საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქაღალდის არქივის ცენტრალიზება დაასრულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 14:47

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტი დაასრულა. ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა, სადაც ძველმა არქივმა  ფართის 70% დაიკავა,ხოლო დარჩენილი 30% დროთა განმავლობაში  მიმდინარე სარეგისტრაციო დოკუმენტაციით შეივსება.

პროექტის შედეგად დასრულებულია ტექბიუროს, სამეწარმეო რეესტრის, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა და კანცელარიის დოკუმენტაციის ცენტრალიზება.

საჯარო რეესტრში მნიშვნელოვანი დოკუმენტები იყრის თავს, რომელთა უსაფრთხოება და დაცულობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. არქივების ცენტრალიზებამდე ძველი დოკუმენტაცია არასტანდარტულად აღწერილი, სხვადასხვა ადგილას გაფანტული და ნაკლებად დაცული იყო, რაც მათი გაყალბების ან დაკარგვის შესაძლებლობას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანმა საარქივო მასალამ ერთ წერტილში, უსაფრთხოდ მოიყარა თავი, რაც დოკუმენტებსა და მონაცემებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამას გარდა, შექმნილი სრული და უტყუარი მონაცემთა ბაზა  უზრუნველყოფს ნაკლებ ხარვეზებს სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებაში, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.

 „საჯარო რეესტრის საარქივო მასალები ხშირად უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადისაფუძველია. მათთან შეხება უწყების თანამშრომლებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ, თუმცა მასალების დიდინაწილის სიძველისა და ინტენსიური გამოყენების გამო, დროთა განმავლობაში მათი დაზიანებისა და განადგურებისსაფრთხე იქმნება. ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჯარო რეესტრში, არსებული საარქივო სისტემის წინასწარიშესწავლისა და ანალიზის შედეგად,  დოკუმენტაციის საარქივო სტრატეგია შემუშავდა, რომელიც მცირე დანახარჯებს,  ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობასა და ქაღალდის დოკუმენტების ხანგრძლივი ვადით საუკეთესოდ შენახვასეფუძნება. ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტის პირველი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცავის აშენება იყო, რომელიც სოფელ დიდ ლილოში  აშენდა. მეორე ეტაპი კი ქაღალდის დოკუმენტაციის ერთ წერტილში თავმოყრას გულისხმობდა, რომელიც დათქმულ ვადაზე გაცილებით ადრე დავასრულეთ “ - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

პარალელურად, საჯარო რეესტრი არქივში დაცული ქაღალდის დოკუმენტაციის ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციაზეც მუშაობს. მიმდინარეობს ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა.

 

რეგიონული სემინარი - მდგრადი ქალაქების გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 19:21

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს (UNISDR) ორგანიზებით, 11 და 12 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთში ჩატარდება რეგიონული სემინარი, რომლის მიზანია კატასტროფებისადმი მდგრადი ქალაქების პროექტის გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში.

12 ნოემბერს ასევე გაიხსნება მდგრადი ქალაქების რეგიონული საინფორმაციო კამპანია, რომელსაც გაეროს კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტო (UNISDR)  დაიწყებს სტეფანავანში (სომხეთი), როგორც კატასტროფათა რისკის შემცირების საპილოტე ქალაქში.

სემინარი, რომელიც ჩატარდება საქართველოს დედაქალაქში 11 ნოემბერს, შეაჯამებს მდგრადი ქალაქების პროექტის შედეგებს სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში. პროექტი ხორციელდება ჰიოგოს 2010-2015 წლების ჩარჩო გეგმის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ შეთანხმებას კატასტროფათა რისკის შემცირების შესახებ.

მდგრადი ქალაქების პროექტი დაიწყო 2014 წელს და დასრულდება 2015 წლის ბოლოს. პროექტი ხორციელდება ევროპული კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური ხელშეწყობით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 600 თანამშრომელი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:46

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილებით, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს 600 თანამშრომელი გათავისუფლდება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 128 ათასით შემცირდა. ქვეყანაში სრული განუკითხაობა ტრიალებს და 10 ათასობით ოჯახი დარჩა იმ ელემენტრარული შემწოეობის გარეშე, რომლითაც მათ არსებობა შეეძლოთ. ამას ემატება ისიც, რომ დავით სერგეენკოს მეთაურობით, ჯანდაცვის სამინისტრო მთლიანად შლის იმ სისტემას, რაზეც სოციალური შემწობის ბაზა დევს.

მაქვს ზაზა სოფრომაძის ბრძანება, 30 სექტემებრს გამოცემული, რომლითაც ის აპირებს სამსახურიდან დაითხოვოს თბილისის მომსახურების სააგენტოს ასეულობით თანამშრომელი. სამწუხაროდ სოციალურმა აგენტებმა არასწორი ბრძანებები მიიღეს, ამის შედეგია ის ქაოსი სისტემაში, რაც გვაქვს, და ახლა სამინისტროს სურს თავიდან მოიცილოსეს ადამიანები, რომლებიც ამ განუკითხაობის მოწმეები არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ, მეოთხე ვითომდა საუკეთესო წლის დადგომა, 600 ადამიანის სამსახურიდან დათხოვნით დაიწყეს.“

საჯარო რეესტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 12:49

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) სათაო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი იმ საქმიანობების განხილვაა, რომლებიც Lantmateriet-ისა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამეთვალყურეო კომიტეტის პირველი შეხვედრაც, რომელზეც პროექტის გეგმა დამტკიცდა.

ამას გარდა, ვიზიტის პროგრამა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა გაზიარება, დამისამართების მოდელები, მათი გამოყენება საჯარო სერვისებში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში.

"საჯარო რეესტრსა და Lantmateriet ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამჟამად ჩვენ უკვე განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითადი მიმართულებების ცენტრალიზაცია და სარეგისტრაციო სამსახურების რეგიონულ დონეზე გამსხვილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას. შვედეთს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატიც შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც დღეს საჯარო რეესტრს აქვს“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-ს დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი საჯარო რეესტრისა და ზოგადად ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის, მიწისა და უძრავი ქონების მართვა, სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკა და უძრავი ქონების მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის განხორციელება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა.

პროექტის ბიუჯეტი 12 000 000 ლარია და მისი დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.

სერვისების განვითარების სააგენტომ ქართული დიასპორის დღეებში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:43

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სსგს) ქართული დიასპორის დღეებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანს საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციისა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმოადგენდა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ღონისძიებაზე სსგს საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც მოსულ სტუმრებს სააგენტოს ძირითად სერვისებზე, მათ შორის დისტანციურ სერვისებზე და პროექტზე - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ შეეძლოთ ინფორმაციის მიღება.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 10:01

დაკავებული ქალბატონი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგეა.

გამოძიების ინფომრაციით, ბრალდებული მის ნაცნობს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჩქარებული წესით ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩასმას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 500 ლარი მიიღო. 

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური