საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 16:25

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. 8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ. აღნიშნულის შესახებ, დღეს მედიას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა ინფორმაცია. „ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან  ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზე შეეძლებათ მონაცემების გადამოწმება.

„ამასთან შეგახსენებთ, რომ ცესკომ ამომრჩევლებს, მონაცემების გადამოწმების მიზნით, არაერთი სიახლე შესთავაზა - მოქალაქეებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ვებ-გვერდზე -voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან და პლანშეტის გამოყენებით, ასევე, საქართველოს მასშტაბით განთავსებული სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალის საშუალებით. მნიშვნელოვანია რომ, სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძის განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. „დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ მედიის წარმოამდგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, - 8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის  ვადა იწურება, - „8 სექტემბერი საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესის ბოლო ვადაა. არჩევნებში ჩართულ მხარეებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს მინდა შევახსენო, რომ 8 სექტემბრის 18:00 საათზე სრულდება საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა“-განაცხადა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 16:04

საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერულითანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი.
პოლიტიკა განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობასსტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკოში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1-ელსექტემბერს ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნოპროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო პირობების

შესაქმნელად, რაც სამიძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება:
1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულიუთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის;
2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაოადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის;
3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესშიგენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური