სარვარმარტო საჩუქრის შერჩევა PSP-ში ყველაზე მარტივია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 მარტი 2019 10:49

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით PSP-ს სააფთიაქო ქსელში სარვამარტო აქციები მიმდინარეობს. აქციები ფრანგულ, გერმანულ და სხვა ევროპულ კოსმეტიკურ ბრენდებზე ვრცელდება. განსაკუთრებული ფასდაკლებები სასაჩუქრე კოსმეტიკურ ნაკრებებსა და კანის მოვლის საშუალებებზეა.

PSP-ს სააფთიაქო ქსელში კოსმეტიკურ ბრენდებზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. ფასდაკლებაა შემდეგ ფრანგულ ბრენდებზე: „ესტედერმი“, „ტოპიკრემი“, „კოდალი“, „ბიოდერმა“, „ვიში“, „ლა როშ პოზე“, „ლა პეტიტი“, „სოსკინი“, „ავენე“, „ნუქსი“, „კლორანი“.

სპეციალური შეთავაზებებია თმის საღებავებსა და  ფრჩხილის მოვლის გერმანულ ბრენდზე „ნიპეს ზოლინგენი“. ხოლო გერმანული კოსმეტიკური ბრენდის „სებამედის“ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ყოველ 20 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი გადაეცემა და 10 000 პრიზიდან ერთ-ერთის მოგება შეუძლია. გათამაშებაშია საოჯახო ტექნიკა, კოსმეტიკური პროდუქტები და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში 2 ადამიანზე.

პოლონური კოსმეტიკური ბრენდის „ზიაიას“ სასაჩუქრე ნაკრებები PSP-ში 8,80 ლარიდან იწყება. საჩუქრებია პირის ღრუს მოვლის საშაულებებზე „ბიორეპეარი“, „ბლენქსი“ და „სილვერ ქეა“.

სხვადასხვა ბრენდის შეძენის დროს მომხმარებელს საჩუქრებიც გადაეცემათ.

PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. მედიკამენტებისა და ბავშვთა მოვლის პროდუქტების გარდა კომპანია მსოფლიოს წამყვან კოსმეტიკურ ბრენდებთან თანამშრომლობს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ფრანგულ და ევროპული ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს. PSP-ში 300-მდე სილამაზის კონსულტანტია დასაქმებული, რომლებიც მომხმარებელს კანის ტიპის მიხედვით ექსპერტულ კონსულტაციას უწევენ.

PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 14:32

დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო.  გათმაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარბელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს  4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.

10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

„PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000 ლარინაი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

პსპ-ში ბავშვთა კვებაზე 2=3 აქცია დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 10 აპრილი 2018 13:12

10 აპრილიდან პსპ-ში ბავშვთა კვებაზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო. ყველა მომხმარებელს, ვინც ბავშვთა კვების ორ ერთნაირ პროდუქტს შეიძენს, საჩუქრად მესამე ანალოგიური პროდუქტი გადაეცემა. აქცია ეხება საბავშვო კვების ყველაზე მოთხოვნად ბრენდებს: ჰიპი, ჰუმანა, ფრისო, ნუტრილონი, ნესტლე, ვინი, ჰეინცი.

„მომხმარებელი პსპ-გან უკვე შეეჩვია  მრავალფეროვან და განსაკუთრებულ აქციებს ბავშვთა პროდუქტებზე. დღეიდან ჩვენს სააფთიაქო ქსელში ბავშვთა კვების პროდუქტებზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო - „2=3“. ანუ დღეიდან ჩვენს სააფთიაქო ქსელში არამარტო ბავშვის საფენებზეა ყველაზე დაბალი ფასები, არამედ ბავშვთა კვებაზეც. ბავშვის საფენები და კვება ოჯახის ყველაზე დიდ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე და ამიტომ მათ საშუალებას ვაძლევთ ყველაზე მეტი სწორედ ამ პროდუქტების შეძენისას დაზოგონ და მისთვის სასურველი საბავშვო პროდუქტები საუკეთესო პირობებით სწორედ პსპ-ს ქსელში შეიძინონ,“ - აცხადებენ პსპ-ში.

ბავშვთა პროდუქტებზე აქციები პსპ-ს 210 აფთიაქში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მიმდინარეობს და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური