შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 15:38

შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განუცხადა, რომლის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.
პროექტის განხორციელებისთვის, „საპარტნიორო ფონდს" თადარიგი უკვე დაჭერილი აქვს.
გარდა ამისა, EBRD-ისგან მიღებულ დაფინანსებას „რუსთავის აზოტი" ამიაკის წარმოებაში ახალი კომპონენტის ჩართვისთვის გამოიყენებს. ამასთანავე, ხდება „რუსთავის აზოტის" მრავალი წლის წინ აშენებული ქარხნის სრული მოდერნიზაცია და აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელიც იწყება 155 მილიონით, თუმცა მისი მასშტაბი გაცილებით დიდია.
„ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორში. კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, უკვე წელს, ივლისამდე ინვესტირებული თანხები სამჯერ აღემატება მთლიანად 2015 წელს ევრობანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ეს არის განვითარებისა და საერთაშორისო საფინანსო სექტორის ჩართულობის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, იზრდება ქვეყნის ექსპორტის პოტენციალი და ეროვნული ვალუტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გარემოს დაცვის ყველა სტანდარტთან შესაბამისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური