30 ოქტომბერს ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 11:37

30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიგაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერსგამართულ სხდომაზე მიიღო. ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნის კარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკისსაარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 24 ივლისი 2016 17:56

ოთარი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში წამოიწყო უმნიშვნელოვანესი პროგრამები,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბაშის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია წარუდგინა.

„როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზებზე ვმოძრაობთ, ნებისმიერი შეუიარაღებელი თვალისთვის ჩანს სასათბურე, ახალი სამაცივრე მეურნეობები. გაშენებული ხეხილი, რომელიც შედეგებს თანდათან მოიტანს. ამას ყველაფერს მოყვება ახალი საჭიროება გადამამუშავებელი წარმოებების, რაც თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს. ოთარი ძალიან ბევრს მუშაობს ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი გახლავთ. ეს რეფორმები უკვე დაიწყო და მომავალშიც განხორციელდება. მე მინდა, რომ მას გზა დავულოცო, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ლოკომოტივი არა მხოლოდ აბაშის, არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოსი და მთელი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ის იქნება ერთერთი წამყვანი ძალა ჩვენს გუნდში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, რომ დღეს არავინ არავის დევნის.

„დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით, რადგან ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დაემყაროს შემდეგი განვითარება, კეთილდღეობა, ეკონომიკური პროგრესი და ა.შ“,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი ფორმატიდან გამომდინარე გპირდებით ერთ რამეს- შეუქცევად პროგრესს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშაში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 14:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ დღეს ვანის მოსახლეობას, ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.
„გიორგი ლილუაშვილი ძალიან გამოცდილი ადამიანია. იგი „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. მუშაობდა საბაჟო სფეროში. გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. დღეს იგი თბილისის მერის მოადგილეა და უნდა ვთქვა, რომ დიდი დანაკლისი იქნება დედაქალაქისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო. გიორგი ლილუაშვილი იქნება თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ვანის რაიონის ტურისტულ, სასოფლო-სამეურნეო და მრეწველობის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„ვანს უნდა დავუბრუნოთ ძველი დიდება, აღვადგინოთ მუზეუმი, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია მობილიზებული. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ამ რაიონში ჭარბად არის დავანებული. ეს არის ჩვენი ფუნქცია”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ესაუბრა.
ვანის მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს და ეს არ იქნება პარტიის გამარჯვება- ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
გრიგოლ ლილუაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანის მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაჰპირდა.
„ჩვენ ძალადობას ერთად ვუთხარით უარი და გადავედით ახალ ეტაპზე. ასევე ერთად უნდა შევინარჩუნოთ მიღწეული თავისუფლება, განვავითაროთ ჩვენი რაიონი და ქვეყანა“,-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და დავით ლორთქიფანიძე.

გ. კვირიკაშვილმა მოსახლეობას ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2016 20:38

ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება; თქვენს გვერდით მდგომი ხელისუფლება და არ ვქმნით დინსტანციას ჩვენსა და მოსახლეობას შორის, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაღდათში გააკეთა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„დღეს ბაღდათს და ხარაგაულს სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც არის კობა ლურსმანაშვილი. კობა არის კაცი, რომლისთვისაც უცხო არ არის არცერთი პრობლემა. ამავე დროს, ის არის კვალიფიციური ადამიანი, საერთაშორისო სამართლის პროფესიონალი და თქვენს საკითხებს პარლამენტში არა მხოლოდ დააყენებს, არამედ გადაჭრის კიდეც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას.
„ამ ყველაფრით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს ქვეყანაში შექმნილ კეთილდღეობას. ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება, ყველაზე სახალხო ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ყოლია. დღეს ნაპრალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის არის მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენი მომავალი ნაბიჯებიც დაემყარება იმას, რომ აღმოიფხვრას საერთოდ ეს დისტანცია და საბოლოოდ ვიდგეთ ბოლომდე ხალხთან ერთად. გავითავისოთ თქვენი სიხარული და თქვენი ტკივილი“,-აღნიშნა პრემიერმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის წევრები- მამუკა მდინარაძე, ომარ ნიშნიანიძე, პაატა კიკნაველიძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური