საგამოძიებო სამსახურმა ოქროს ნაკეთობების და ზოდების კონტრაბანდის ფაქტები გამოავლინა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 მაისი 2018 13:07

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები - 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ერთეული ოქროს ზოდი. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 429 000 ლარს შეადგენს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ივნისი 2017 11:49

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“- ს გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 394.38 გრამის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 676 336.63 ლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 03 მაისი 2017 10:43

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  წინასწარი  შეთანხმებით,  ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ამოიღო ნივთიერმტკიცებულების  სახით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 11:48

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, აღკვეთილი იქნა დიდი ოდენობით  კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი. 

გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია  ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 12:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა, თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად, ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურმა „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:55

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯორჯიან მანგანეცის იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.გამოძიების ინფორმაციით, საქმე კომპანიის წინააღმდეგ გარემოს დაბინძურების ბრალდებით გაიხსნა, მანგანეზის იურისტს კი ექსპერტიზასთან თანამშრომლობა დაევალა, რა დროსაც, დასკვნის გაყალბების მიზნით, მან ექსპერტს გარკვეული ოდენობის თანხა გადასცა.კომერციული მოსყიდვის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.„ბრალდებულმა ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, საექსპერტო დასკვნაში მისთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით, ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით,“-განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 11:43

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მქომედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები - ინგა ჩიქოვანი და დალი კობერიძე დააკავა. 
გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნის თანახმად შეადგენს 1 000 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 10:46

 თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაეროში მირიან ფოფხაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვდა. მირიან ფოფხაძე თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით თბილისში სპეციალურად გამოიძახა. თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელს აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები და პროცედურები გააცნო.

ამ დროისთვის უკვე შერჩეულნი არიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ომის სამართლის ექსპერტები, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფის წევრების სტატუსით გაემგზავრებიან. საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის თარიღი გაეროს წარმომადგენლების მიერ დაზუსტდება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ანა დოლიძე კურირებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე 7 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 13:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით განხორციელდა ჯამში 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი. 

ბრალდებულებმა ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ მოახდინეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი. 

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 11:08
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი გიორგი კუპრაშვილი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი მოსთხოვა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 10 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური