თბილისმა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 17:52

დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიამ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს, "კოლხეთის თასს" უმასპინძლა K-1 დისციპლინაში. "კოლხეთის თასი" საქართველოში მე-5 ჩატარდა. შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და მათი საერთაშორისო სარბიელზე, პრესტიჟულ ტურნირებზე მივლინებაა, სადაც ისინი ტიტულოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ იბრძოლებენ.

"კოლხეთის თასის" გათამაშების ფინალურ ორთაბრძოლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და რუსეთის კიკბოქსიორებმა. ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს კი დასკვნითი ორთაბრძოლები გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" სასიხარულოა, რომ საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნის მასპინძლობს. ბოლო პერიოდში დაიწყო კომერციული ტურნირების ჩატარებაც, რაც სპორტის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან სპორტული ტურიზმისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია. ასეთი ტურნირები ჩვენი გულშემატკივრისთვის ახალი, საინტერესო სანახაობაა. თავად სპორტსმენებს კი საშუალება აქვთ საქართველოში თავის გამოჩენის შემდეგ, ძალები საზღვარგარეთ მოსინჯონ და დიდი გამცდილებაც მიიღონ".

ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 13 მარტი 2016 12:37

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ხელბურთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირზე ქალთა თასი 2016, 12 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელგია 18:14 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალური მატჩი 13 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს გოგონათა ნაკრები ფარერის კუნძულები გუნდს შეხვდება, მე-3 ადგილისათვის 16:00 საათზე ბელგია და ლატვია ითამაშებენ.
საქართველო-ბელგიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მეკარე მარიამ ჩაჩუა დასახელდა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ყველაზე მეტი - 6 გოლი კი ანა ყველაშვილმა გაიტანა.

საქართველო - ბელგია 18-14

საქ: ჩაჩუა - ყველაშვილი 6, ჩოგოვაძე 3, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 2, ღვალაძე 2, ვენეცკი 1, ქიტესაშვილი 1, გადელია, (ჯავახია, ვარდიშვილი, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე)

ბელ: სმეტი, შულგა - ჰააზენი 4, ლამოტი 3, დეუსი 3, ტილკინი 2, გისენსი 1, დე ბლენდე 1, ადელი, ანტონისენი, კარუზო, პუტცაისი, პეეტერსი, მარტინი

ალექსანდრე მეტრეველმა მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 09 აგვისტო 2015 16:08

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს, მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. მეტრეველი სტამბოლის ტურნირზე 5 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 1 სეტი წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა თანმიმდევრობით დაამარცხა: 6:2, 6:4 – თურქი ალპ სენტაი, 6:1, 6:1 – იტალიელი ნიკოლო აპოსტოლიკოსი, 6:1, 6:0 – მე-7 ნომრად განთესილი ირლანდიელი დენიელ გლენსი, 3:6, 7:6 (7:2), 6:1 ავსტრალიელი ბრედლი მუსლი და 6:2, 5:2 – ესპანელი ხორდი ვივესი.

რაც შეეხება ფინალს, აქ მეტრეველის მეტოქემ პირენეელმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი მაშინ განაცხადა, როდესაც ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებამდე ერთი გეიმიღა აშორებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ალექსანდრე მეტრეველს რეიტინგში 449-ე ადგილი უკავია, თურქეთში მოპოვებული წარმატება კი მორიგი წინსვლის გარანტიაა.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური