საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 12:22

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,სარფი“- ს გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 24 197 ლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 17:54

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (საერთო წონა 2,302.4 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ, საერთო ჯამში, 6,418.51 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,418.51 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ყაზბეგში 3,341.28 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:21

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული (22.8 ლიტრი) ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,341.28 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გადაეცა.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით, ჰეროინი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 12:22

13 ივნისს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი აღმოაჩინეს. სამართალდარღვევის ფაქტი  საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მიერ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული რისკის საფუძველზე   გამოვლინდა.
გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციას.

სარფის საბაჟოსთან სატვირთო ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 11:14

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან გასულ ღამეს სატვირთო ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია თურქეთის მხრიდან არსებულმა შეფერხებამ გამოიწვია. 

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტეს, თურქი მებაჟეები დოკუმენტების დროულად რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ, რამაც პრობლემები შექმნა. 

თურქეთის საბაჟოზე არსებულმა შეფერხებამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. უკვე ორი დღეა ტრანზინტული მოძრაობა შეჩერებულია. ამ დრომდე გაურკვეველია, როდის შეძლებენ საავტომობილო და სატვირთო ავტომანქანები გზის გაგრძელებას. 

მძღოლები საკვების, წყლისა და პირველადი მოხმარების ნივთების უქონლობაზე საუბრობენ.

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 11:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, გალუსტ მარგარიანი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კოტრონლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7  წლამდე ვადით.

აზერბაიჯანის მოქალაქეს 7 ცალი არადეკლარირებული IPHONE 6 შემოჰქონდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 17:47

საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტის“ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოქალაქე მობილური ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანას შეეცადა. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქის - ვ.კ.-ს ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი - IPHONE 6 აღმოაჩინეს. 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9 510 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით, 9510 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 15 აგვისტო 2015 12:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლისას, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წელს დაბადებული ფრუნზიკ ა. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს საბაჟო გამშვები პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 10 საბრძოლო ვაზნა წესის დარღვევით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური