შსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 ნოემბერი 2019 14:11

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ პრეზენტაციით გააცნო.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის" აქტიურად გრძელდება და მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მიმართულებით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით: „მისასალმებელია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ.

მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება".

2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა" ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 - ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 - ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს - კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების განხორციელება რეგიონებში.

 

 

კონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მოგვარების გზებზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 მაისი 2016 16:53

დღეს სასტუმრო “რუმსში” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში “გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020” ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების კონფერენცია გამართა.
ღონისძიების მიზანია ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მოგვარების გზებზე საუბარი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ქ-ნი კორტნი ოსტრიან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენლები.
გამომსვლელთა მიმართვების შემდეგ კონფერენციაზე ახალი ვიდეო-რგოლისა და ორგანიზაცია “Jump Start Georgia”-ის მიერ დამზადებული გიფოგრაფიკის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის გზავნილია “გზა სხვისიცაა” და იგი ქვეითებისთვის თუ მძღოლებისთვის გზის გაზიარებას გულისხმობს.
სტატისტიკა: აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 20%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთვევებში. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. (შსს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლოდ 8045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვაა და 8536 დაშავდა, 2015 წელს კი 602 ადამიანი დაიღუპა და 9187 დაშავდა).

საგზაო წესების შესახებ კანონპროექტის განხილვამ პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 18:18

პარლამენტში საგზაო წესების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა .

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი წარადგინა, რომელიც 2017 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას, 100 ქულიანი ჯარიმის სისტემის შემოღებას და უკონტაქტო პატრულის დანერგვას ითვალისწინებს.

კომიტეტის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადილერო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კამათი სწორედ მათსა და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს შორის გაიმართა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ  არასამთავრობოთა განცხადებები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

დეპუტატებმა კანონპროექტის ჩასწორებულ ვარიანტს პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მხარი დაუჭირეს.  კანონპროექტის შემდეგი განხილვა იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება.

ქვეყნის მაშტაბით გზებზე შეზღუდვები ისევ მოქმედებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 10:22

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 10:43

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მომავალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების ძირითადი რეგულაციები იცვლება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 10:01

მომვალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების ძირითადი რეგულაციები იცვლება. იგეგმება ახალი მაკონტროლებელი მექანიზმების დამატებაც.

იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციებს პარლამენტი დაამტიკებს, დაიწყება ე.წ. ფარული პატრულირება, დაინერგება 100-ქულიანი სისტემა და გადასატანი რადარები. ჯარიმების ოდენობა გაიზრდება სისწრაფის გადაჭარბებასა და საგზაო დარღვევებზე.

პირველი მარტიდან ყველა მანქანისთვის სავალდებულო ხდება კატალიზატორების ჩაყენებაც, რაც მძღოლს 800 ლარამდე დაუჯდება.

ამასთან, მარტიდან აიკრძალება საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციაც.

საგზაო უსაფრთხოების ფარგლებში გასატერებელ კიდევ ერთ სიახლეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფიხვალ საპროტესტო აქციით გააპროტესტებს. აქცია 13:00 საათზე დაიწყება. 

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, მათი აზრით, ქალაქში მოძრაობის პრობლემას ვერ მოაგვარებს და ექსპორტიორებს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.

კონფერენცია საქართველოში ნარჩენების მართვისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემების თაობაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 14:41

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“, საერთაშორისო სამუშაო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო. კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შიო ხეცურიანმა გახსნეს.
კონფერენციაზე სამუშაო ჯგუფები საქართველოში ნარჩენების მართვისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური გზების აღმოჩენის საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ: საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები; ინოვაციების სფეროში მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების - ნესტა-ს (დიდი ბრიტანეთი), მაინდლაბი-ს (დანია) და პალს ლაბი-ს (ინდონეზია) ექსპერტები. ასევე ყატარის, სომხეთის, მოლდოვასა და მაკედონიის ინოვაციური ლაბორატორიების წევრები;
კონფერენციაზე განსახილველი პრიორიტეტული საკითხები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებმა გამოავლინეს.
კონფერენციის მონაწილეები სახელმწიფო სერვისებში ინოვაციური მიდგომების დანერგვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ და ამ პროცესში ინოვაციური სერვისების ლაბორატორიების როლზე იმსჯელეს.
კონფერენციის დასასრულს, სამუშაო ჯგუფები საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ორდღიანი მუშაობის შედეგებს გაეცნენ.
საერთაშორისო სამუშაო კონფერენციამ ორდღიანი მუშაობა 4 დეკემბერს დასრულა.

ინოვაცია საჯარო სექტორის სამსახურში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 15:57

3-4 დეკემბერს, თბილისში გაიმართება საერთაშორისო სამუშაო კონფერენცია, რომლის მიზანია ინოვაციური გზების აღმოჩენა საქართველოში ნარჩენების მართვისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემების  გადასაწყვეტად.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის მთავრობა.
კონფერენციას გახსნიან: შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში და შიო ხეცურიანი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.  
ორდღიან სამუშაო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები და მთავრობის წარმომადგენლები; სომხეთის, მოლდოვას, მაკედონიისა და არაბული სახელმწიფოების ინოვაციური ლაბორატორიების წარმომადგენლები; ასევე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ინოვაციების სფეროში - ნესტა (დიდი ბრიტანეთი), მაინდლაბი (დანია) და პალს ლაბი (ინდონეზია).
კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას სახელმწიფო სერვისებში ინოვოაციური მიდგომების დანერგვის სფეროში და იმსჯელებენ ინოვაციური სერვისების ლაბორატორიების როლზე ამ პროცესში.
სამუშაო ჯგუფები განიხილავენ ორ პრიორიტეტული საკითხს, რომელიც გამოავლინეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებმა: ნარჩენების მართვასა და საგზაო უსაფრთხოებას.   
4 დეკემბერს, სამუშაო ჯგუფები გააცნობენ თავისი ორდღიანი მუშაობის შედეგებს საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შს სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის პროექტი წარუდგინეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არჩილ თალაკვაძემ, შალვა ხუციშვილმა და სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანანომდებლო ცვლილებების პაკეტი გააცნეს.

ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყანაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობით და სწორად განვითარების უზრუნველყოფითაა განპირობებული.

საკანანომდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით წამოწყებული პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 08:24
“შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტში“ (IBSU) საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საჯარო დისკუსია შედგა საგზაო უსაფრთხოების საჭიროების შესახებ: რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომელია რისკ ჯგუფები, რა პრევენციული გზები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, უსაფრთხო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, ინკლუზიური პროგრამები და ამ თემებთან დაკავშირებული უცხოური გამოცდილება. ქართველი და უცხოელი სტუმრები IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მიიღო და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდენ. ამის შემდგომ, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია ქეით მაკჰანონმა და ემა მაკლენანმა წარმოადგინეს. ქეით მაკჰანონი (დიდი ბრიტანეთის სამეფოს ღირსების ორდენოსანი- Most Excellent Order of the British Empire) გზების უსაფრთხოების საკითხებზე 1986 წლიდან მუშაობს, ხოლო ემა მაკლენანი "აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის" (Eastern Alliance of Safe and Sustainable Transport - EASST) დირექტორია. ქეით მაკჰანონის თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად საგზაო შემთხვევების შედეგად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 20-50 მილიონი შავდება. უმოქმედობის შემთხვევაში ეს რიცხვი 2020 წლისთვის, 1.9 მილიონს მიაღწევს. სიკვდილიანობის ასაკი უმეტეს შემთხვევაში კი 15-29 წლამდე მერყეობს. ყოველდღიურად 25-წლამდე 1000 ადამიანი სწორედ სატრანსპორტო კოლაფსისას იღუპება. აღინიშნა, ასევე, რომ გზების უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მათ შორის მოიცავს: გზისა და ავტომობილის წესრიგში ყოფნას, მძღოლის პასუხისმგებლობას გადაუდებელი სამსახურის გამართულ მუშაობას და ა.შ. ემა მაკლენნანი კი მისი ორგანიზაციის EASST-ის შესახებ ისაუბრა, რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სხვა ქვეყნების კარგი კამპანიების მაგალითები წარმოგვიდგინა. საუბარი შეეხო ასევე სპეციაულურ საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა, სხვა თემებთან ერთად, საუბარში შეეხო ახალ ინიციატივას, რომელიც საგზაო ’’ზებრასთან“ დაკავშირებით კამპანიის წამოწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც დღესვე უამრავი სტუდენტი გაწევრიანდა. საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს პასუხები.
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური