ბანკი არის ძალიან დიდი რესურსი სადაზღვევო კომპანიისთვის, ამიტომაც ბანკთან ასოცირებული კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ!!!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 მაისი 2019 15:35

თუ „იმედი ლ“ -ის გენერალური დირექტორი ბატონი გივი ბანკიების მიერ სადაზღვევო კომპანიების მფლობელობას პრობლემად არ აღიქვამს, პსპ დაზღვევა, ბანკების მონაწილეობას დაზღვევის ბიზნესში სხვაგვარად აფასებს და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ხისტი.

დაუშვებელია ბიზნესი განავითარო არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ბანკის მონაწილეობა კი ამ ორივე პირობას უშვებს, კერძოდ, სახეზეა არაჯანსაღი კონკურენცია და არასამართლიანი პირობები.

ბანკების მიერ დაარსებულ ან მათთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ბანკში აკუმულირებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ფიზიკური პირების ინფორმაცია, სხვადასხვა იურიდიული პირების და კომპანიების შესახებ. საკრედიტო ან/და სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებისას კომპანიას ან ფიზიკურ პირს არ აძლევს საშუალებას თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია. ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებებს. უფრო ცხადი რომ იყოს, თუ კომპანიას აქვს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება ბანკის მიმართ, მაგალითად, კომპანიას თავისი ბიზნესისთვის გამოაქვს სესხი, ის აღარ არის თავისუფალი არჩევანში და პრაქტიკულად იძულებული ხდება დააზღვიოს ქონება და რისკები ბანკის მფლობელობაში ან მასთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიაში.

ხელშეკრულებაზე გავლენის მოხდენა არის ძალიან მკაფიო და ცხადი პრაქტიკა; ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო და საკანონდებლო ხელისუფლების დონეზე რეგულირებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში საბანკო მაფია მძვინვარებს.

პსპ დაზღვევა, არის კომპანია, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს თავისუფალი კონკურენციის პირობებს და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ყველა სახის სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნას ისახავს დაზღვევის ბაზრის განვთარებას, მომხმარებლების უფლებების და ინტერესების დაცვას ნებისმიერი ინსტიტუციის ზეწოლის და გავლენის მოხდენის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში განავითარებს სადაზღვევო ინდუსტრიას ქვეყანაში.

„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი,
სოფიო ლებანიძე

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 10:54

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

ჰოსპიტალში არსებულ მრავალ მიმართულებას შორის ფუნქციონირებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურით და 24 საათიანი რეჟიმით ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს.

ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სირთულის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები მუცლის ღრუსა და გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ანგიოქირურგიის, მიკროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და ყბასახის ქირურგიის მიმართულებებით. ფუნქციონირებს გადაუდებელი კარდიოლოგიის და გულის კათეტერიზაციის განყოფილება, ასევე კრიტიკული მედიცინის რამოდენიმე განყოფილება.

გარდა ამისა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიურად ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ქირურგიული სერვისები სხვადასხვა მიმართულებით - ინტერვენციული რადიოლოგია, ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია, გასტროენტეროლოგია,  ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და  სხვ.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო დანადგარებით. ლაბორატორიული ანალიზები სრულდება RIQAS აკრედიტებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 24 საათის მანძილზე ემსახურება პაციენტებს.

გამორჩეული ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ყოველდღიურად ასეულობით პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური