დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 10:20

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის  პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. მინისტრებმა პოზიტიურად შეაფასეს სომხეთის-პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორმხრივი პარტნირობის განვითარების გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. 

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ  ვითარებაზე. მათ შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე ორი ქვეყნის წარამატებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.

მინისტრები შეთანხმდნენ ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით  აქტიურ მუშაობაზე, მათ შორის კონკრეტული ინიციატუვების ფარგლებში. გაფორმდა თანამშრონლობის მემორანდუმი ამ სფეროში.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის  პოზიტიური დინამიკით და გამოთქვეს მზაობა მომავალშიც  შენარჩუნონ მჭიდრო კონტაქტები.

ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 28 იანვარი 2020 14:29

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

„ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

 

საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 15:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ივლისი 2019 17:14

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დავით ზალკალიანმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 14:12

2019 წლის 18 ივნისს გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.

განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომი-კური მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზი გაესვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინდელ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი საქართველოს ერთგულებას.
~
ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და მასში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის კვლავაც შეეცდება თავისი წვლილის შეტანას საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთის ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამობრძანდება, იქნება ძალზედ წარმატებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ჩინელ დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 მაისი 2019 10:29

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ძი იენჩიმ.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, დინამიურად ვითარდება და შესაბამისად, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს“ - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს ჩინეთის ხელისუფლების დიდ ინტერესს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის მიმართ. „ჩინეთი საქართველოს ერთ--ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის არსებობს მყარი სახელშეკრულებო ბაზა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“ - აღნიშნა არჩილ კალანდიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 13:12

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 28-29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე თურქული მხარის მოწვევით დაესწრება სტამბოლის საერთაშორისო აეროპროტის გახნის საზეიმო ცერემონიას. 

აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივი შეხვედრა ქ. სტამბოლში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.სამმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე გაიმართება სამი მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი თურქული მხარის მიწვევით, ასევე დაესწრება სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 12:34

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მაკედონიასთან და უკრაინასთან ერთად პირველად მიიღო მსგავი სახის ფორმატში მონაწილეობა, რაც მინისტრის განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, როგორც აშშ-სთან, ასევე წარმატებულ ინტეგრაციის პროცესს ნატო-სთან.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს. მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

საგარეო საქმეთა მინისტრი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 მარტი 2017 09:48
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება. მათ უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ მიაწვიდს ინფორმაციას, ასევე უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებზე. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება. საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

საქართველოში ვიზიტად მყოფი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 10:01
საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.
გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური