განმარტება სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 აპრილი 2017 16:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტება გააკეთა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაზე. მინისტრის ინფორმაციით, საუბარი შეეხება იმ საბაგიროებს, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს.

გიორგი გახარიამ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივის შესახებ განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების კომენტირებისას გააკეთა - საიას ვარაუდით, აღნიშნული ინიაციატივა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ახსნა კანონპროექტის მიზანი და საჭიროება - „არასამთავრობო ორგანიზაციებს და საიას შეუძლიათ ეს პირადად ჩვენთან დააკავშირონ. ეს იყო პირადად ჩვენი ინიციატივა იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც იცით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სამთო კურორტების განვითარებაში, სადაც ამ ინსტრუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია უბრალოდ იმ საბაგიროებზე, რომლებიც სამთო კურორტებს უნდა მოემსახუროს „საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში წელს ათობით მილიონია ჩადებული, მომავალ წელს იმისთვის, რომ სამთო კურორტები განვითარდეს. მესტიაში, გუდაურში, გოდერძიზე, ბაკურიანში - ყველგან კეთდება ახალი, თანამედროვე სამთო-საბაგირო ხაზები. ამისთვის არის ეს გაკეთებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

დღეს გუდაურში ახალი საბაგირო გაიხსნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 10:08

კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის. 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაესწრება.

გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr"-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა განახორციელა "Black sea Group" -მა. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.

გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პიროვნებათა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი 2016 13:16

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა. ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა დღეიდან 6 წუთში იქნება შესაძლებელი.პროექტის ფარგლებში განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე სადგური.გონდოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ველოსპორტის მოყვარულებისთვის კი გონდოლებზე სპეციალური ველოსაკიდები დამონტაჟდა. პროექტის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარია.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური