მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 30 ივნისი 2020 15:23

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრეს-სამსახური იუწყება.

შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.

მაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან ოფიციალურად გააცილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 27 ივნისი 2020 15:16

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მაშველმა ძაღლებმა 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის გაძლიერებისთვის რუმინეთის დახმარება საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 13:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რუმინეთის საელჩომ საქართველოში სპეციალური აჭურვილობა გადასცა,სამაშველო ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ განკუთვნილია სამაშველო ოპერაციებისთვის რთულად შეღწევად რეგიონებში, მაგალითად მაღალ მთაში, ხოლო ჟანგბადის ბალონების სატუმბი კომპრესორი გამოიყენება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საველე პირობებში.  აღჭურვილობა ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვას და სამაშველო ოპერაციების ჩატარებას. აღჭურვილობის გადაცემის შემდეგ მხარეებმა  საგანგებო სიტუაციების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. 2015 წლის ოქტომბერში, რუმინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ჩატარდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების  სასწავლო ვიზიტი რუმინეთში. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებს, გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებების მუშაობას და მოინახულეს გადაუდებელი დახმარების კლინიკები.

ვიზა ლიბერალიზაციისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი სამუშაობი გასწია, - გიგი გიგიაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 17:43

საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციისთვის გაწეულ სამუშაოებს ევროკომისიის ექსპერტები აფასებენ, - ამის შესახებ "სტარვიზიის" ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ ისაუბრა:

"ვიზა ლიბერალიზაციისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი სამუშაობი გასწია,  ახლა ხდება ამ სამუშაობის შეფასება ევროკომისიის ექსპერრტების მიერ. კომისიის ანგარიში რეკომენდაციის სახის იქნება, რომელიც  ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს გაეგზავნება, თხოვნით რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნას ევროკავშირის, შენგენის სივრცე და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის გარეშე შეძლონ, გარკვეული პირობებით იმოგზაურონ შენგენის ზონაში,“ - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

 

 

ბეჰემოთი გმირთა მოედანზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 12:41

სტიქიას გადარჩენილი ბეჰემოთი გმირთა მოედანზეა. მის გადაყვანაში საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთან მოსახლეობაც მონაწილეობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური