საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხადრ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 11:26
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება.
მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს.
ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის ქურდობით წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს.
ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების,
ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია.
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე.
ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასილ ყულჯანიშვილი გაიხსენეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 17:55

ავღანეთში ბაგრამის საავიაიო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს.

საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ ვასილ ყულჯანიშვილის მემორიალთან დაღუპული სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს 52-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

დღესვე მამა ზაქარიამ გარდაცვლილი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბატალიონის შტაბთან არსებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთანaც გადაიხადა.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

 

სამხედრო-საჰაერო ძალების 23 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 15:39

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების 23 წლის იუბილე აღინიშნა. ქართველ სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ავიაციისა და საჰაერო სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. „ავიაციის განვითარების გარეშე თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ საითკენ და როგორ მივდივართ. საჰაერო ძალების განვითარება გულიდან და გონებიდან იწყება. საჰაერო ძალებში ამაღლებული განწყობაა, ძალიან მოტივირებული არიან. იმედი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს წარმატებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ავიაციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მფრინავთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ალექსეევკის შერეული საავიაციო ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო-საჰაერო ტექნიკა გამოიფინა. „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა, საზოგადოების სახელით, ავიაციასა და საჰაერო სარდლობას მადლობის სიგელი გადასცა.

1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი გაფრენა შედგა, რომელიც პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ და ავიაციის გენერალ-მაიორმა ვალერი ნაყოფიამ განახორციელეს. ქართული ავიაციის დღე, სწორედ, ამ დღიდან აღინიშნება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური