შსს-მ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 12:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 
 

ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 11:16

დღეიდან ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"  91% წილის მფლობელები თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ. გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში, - ამის შესახებ ძმები ყარამანიშვილების  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ძალაში რჩება მათი შეთავაზება "რუსთავი 2-ის" აქციათა 51%-ის წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს აქციების საკონტროლო პაკეტი (51%) თანამშრომლებს გადაეცეთ. 

 

"მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:17
დღეს, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მედია ეკუთვნის საზოგადოებას, - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:13
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მედიაგარემოზე, თავისუფალი და პლურალისტული მედიის არსებობის აუცილებლობაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისაკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით; და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა“, - განაცხადა მიშველაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს დაგაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმეზე შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:56
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, - ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

რუსთავში 85 წლის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:32
რუსთავში 85 წლის ქალბატონი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გაზის გაჟონვას უკავშირდება. შეუძლოდაა გარდაცვლილის შვილიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საერთაშორისო თანამეგობრობა "რუსთავი 2-ის" პროცესს, მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამს,- საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:09
"არ ვეხები რა, კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას. რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია. ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან კომპონენტს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება. ეს კი საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ყველა ჩემს შეხვედრაზე, რომელიც მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსთავი 2-ის თემა იყო წამოწეული და მე ამ თემებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ვახმოვანებდი. საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად რუსთავი 2-ის პროცესს, არა სამართლებრივ დავად, არამედ მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 'რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში,- ჟურნალისტური ეთეკის ქარტია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 14:18
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში,"- აღნისნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთეკის კარტიის განცხადებაში. "საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა. მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია,"- ნათქვამია განცხადებაში.

ხაზს ვუსვამთ განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას, - ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 12:18
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: "ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს", - ნათქვამია ვროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ჩემთვის ეს არის საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა,- ეკა ბესელია "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:45
“ამ საჩივრის ასლი მეც მქონდა, იმიტომ რომ მის დაწერაშიც ვიღებდი მონაწილეობას, ქიბარ ხალვაში მიმართავდა მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს. ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით საკუთრების ჩამორთმევის თაობაზე გამოძიებას ითხოვდა. ეს იყო 2007 წელს, ახლა 2017 წელია, მე ათი წლის წინ მაქვს ნანახი ეს პროცედურები და მახსოვს, როგორ ხდებოდა მსგავსი უკანონობა. იქამდეც ხდებოდა ეს უკანონობები ამ ტელევიზიის მიმართ და საკუთრებასთან დაკავშირებული სრულიად დაუშვებელი ფორმების გამოყენება. ამიტომ ჩემთვის ეს არის საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა,” სააკაშვილი და მისი გუნდი,” - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმესთან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური