რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 17:06

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 49 წლის ალექსანდრე დოთიაშვილი სოფელ კირბალის ტყიდან გაიტაცეს, სადაც ის შეშის მოსატანად იყო წასული.

ქართველმა სამართალდამცავებმა დღეს გატაცებულის ოჯახს აცნობეს, რომ ალექსანდრე დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

რუსმა ოკუპანტებმა 43 წლის მამაკაცი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:45

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. როგორც "ნიუსდეი საქართველოს" გორის მუნიციპალიტეტში განუცხადეს აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

თვითმხილველების თქმით, 43 წლის მალხაზ ლეჟავა ორმა შეიარაღებულმა სამხედრო პირმა მაშინ დააკავა, როდესაც ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შესახებ ცნობილია როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ასევე ევროკავშირის სამხედრო მეთვალყურეებისთვის.

თვითმხილველები ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილი სადაც შემთხვევა მოხდა, სოფლის საძოვრებია და მწყემსს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მეჯვრისხევიდან გატაცებული მამაკაცის ოჯახის წევრები დროულ რეაგირებას ითხოვენ

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 06 მაისი 2016 11:09

რუსი ოკუპანტების მიერ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მამაკაცის ოჯახის წევრები  ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

ზურაბ ბიბილაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გატაცებულს  გული აწუხებს და სპეციფიურ მედიკამენტებს საჭიროებს, რომელიც თან არ აქვს, ამიტომ საჭიროა დროული რეაგირება.  

37 წლის ზურაბ ბიბილაშვილი, სავარაუდოდ,  რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

 

ნაბაკევში დაკავებული ქართველები გაანთავისუფლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 11:37

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხური ავრცელევს. დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დაკავების მიზეზების თაობაზე, სუს-ში არ ახმაურებენ. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაჰყავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.


რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე ქართველი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 09:57

სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე ქართველი დააკავეს, მათ შორის არის 9 წლის ირაკლი მუშუქიაც. ბავშვი გალში მამასთან ბიძას გადაყავდა.

ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, წინასწარი ინფომრაციით, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.  

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე,საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციულ აქტად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა. 
"2015 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:48 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს.
2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას. 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები", - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსი ოკუპანტები ეშერას მთებში სიმაგრეებს აშენებენ და სანგრებს თხრიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 14:24

სოხუმში ეშერას მთებში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი საგუშაგო გახსნეს. დისლოცირების ბაზაზე სიმაგრეების და სანგრების მშენებლობა დაჩქარებულ ტემპებში მიმდინარეობს. ამასთანავე ხდება მისასვლელი გზის მშენებლობაც, რომელიც მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად იქნება გათვლილი.

ნანა დევდარიანი :„ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობები უნდა არსებობდეს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 16:30

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის აზრით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობები აუცილებლად უნდა არსებობდეს.

 „ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, ურთიერთობა რომ აუციელბლდ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამის საპირისპიროს დასაბუთება, ძალიან გაუჭირდებათ დაინტერესებულ პირებს“,-განაცხადა ნანა დევდარიანმა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას.

საქართველოსა და მოსკოვის სასულიერო სემინარიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივლისი 2015 23:34

„სტარვიზიის“ ყოველკვირეული გადაცემის - „აქტუალური თემის“ ფარგლებში, გთავაზობთ ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან.
გადაცემის სრული ვერსია ხელმისაწვდომია IA News Day Georgia - ს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.

ქართველი ახალგაზრდები გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 16 მაისი 2015 13:01

სოფელ აძვის განაპირას დაკავებული ორი ქართველი ახალგაზრდა უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.

15 წლის ლაშა თანაშვილი და 18 წლის ლევან კოკორიანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცველებს ოსურმა მხარემ გადასცა.

როგორც გათავისუფლებულები ყვებიან, მოზარდები გუშინ დილით სოფელ აძვის ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ კი უპირობოდ გააათავისუფლეს.

დღეს დილიდან ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შსს-ს ანალიტიკური სამსახური აწარმოებდა.

გათავისუფლების შემდეგ მოზარდები მცირე ხნით დაკითხვაზე შსს-ს პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი საკუთარ ოჯახებში მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს რუსმა ოკუპანტებმა 15 და 18 წლის მოზარდები დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა ბაბუამ საბედნიეროდ ოკუპანტებისგან თავის დაღწევა მოახერხა. 

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური