გაეროში აკრედიტებულ ცხრა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლთა ვიზიტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 11:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  გაეროში აკრედიტებულ ცხრა ქვეყნის  მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

თავდაცვის სამინისტროში მისვლამდე სტუმრები   ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებას გაეცნენ და  წეროვანში მცხოვრები დევნილებიც მოინახულეს. 

გაეროში აკრედიტებულმა ელჩებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, იმედი გამოთქვეს, რომ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

მათ, კონფლიქტების მოგვარების კუთხით, საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

უნგრეთი საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარს უჭერს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:39

უნგრეთი საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულა და ქვეყანა ვიზალიბერალიზაციისათვის ყველა პირობას აკმაყოფილებს.

 უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პროცესს დააჩქარებს. 

თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:01

დღეს თბილისს ფილიპ ჰამონდი  ეწვევა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში,  პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე.  

მიხეილ ჯანელიძე უნგრეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მარტი 2016 12:42

29-30 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით  უნგრეთს ეწვევა.

დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით-საგარეო უწყების განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 10:40

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით,საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, განცხადებაში ნათქვამია ,რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნზე განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალში უსაფრთხოების საკითხები ასევე  ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საკითხები. 

 "2016 წლის 23 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების პროცესი წარიმართა დინამიურად. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა საგნობრივი დისკუსია დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე.

ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პატიმრების გაცვლა, როგორც ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თანათავმჯდომარეები და მონაწილეები მიესალმნენ ასევე ცხინვალის მიმართულებით სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის აღდგენას, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვრის მედიატორობით განიხილება უგზო უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხები.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტერიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებს, ასევე ე.წ. „ხელშეკრულებების“ აქტიური იმპლემენტაციის გზით, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ინტეგრაციის შედეგებს.

ამ ფონზე, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყნების ვალდებულების აღებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დადებითად წაადგება ადგილზე ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას ისევე, როგორც ნდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის პროცესს. ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში გაგრძელდა მუშაობა ძალის არ გამოყენების შესახებ მონაწილეთა განცხადების პროექტზე."

მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ასევე მარტის დასაწყისში სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას, როგორც თავისუფალი გადაადგილების, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიღებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრებას და წარმოადგენს გამოწვევას ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ჰუმანიტარული ვიზიტები და თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სფეროში.

მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის საკითხი და მოითხოვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების პატივისცემა. ქართველმა დელეგატებმა ასევე ხაზგასმით ისაუბრეს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, რაც აშკარად იკვეთება საოკუპაციო რეჟიმების მიერ მიღებული ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხი და მოითხოვეს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. გამოითქვა წუხილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხი უკვე მრავალი რაუნდის ფარგლებში წარმოადგენს საერთაშორისო ყურადღების საგანს, ადგილზე მდგომარეობა არ იცვლება.

საქართველოდან მონაწილეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.

შედგა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ქართულმა მხარემ მოითხოვა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არსებითი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვა.

შეხვედრაზე გამოითქვა ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით მუშაობის აუცილებლობა. ასევე წარიმართა დისკუსია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების საკითხზე. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა უზრუნველყოს გაზის მიწოდება ახალგორის მცხოვრებთათვის, რისი შეთავაზებაც არაერთხელ მოხდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ განხორციელდა მონაწილეთა უარყოფითი პოზიციის გამო.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 14-15 ივნისს

მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 16:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქსელ ვეხთან .შეხვედრას ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გუნთერ ციმერიც ესწრებოდა.მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა , რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარებისა და სხვა სფეროებში.  ხაზი გაესვა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების არსებულ დინამიკას და მისი შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ავსტრიულ მხარეს საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ავსტრიის დიპლომატიური მისია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.   
 მიხეილ ჯანელიძემ ამადლობა გადაუხადა ელჩ აქსელ ვეხს ავსტრიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ახლო მომავალში ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.   



„ქართული ღვინის" კვირეული ასტანაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 11:36

„ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana“-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ. აღნიშნული აქცია   ქ. ასტანას საერთაშორისო აეროპორტის ახლად გახსნილ ვიპ–დარბაზში მიმდინარეობს.

„ქართული ღვინის კვირეული“ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana“-ს მხარდაჭერით 18-იდან 23 მარტის ჩათვლით იმართება.

ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის შესახებ, ხაზი გაესვა იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს.

 ყაზახეთში „ქართული ღვინის კვირეულის“ გამართვა მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ქართული ეროვნული წარმოების პროდუქციაზე.

აფეთქებასთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 12:23

ამ დროისთვის უცნობია ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების შედეგად დაშავდნენ თუ არა საქართველო მოქალაქეები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  საქართველოს მოქალაქეებს  მოუწოდებს საკონსულოსთან მაქისმალურ კოორდინაციაში იყვნენ. 

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.

მიხეილ ჯანელიძე სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 მარტი 2016 11:40

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა.


 შეხვედრაზე ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების როლი და ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რაც საჭიროა ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით. 
 
მინისტრმა სენატორს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. 
 
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ საკითხებზე, რომელიც საქართველოში გაიმართება. 
 
სენატორმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების გატარების კუთხით. 

დავით ზალკალიანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 17:28

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმას უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობების აქტუალურ საკითხების განხილვას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას. 

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური