Visa და სფეისი, პირველი სრულად ციფრული ნეობანკი, მომხმარებლებს საბანკო ბარათების მიწოდების სერვისს სთავაზობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 13:13

კომპანია Visa და საქართველოს უმსხვილესი ბანკის - „თიბისის“ მხარდაჭერით შექმნილი პირველი ციფრული ნეობანკი სფეისი ქართველ მომხმარებლებს ბარათების მიწოდების ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. ციფრული ნეობანკი სფეისი დღესდღეობით მომხმარებელს აწვდის ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, როგორიცაა მომენტალური სესხი, ბარათებს შორის გადარიცხვები, კომუნალური გადახდები და საბანკო ბარათები. სფეის ნეობანკი ერთადერთია, რომელიც Visa-ს საგადახდო ბარათებს 2019 წლის თებერვლიდან ადგილზე მიაწვდის მომხმარებელს. მათი მიწოდება მოპედებით მოხდება, რომლებსაც სფეის ნეობანკის ე.წ. „პილოტები“ მართავენ.

 ციფრული გადახდების სფეროში მსოფლიო ლიდერის - Visa-ს და საქართველოსა და რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის პარტნიორობა ქართველ მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების მართვის მოსახერხებელ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს ერთადერთი ციფრული ბანკია საქართველოში, რომელსაც შეუძლია დისტანციურად დაარეგისტრიროს ახალი მომხმარებელი და გაუხსნას ანგარიში. ნეობანკი სფეისი მოხმარებელს სთავაზობს გადახდებისა და ფულადი გადარიცხვების გამარტივებულ პროცედურებს ერთი აპლიკაციის მეშვეობით.

 “მომხმარებელთა გამოცდილება ნეობანკ სფეისის მთავარი პრიორიტეტია. თავს ყოველდღიური საბანკო სერვისების ინოვაციების ლაბორატორიად მივიჩნევთ და  კომპანია Visa-ს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.

 ”ვამაყობთ, რომ  საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის პარტნიორები ვართ და მომხმარებელს ერთად ვთავაზობთ ყველაზე ინოვაციურ, საიმედო და უსაფრთხო ციფრული გადახდის შესაძლებლობას. ეს თანამშრომლობა ბარათების მიწოდების ახალ სერვისთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტ მომხმარებლებს შევთავაზოთ მოსახერხებელი გადახდების შესაძლებლობა და დაგვეხმარება საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად ვაქციოთ გადახდების სფეროში ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით” -  განაცხადა ვერა პლატონოვამ, Visa-ს უფროსმა ვიცე‑პრეზიდენტმა და დსთ–სა და სამხრეთ-ევროპის ქვეყნების (CISSEE) რეგიონული ქვედანაყოფის დირექტორმა.

VisaInc.-ისშესახებ

მსოფლიოსმასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრულიგადახდებისსფეროში  ლიდერკომპანიასწარმოადგენს. ჩვენიმისიააინოვაციური, უსაფრთხოდასაიმედოგადახდისქსელისმეშვეობითერთმანეთთანდავაკავშიროთმსოფლიორომელიცინდივიდუალურპირებს, ბიზნესსადაეკონომიკასწარმატებისმიღწევისსაშუალებასაძლევს. ჩვენიდახვეწილიქსელი - VisaNet 65,000-ზემეტტრანზაქციასამუშავებს 1 წამისგანმავლობაში; კომპანიისმუდმივიაქცენტიინოვაციებზე, უზრუნველყოფსქსელშიჩართულმოწყობილობებზედაფუძნებულიკომერციის ზრდასდაუნაღდომომავლისრეალიზებისმამოძრავებელძალას - ყველგანდაყველასთვის. იმისგათვალისწინებით, რომმსოფლიოანალოგურიდანციფრულტექნოლოგიებზეგადადის, Visaცვლის  მომავალისკომერციისკონცეფციასმისიბრენდის, ხალხის, პროდუქტებისდაქსელისგამოყენებით. დამატებითიინფორმაციისათვისეწვიეთშემდეგვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

სფეისის შესახებ

პირველად რეგიონში შეიქმნა სრულად ციფრული საბანკო მომსახურება – სფეისი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილ ციფრული ბანკს არ გააჩნია არცერთი ფილიალი თუ ფიზიკური სივრცე და მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არის ხელმისაწვდომი. სფეისი მომხმარებელზე ორიენტირებულია და მიზნად ისახავს მარტივი, გამჭვირვალე და სწრაფი ყოველდღიური ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფას. პირველი ციფრული ბანკი საქართველოსა და რეგიონში 2018 წლის მაისში ამოქმედდა და უკვე დაახლოებით 350,000 ჩამოტვირთვას 100,000 რეგისტრირებულ მომხმარებელს და დაახლოებით 50,000 სფეის ბარათს ითვლის. ციფრული ბანკის მიზანია  სრული ყოველდღიური საბანკო მობილური მომსახურების გაწევა, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას, ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვანი დიზაინის, მომხმარებელზე ზრუნვის, ფასების გამჭვირვალობისა და მომსახურების მყისიერი მიწოდების საკითხებზე. სფეისის აპლიკაცია ხელმისაწვდომია „App Store“-სა და „Google Play“-ის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  https://space.ge/

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018 16:26

დღეს, 11 დეკემბერს სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ღიად დააფიქსირეს პოზიცია საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით და  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს.

სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადება:

მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის არსებობა ეკონომიკის სტაბილურობისთვის  და თანამედროვე საზოგადოების მშნენებლობისთვის, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

დღეს, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და  ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

ჩვენმა მივმართავთ  ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ  შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად,  ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავსელობაში აღმოჩნდებიან.

ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთთან რათა  დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს  აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც სწორედ აღნიშნულისკენ მოგვიწოდებს და ჩვენი ქვეყნისგან მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ განხორციელებული ქმედებები, პარალელურად კანონმდებლობაში დატოვებული შავი ხვრელების პირობებში, შემოსავლების იოლი წყაროების დატოვებით ბანკების ექსპანიას დამატებით ახალისებს.

ბანკები სადაც  ჩვენ ბრუნვები გვქონდა განთავსებული და კანონისისმიერი ვალდებულებით ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მინიმუმ სამ ბანკში განახორციელოს პორთფელის დივერსიფიცირება  და რომლის გავლითაც მომსახურებას ვუწევდით მომხმარებელს, დღეს უკვე კონკურენტებად მოგვევლინნენ. ასეთ პირობებში სრულიად უგულებელყოფილი ხდება კონფიდენციალური კომერციული და პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ხოლო ბანკი უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობას იღებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ბანკებზე კონკურენციის შესახებ კანონიც კი არ ვრცელდება.

სწორედ მსგავსი შავი ხვრელების აღმოფხვრას ითხოვს ინდუსტრია. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე სადაზღვევო და საბანკო სექტორს შორის ზღვარიც გაქრება და დაზღვევაშიც მივიღებთ იმ დუოპოლიურ მოდელს რაც საბანკო სექტორში დღეს გვაქვს.

ბოლოს, გვინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ არ გავურბივართ კონკურენციას და არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ კონკურენციას და თანაბარ შესაძლებლობებს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

ჩვენი სურვილია ბანკებს ვუყუროთ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური