საბერძენთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პროტესტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:36

საბერძენთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ათენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქვეყნის მხრიდან ოფიციალურ მობოდიშებას ელოდებიან. მათი თქმით, შემთხვევის გამო საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ადმინისტრაციამ ბოდიში უკვე მოიხადა.

ისინი პარალელურად საქართველოს ეჩლთან შეხვედრასაც ითხოვენ. საქართველოს ელჩი კი ამ შემთხვევაზე უკვე ესაუბრა გამოფენის ორგანიზატორებს, რომლებმაც ეს ფაქტი გაუგებრობით ახსნეს.

ათენში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ერთ-ერთი პავილიონი აფხაზეთს ქონდა დათმობილი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთის ე.წ სავაჭრო პალატა წარმოადგენდა.

ეს ფაქტი საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა გააპროტსტეს და აფხაზურ ენოვანი ბანერი ჩამოხსნეს. მის მაგივრად კი საქართველოს ეროვნული დროშა დაკიდეს და გამოფინეს პლაკატი წარწერით აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

საბერძნეთში გადასვლის მსურველი,1300 მიგრანტი თურქეთში დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 18:03

თურქეთში 1300 მიგრანტი დააკავეს, რომლებიც საბერძნეთში აპირებდნენ გადასვლას. თურქული სააგენტო "დოგანის" ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში, რომელიც აივაჩიკის კურორტთან ჩატარდა, 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. 

დაკავებულთა შორის სამი, სავარუდოდ, კონტრაბანდისტია. პოლიციამ ოთხი ნავი აღმოაჩინა, რომლითაც მიგრანტების საბერძნეთში გადაყვანა იგეგმებოდა. 

საზღვრებზე კონტროლის გასაძლიერებლად ევროკავშირი თურქეთს 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს. 

დაპირისპირება ათენში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:27

საბერძნეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებებში გადაიზარდა. განხორციელდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანეტბს შორის მას შემდეგ, რაც სამასამდე ნიღბიანმა აქტივისტმა პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილი და ქვები გამოიყენა. საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. სულ ათენის ქუჩებში, ათიათასობით ადამიანი იყო გამოსული. მათ ოცდაოთხსაათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს და ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს. გაფიცვის ფარგლებში დაიხურა სახელმწიფო დაწესებულებები, მუზეუმები, აფთიაქები და საავადმყოფოები. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი და შეწყდა სარკინიგო და საზღვაო მიმოსვლა. გარდა ამისა, გაუქმდა რამდენიმე ათეული შიდა ფრენაც. მასობრივი აქციების ფონია საერთაშორისო კრედიტორებთან მესამე მემორანდუმის გაფორმება, რომელიც, მორიგი კრედიტის მიღების სანაცვლოდ, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას, ახალი გადასახადების დაწესებასა და სხვა ზომების მიღებას ითვალისწინებს.

დემოკრატიული მოძრაობა საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 18:05

დემოკრატიული მოძრაობა საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

გიგლა ბარამიძემ მთავრობას ემიგრანტებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მათ საკუთარი წყაროებიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან იგეგმება ქართველი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია.

„ის რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ემიგრანტებთან დაკავშირებით, არის სამარცხვინო ქართული ოცნებისათვის,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

დემოკრატიულმა მოძრაობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს და უცხოეთში ქართულ საელჩოებს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაატარონ საჭირო ზომები.

შეგახსენებთ , რომ 40-მდე ემიგრანტი ათენის ციხეში უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება, ისინი სხვადასხვა ადგილას არალეგალური სამუსაოსთვის არიან დაკავებულები . 

გიორგი მარგველაშვილმა ალექსის ციპრასს პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 12:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „სირიზას“ და ალექსის ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან გულითადი მილოცვა პარტია „სირიზას“ არჩევნებში გამარჯვებასთან და საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად თქვენ ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით. დიდი პატივით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ. თქვენო აღმატებულებავ, ღრმა პატივისცემით მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ბერძენი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ციპრასმა საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 12:49

ალექსის ციპრასმა და მისმა პარტია სირიზამ საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ბოლო მონაცემებით, მან ხმათა 35%პროცენტი მოიპოვა, სხვა შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: პარტია ახალმა დემოკრატიამ ევანგელოს მეიმარაკისის ლიდერობით 28% მიიღო, ოქროს განთიადმა და მისმა წევრებმა 7% მოიპოვეს, ხოლო ხმათა 6 პროცენტი განაწილდა პარტია პასოკზე. შედეგების მიხედვით, ალექსის ციპრასი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ,რაც გასულ თვეს მან თანამდებობა დატოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. ამ მოვლენების ფონი კი ათენის ფინანსური კრიზისი და რეფერენდუმი იყო, რომელზეც მოსახლეობამ ცალსახად დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება საერთაშორისო კრედიტორების მიერ ათენისთვის დახმარების თაობაზე. მიუხედავად რეფერენდუმის შედეგებისა, ალექსის ციპრასის გადაწყვეტილებით, საბერძნეთმა ევროკრედიტორების დახმარება მაინც მიიღო. მოგვიანებით კი პრემიერი თანამდებობიდან გადადგა.

ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთს წინ რთული გზა ელის, ხელისუფლების უპირველესი მიზანი კი ფინანსური კრიზისის დაძლევა იქნება: „არჩევნების შედეგები ხალხის გამაჯვებაა, ჩვენ გამოვიარეთ რიგი დაბრკოლებების, ახლა კი თავს ბევრად უფრო მოტივირებულად ვრძნობ, რადგან ხმა სწორედ ბერძენმა ხალხმა მომცა,“-განაცხადა ალექსის ციპრასმა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პლეი ოფში ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 00:50

საბერძნეთის ნაკრებმა 68:65 დაამარცხა ჰოლანდიის ნაკრები და შესაბამისად C ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა. ამან კი მათ პლეი ოფის საგზური მოუტანა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქე მომდევნო შეხვედრაში ლიტვის ძლიერი გუნდი იქნება, რომლებმაც დღესვე ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა და თავის ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

პირველი ტაიმი ბერძნებმა 34:31 მოიგეს. ბოლო მეოთხედისკენ უმოტივაციო ბერძენთა უპირატესობა შემცირდა და შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე ანგარიში 64:62 გახდა ბერძნების სასარგებლოდ. საბოლოოდ კი საბერძნეთის ნაკრებმა მაინც ეს თამაში მოიგო და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა.

საბერძნეთს ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 14:55

საბერძნეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრეზიდენტმა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილიკი ტანუ, დანიშნა.

ფიცის დადების ცერემონია სასულიერო პირების თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც ახლად დანიშნული პრემიერმინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციაში გადავიდა. მას იქ ყოფილმა პრემიერმა ალექსის ციპრასმა უმასპინძლა და უფლებამოსილება გადააბარა.

65 წლის ვასილიკი ტანუ დროებით მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე 3 კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გია მეფარიშვილი: “ბერძენი ხალხის გუშინდელი გადაწყვეტილების კეთილი შურით შემშურდა“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 13:46

სამართლის დოქტორისა და პროფესორის გია მეფარიშვილის აზრით, საბერძნეთში შექმნილი სიტუაცია, დემოკრატიის თვალსაზრისით, სერიოზული გარღვევაა, თუმცა, ეკონომიურად, მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება.

„ბერძნებმა საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღეს უმძიმეს პრობლემასთან დაკავშირებით. ფულის რესურსი კი ბერძნებს რამდენიმე დღეში უკვე ეწურებათ. შესაბამისად, თუ ევროპულ სტრიუქტურებთან ახალი ხელშეკრულება და ურთიერთოებები არ იქნება, განსაკუთრებით - გერმანიასთან და ძირითად დონორ ქვეყნებთან,  პრობლემა ბერძნებს, ალბათ, არ მოეხსნებათ“, - განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში გია მეფარიშვილმა.

რეფერენდუმზე ბერძენთა 61,3 %-მა კრედიტორების მოთხოვნების არ შესრულებას დაუჭირა მხარი, 38,69%-მა კი მზადყოფნა გამოთქვა,  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნები შეესრულებინა.

საბერძნეთში ბანკები ხუთშაბათს გაიხსნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 07 ივლისი 2015 13:35

საბერძნეთში ბანკები ხუთშაბათს გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის საბანკო ასოციაცია იუწყება. მისი ხელმძღვანელის, ლუკა კაცელის თქმით, ჯერ კიდევ რჩება შეზღუდველი ბანკომატებიდან თანხის გამოტანასთან დაკავშირებით. ლიმიტი კვლავ სამოც ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში საბანკო სისტემა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიხურა. ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ბანკები ხელმისაწვდომი ექვსი დღის განმავლობაში არ იქნებოდა. ამის მიზეზად მან სახელმწიფოში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა დაასახელა და დასძინა, რომ მოსახლეობის ანგარიშები უსაფრთხო მდგომარეობაშია.

 
გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური