"ბერძენ ხალხთან თანაშრომლობისა და გეპოლიტიკური ალიანსების შეკვრის ათასწლეულების გამოცდილება გაგვაჩნია" - პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 18:43

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა და პროკოპის პავლოპულოსმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც სბერძნეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ავლენს.

,,ჩემთვის და ჩემი დელგაციისათვის ათენში ყოფნა უაღრესად ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია.

მეძლევა შესაძლებლობა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბერძენ ხალხს და ბერძნულ სახელმწიფოს, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ თქვენგან ვხედავთ.

თქვენ ძალიან ნათლად დაუჭირეთ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს, თქვენ ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირეთ ოკუპაციის საკითხებთან დაკავშრიებით, რომლებიც ჩვენ ძალიან გვტიკივა და გვაღელვებს და თქვენ მიეცით შესაძლებლობა საქართველოს კიდევ უფრო ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ ალიანსში.

ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა საერთაშორსო გლობალურ ფორუმზე საბერძნეთს უკავია საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისეთი პოზიციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ჩვენთვის სასარგებლოა.

ჩვენ ვხედავთ და ვნახეთ ბერძენი ხალხის გვერდში დგომა მაშინაც, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა და ათასობით ქართველმა საბერძნეთში ეკონომიკური სირთულეებისგან ნახა თავშესაფარი და ამისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბერძენ ხალხს.

ბატონო პრეზიდენტო, ნათელია, საბერძნეთის ძირითადი პრინციპი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში: ეს არის მკაფიოდ, კანონის უზენაესობა და ალბათ, ამიტომაც ჩვენი შეხედულებები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს.

ჩვენ, ქართველები ნათლად ვხედავთ ჩვენს მომავალს ევროპულ ერთა ოჯახში და ამის არგუმენტად ჩვენ მოგვყავს ჩვენი უძველესი ენის ევროპულობა.

ყველაზე სწორი ადგილი, რომ ჩვენ დავადასტუროთ ეს ევროპულობა, ალბათ, სწორედ ათენში ყოფნაა, იმ დედაქალაქში, რომლის მიმართაც ჩემმა ერმა, 15 საუკუნის წინ, გააკეთა გეოპოლიტიკური არჩევანი და ამის მერე, ჩვენი ორი ერი სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ საკითხებში სულ ერთად მოდიოდა.

ჩვენ არამხოლოდ გავაკეთეთ რელიგიური არჩევანი, არამედ გეოპოლიტიკური ალიანსი შევკარით, რომელიც თვისობრივად განაპირობებდა ვითარებას მსოფლიოს ამ რეგიონში და დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ თვალსაზრისით, რადგანაც უკვე ახალ ვითარებაში, საქართველო ხდება შემაერთებელი ხიდი აზიურ და ევროპულ ეკონომიკებს შორის : იქნება ის ნავთობსადენი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს დაუკავშირებს სამხრეთ ევროპას და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად საბერძნეთს.

 

ეს პროექტები, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს შავი ზღვის რეგიონს და შემდგომ მთლიანად ევროპულ სივრცეს, სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოზე გავლით ხორციელდება.

ამ კონტექსტში, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში.

შესაბამისად, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ როგორც ერებს გაგვაჩნია ათასწლეულების გამოცდილება ერთმანეთთან თანაშრომლობის და არამხოლოდ კულტურული, ან სულიერი არამედ, პოლიტიკური ალიანსების შეკვრის თვალსაზრისით.

ჩვენ დღეს ნათლად მივისწრაფით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რომლის ნაწილიც საბერძნეთია და მადლობელი ვართ იმისთვის, რომ საბერძნეთი ამ თვალსაზრისით გვიხსნის ყველა შესაძლებლობას. მე ვხედავ ორმხირივი ურთიერთობის დინამიურ განვითარებას და მინდა მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადაგიხადოთ.

დაბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მომავალ წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ვზეიმობთ, ქართველი ხალხისთვის და ჩემთვისძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ, თქვენ მოახერხებდით 26 მაისს ჩვენს ამ ღონისძიებაზე დასწრებას და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდით ჩევნს ერებს შორის თანამშრომლობის ღრმა ტრადიციებს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საბერძნეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

,,საბერძნეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ორ ძირითად ღერძზეა დამყარებული: პირველი - ეს არის ჩვენი ძლიერი და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისადმი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების არსებობა ევროპულ სივრცესთან. მეორე კი, ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის, ისევე როგორც ამას გაეროს მოთხოვნები ითვალისწინებს.

ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვეფუძნებით ევროპის სამართალსა და საერთაშორისო სამართლით მიღებულ წესებს და კანონებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის შიდა ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვეფუძნებით საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ ჩვენს ურთიერთობას გარეშე ქვეყნებთან.

ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ როდესაც ასეთი საკითხი დადგება, საბერძნეთი ყოველთვის იქნება თქვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო სამართლის პირობების დაცვის შემთხევვაში, არსებული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების საქმეში.

,,ეს მხარდაჭერა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც თქვენ იყავით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოში. იმ დროიდან თქვენ მხარს უჭერდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ამ ინსტიტუტის მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისვ გაუმჯობესებას და გაძლიერებას“, - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა.

თურქული ოჯახი რომელიც საბერძნეთში გაქცევას ცდილობდა ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 25 ნოემბერი 2017 13:03

თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევისას 5-სულიანი ოჯახი ნავის ჩაძირვის შედეგად ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო. ბერძნული პრესის ინფორმაციით, ბავშვების ცხედრები კუნძულ მეტელინეს სანაპიროზე იპოვეს. შემთხვევის დროს დაღუპულთა სახელებია: ჰუსეინ მადენი (40), ნურ მადენი (36) ნადირე მადენი (13), ბაჰარ მადენი (10), და ფერიდუნ მადენი (7).

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკის მასწავლებელი მამა ჰუსეინ მადენი 15 ივლისის შემდეგ გამოქვეყნებული განკარგულებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მადენეების ოჯახის კასტამონში მცხოვრები ნათესავები განმარტავენ, რომ წყვილს უფრო ადრე ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხეს და მათ ქონება ჩამოართვეს. ნათესავების ინფორმაციით, დედა ნურ მადენის წინააღმდეგ დაკავების ორდერი იყო გაცემული და პოლიციის ზეწოლის გამო საზღვარგარეთ წასვლა სურდათ.

სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) დეპუტატმა მერალ დანიშ ბეშთაშმა საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დააყენა და თურქეთის ეროვნული ასაბლეის(TBMM) თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გადასცა იმ მოტივით, რომ ამ კითხვებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უპასუხებდა.

წყარო: http://tr.euronews.com/2017/11/23/yunanistana-kacmaya-calisan-turk-aile-egede-can-verdi

"მიწისძვრამ ხალხი პანიკაში ჩააგდო... პირდაპირ ფანჯრებიდან ხტებოდნენ" - თვითმხილველები სტიქიის მომენტს იხსენებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 ივლისი 2017 18:48

ეგეოსის ზღვაში მომხდარმა 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასმ საბერძნეთის კუნძული კოსი და თურქეთის ქალაქი ბოდრუმი დააზიანა.


კოსზე სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა თურქეთშიც.

დაშავებულებმა დაზიანებები ძირითადად მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი სახლებს ტოვებდნენ, რამდენიმე მათგანი პანიკაში ჩავარდა და სახლიდან თავის დაღწევა გადმოხტომით სცადა.

20 წლის ლორენ დაფი, რომელიც კოსზე დედასთან და დასთან ერთად ისვენებდა , იხსენებს, რომ ისინი ძლიერმა რყევამ და მსხვრევის ხმამ გააღვიძა.

„ჩვენ სასტუმროში გვეძინა, როდესაც ძლიერი მსხვრევის ხმამ გაგვაღვიძა. როდესაც თვალი გავახილე, მთელი ოთახი მოძრაობდა, ფანჯრები ჩამსხვრეული იყო და ხალხის ყვირილი ისმოდა, რომლებიც იძახდნენ, რომ ყველანი ოთახებიდან გავსულიყავით“ - ამბობს ლორენი.

22 წლის ნაომი რადოკი, რომელიც კოსზე დედასთან ერთად ისვენებდა, იხსენებს, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნავში იმყოფებოდა.

„ხალხი ყვიროდა, ტიროდა, პანიკაში იყო. ყველაფერი ისე მოძრაობდა, კარადები, ჭურჭელი...“ - ამბობს ნაომი.

თითქმის იგივე მდგომარეობა იყო თურქეთშიც.

„გვეძინა, როდესაც კარებზე ბრახუნმა გაგვაღვიძა, შემდეგ კი მთელმა შენობამ მოძრაობა დაიწყო. თავიდან მეგონა, თავს დაგვეხნენ. როგორც კი მივხვდით, მიწისძვრა იყო, მაშინვე კიბეებზე დავეშვით. ხალხი ისეთ პანიკაში იყო, რომ პირდაპირ ფანჯრებიდან ხტებოდა“ - იხსენებს 21 წლის სოფი ვაილდი.

 

შეგახსენებთ, მიწისძვრა 21 ივლისს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდა იყო სიღრმე კი 10 კმ.

საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულები შვედი და თურქი ტურისტები იყვნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 ივლისი 2017 12:45

საბერძნეთში, კუნძულ კოსზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ორი პირი შვედი და თურქი ტურისტები იყვნენ. 
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ საბერძნეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. 

არსებული ინფორმაციით, ტურისტები ძველ ქალაქში კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. დაშავებულია 100-ზე მეტი პირი, აქედან ხუთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო. 

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა. 
6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

სასწრაფოდ - საბერძნეთში 8 ქართველი დააკავეს (ფოტოები)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 17 ივნისი 2017 13:33

საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. ბერძნული მედიის ცნობით. დაკავებული ქართველებიდან 7 საქართველო, ხოლო ერთი უკრაინის მოქალაქეა. მათ შორისაა 3 ქალი. დაკავებულებს ბრალად ედებათ მკვლელობის მცდელობა, ნარკოტიკების გავრცელება, იარაღის უკანონო ტარება, სახლებისა და მაღაზიების ძარცვა და სხვა დანაშაულებები.

ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით დაკავებულების ფოტოებსა და ვინაობას ავრცელებს.

ესენი არიან: ამირან ახალაძე, გოგი სვანიძე, თამარ ახალაძე, ნათელა ფხაკაძე, გულნაზი გოგოლაძე, მირიან ჩიქოვანი, ხვიჩა ონიანი, ლაშა ცხვედიანი.

.

ათენში საფრანგეთის საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი 2016 15:14

ათენში  მოტოციკლით მოძრავმა ორმა უცნობმა პირმა საფრანგეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლა. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს. უკვე ნაპონია მოტოციკლი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მსუბუქი დაზიანებბეი მიიღო ერთმა სამართალდამცველმა, რომელიც საელჩოს ტერიტორიას იცავდა. მცირედით დაზიანდა თავად საელჩოს შენობა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტი კრიმინალისტები მუშაობენ.

საფრანეგთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ათენის დედაქალაქის ცენტრში მდებაეობს. თავდასხმის გამო საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 15:33

უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით, - ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ლიდერებმა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. აღინიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიზანია. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.

თესალონიკში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრი დღეს საბერძნეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 10:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 16:33

მიგრაციული კრიზისის ფონზე, საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება. 

როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი აცხადებს, ათენი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის არცერთ შეთანხმებას მანამდე, ვიდრე პასუხისმგებლობა მიგრაციული კრიზისისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე თანაბრად არ გადანაწილდება. 

ეს განცხადება ალექსის ციპრასმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და დასძინა, რომ მთავრობა საბერძნეთის ბუფერულ ზონად გადაქცევას არ დაუშვებს.

გიორგი მარგველაშვილს საბერძნეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 14:11

საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა გეორგიოს ხაძიმიხელაკისს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური