ადვოკატები – იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო მალე გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:41

ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის მიერ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 14:28

 

მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის გია ლორთქიფანიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

როგორც ცნობილია, ლირთქიფანიძემ ვიდეო მიმართვა პოსტის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც გადადგომის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი  ლორთქიფანიძის პოსტზე ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და მას გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. 

"ეს იყო ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და ასევე იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ მათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება,“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილი ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევას სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 14:29

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. 

„გადაჯგუფება ნიშნავს განახლებას, მეტ ჩართულობას და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას“, - წერილი ამ სათაურით „ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა. 

„მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა.

ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს.

მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა.

გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად.

მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას.

მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში“, - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 17:55

მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და, რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას," - ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს, სადაც ის იმაზეც საუბრობს, რომ პარლამენტში და პარლამენტის გარეთ კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო.ამასთან, სააკაშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ აუცილებელია მოქმედება, რათა თავისუფალი მედია არ განადგურდეს.     

"არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ."ვფიქრობ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება.

"დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენ აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია.

"ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის კარგად ახერხებდა.

"რაც შეეხება, არსებული გაყალბების მექანიზმების პირობებში, მეორე ტურში მონაწილეობას, ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება.

"ჩვენ მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას," - წერს სააკაშვილი. 

,,ღამის 3-ზე საჭმლის საძებნელად გავედი...“ - სააკაშვილი ქუთაისელი ბექა და გიოსთან პრაღაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 31 ივლისი 2016 23:46

მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ქუთაისელ ბიჭებთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს.

,,ღამის 3-ზე მომშივდა და საჭმლის საძებნელად გავედი. ეგრევე პრაღის ცენტრში ორი ქუთაისელი გავიცანი, ბექა და გიო. ერთ-ერთმა მაშინვე სელფი გამოდო თავის გვერდზე.

მოკლედ ნაბიჯი ვეღარ გადაგიდგამს, რომ არ "გაგიბაზრდეს" - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციაში! (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:34

ოდესის გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი და უკრაინაში მოღვაწე ქართველ რეფორმატორთა გუნდი შესაძლოა უკრაინის ოპოზიციაში ვიხილოთ.  "ნაციოალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დავით საყვარელიძის გადაყენების ფატქს ეხმაურება. მისი განცხადებით, რეფორმები უკრანაში რთულად მიმდინარეობს, რადგან კორუმპირებული ჩინოვნიკები ხელისუფლებაში მრავლად არიან და ისინი განვითარებად პროცესებს ხელს უშლიან. როგორც "ნიუსდეისთან" საუბარში გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, თუ რეფორმების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, მაშინ ოდესის გუბერნატორი და ქართველი რეფორმატორები დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ და ბრძოლას ოპოზიციის მხიდან, ქვეყნის განვითარების მომხრე უკრაინელებთან ერთად განაგრძობენ. როგორც ბარამიძემ სტარვიზიასთან ექსკლიუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ეს უკრაინაში ცნობილია და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ.

„უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა საპატრულო პოლიციის სერიოზული რეფორმა  ეკა ზღულაძისა და ხატია დეკანოიძის მეცადინეობით. როდესაც მხოლოდ ამ ერთ ნაწილს უკეთებენ რეფორმირებას და დანარჩენი ყველაფერი ჭაობშია, არაკორუფციული ელემენტის ეს პატარა კუნძული, ბუნებრივია, დიდხანს ვერ გაძლებს.  ასევე პროკურატურაში - დავით საყვარელიძემ შექმნა  გენინსპექცია, ჩამოაყალიბა კარგად შერჩეული პროკურორების ჯგუფი, დანარჩენი გენრპოკურატურა დარჩა არარეფორმირებული. ამან კი დაამარცხა გატარებული რეფორმა. ასე დამარცხდება ბევრი სხვა რეფორმაც.

თუმცა ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ აპირებს ფარხმლის დაყრას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენებმა, შესაძლოა მალე თვითონ დატოვონ თანამდებობები, გადავიდნენ ოპოზიციაში, რათა შემდგომ ხელ-ფეხგახსნილები უფრო აქტიური ბრძოლით ჩაერთონ უკრაინულ პოლიტიკურ ცხოვრებაში... მთავარი პოლიტიკური ფიგურა იქ მიხეილ სააკაშვილი იქნება და მის გვერდით, ძირითადად, უკრაინელები იქნებიან. ისინი უკრაინულ პოლიტიკურ სარბიელზე შექმნიან ამინდს.

იქ თუ ძირეულად არ შეიცვალა ყველაფერი, თუ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდა, ახალი პარლამენტი არ აირჩიეს და ნორმალური ადამიანები არ მოიყვანეს საპარლამენტო უმრავლესობაში, სხვაგვარად პარლამენტის ამჟამინდელი უმრავლესობით საფუძვლიანი და შინაარსიანი არაფერი გამოვა. არსებული პარლამენტი, ხელმძღვანელობს არა ხალხის, არამედ ოლიგარქების ინტერესებით, ამიტომ მათთან ძირეული რეფორმები არ გამოვა.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოროშენკო. მისი თქმით, თუ იქნება რეფორმების გატარების საშუალება, ისინი გააგრძელებენ მუშაობას, თუ არადა განაგრძობენ პოლიტიკურ ბრძოლას.

 

ინტერვიუს სრული ვერსიას ნახეთ გადაცემაში "აქტუალური თემა" პარასკევს 1 აპრილს 21:30 საათზე

მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ რჩევები მისცა

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
ორშაბათი, 21 მარტი 2016 14:01

ყოფილი პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს. მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ტენდენციების შემქმნელი და ახალი იდეების გენერატორი. 

„ახლა დროა საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულს პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.

ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლის ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის.

დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სანდრა რულოვსი მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:36

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, მიმართვას ავრცელებს. რულოვსი მისი ნაციონალურ მოძრაობის პირველ ნომრად დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!“- წერს სანდრა რულოვსი.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის რამდენიმე კანდიდატის გვარი გუშინ მედიაში გავრცელდა, მათ შორის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანრდა რულოვსი.

ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 17:05

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტთან დაკავშირები კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. 

მისივე განცხადებით  ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობდა, რომლის დიდი ნაწილიც განადგურებულია, თუმცა  ძალიან ბევრი მასალა როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს თანამშრომლების მხრიდან არის გატანილი და ყველა ეს ქმედება არის დასჯადი.

„სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის,"-აცხადებს ეკა ბესელია.  

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი პირადი დაცვის მომსახურებაზე უარს აცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 13:24
მიხეილ სააკაშვილი პირადი დაცვის მომსახურებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა facebook-ის გვერდზე დაწერა და უკრაინის უშიშროების სამსახურს ოფიციალური წერილით აცნობა. ოდესის გუბერნატორის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრალდებები მის მიმართ. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი საომარ ზონაში იმყოფებოდა და უკრაინელ მებრძოლებს შეხვდა. ამ ვიზიტის ამსახველი კადრები კი ინტერნეტით გავრცელდა. ვიდეო მასალაში ჩანდა უკრაინელთა პოზიციები, რის გამოც ოდესის გუბერნატორი გააკრიტიკეს. გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა უწყებამ ეს ფაქტი არ დაადასტურა.
გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური