, შილდის, ორსანტიისა და ქვემო ნატანების მოსახლეობას.

ლაოსის დელეგაცია ბათუმის იუსტიციის სახლისა და მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას ეცნობა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 13:06

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლაოსის სამთავრობო უწყებებისწარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტი ფარგლებში დელეგაციის წევრებმაბათუმის იუსტიციის სახლი მოინახულეს. ისინი იუსტიციის სახლის კონცეფციას და ელექტრონულიმმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

დღესვე, ლაოსის დელეგაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრს დაათვალიერებს.

ლაოსის დელეგაცია საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება. დელეგაციის წევრები უძრავიქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებასეცნობიან. ვიზიტის მიმდინარეობისას სტუმრები ინფორმაციას იღებენ ისეთ საკითხებზე,როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწისსექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომსტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობასგანიხილავენ.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მისდაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს,ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიისსაერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტისდაფინანსებით ხორციელდება.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური