კანონის არანაირი დარღვევა არ ყოფილა,-პაატა სალია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 11:05

"რუსთავი 2" არაკონსტიტუციურად თვლის და ასაჩივრებს იმ ნორმებს, რომელზეც კანონის უზენაესობა დგას. კანონის არანაირი დარღვევა არ ყოფილა, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ისაუბრა.

 

რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის მძევალია-უმრავლესობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 11:00
პარლამენტში განცხადებები კეთდება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კომენტარს აკეთებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ამბობს, რომ რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის მძევალია:
"მე ვფიქრობ ეს ნამდვილად არის სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ პრობლემა სხვა რამაა. მთავარია, რომ ჩვენ გავიდეთ შედეგზე და შედეგი უნდა იყოს, რომ რუსთავი 2-მა საკუთარი თავი თვითონ უნდა იხსნას ძალადობისაგან. ის ჯერ კიდევ არის ნაციონალური მოძღაობის მძევალი და მე ძალიან გული მწყდება იმიტომ, რომ რუსთავი 2ში ძალიან ბევრი მაღალპროფესიონალი მუშაობს, რუსთავი 2 საზოგადოებას სჭირდება, მაგრამ რუსთავი 2 საზოგადოებას სჭირდება საზოგადოების სამსახურში, სახელმწიფოს სამსახურში, საზოგადოების ინტერესების გამტარი და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის დაკვეთების და სურვილების აღმსურლებელი. მე ველოდები, რომ რუსთავი 2 თავის მაღალპრრფესიონალიზმით დაუბრუნდება საზოგადოებას. რუსთავი 2-მა ნებისმიერი ძალადობისაგან საკუთარი თავი თვითონ უნდა იხსნას, მაგრამ დღეს მე რასაც ვუყურებ, რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის მძევალი. და მე ძალიან გული მწტყდება. რუსთავი 2 მე ველოდები, რუსთავი 2 სჭირდება საზოგადოებას სახელმწიფოსსა, ოპოზიციასაც, პოზიციასაც მაგრამ ის უნდა იყოს ობიექტური" განაცხადა ხუნდაძემ.

გია ყარამანაშვილის საგანგებო განცხადება,რუსთავი 2-ის ახალ მმართველებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 01:32

რუსთავი 2-ის წილის მფლობელი გია ყარამანიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს. ყარამანიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძე მომავალში იანკუკოვიჩის მოსამართლეების ბედს გაიზიარებს და ის ამისთვის ძალღონეს არ დაიშურებს. 

ამავე დროს გია ყარამანიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან ქვეყნის მომავალი.

"ეს მოსამართლე ყუოველ ჯერზე მოლოდინებს აჭარბებდა. მივმართავ მე მას რომ კარგად შეისწავლოს იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი თუ სად არიან ისინი დღეს. მე გპირდებით რომ მე მომავალში მთელ ჩემ რესურს მომავალში დავხარჯავ, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი რომელიც თავად აირჩიეთ. მე ამ განცხადებას, როგორც რუსთავი2-ის მფლობელი კი არ ვაკეთებარამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს ასე ვიწროდ არ დგას საკითხი. დღეს მთელი ქვეყანაა დასაცავი. დღეს არის ქვეყანაში მცდელობა, რომ დაამყარონ დიქტატურა. მე მინდა მოვუწოდო ყველას დაიცავით ქვეყნის მომავალი," - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.  

რუსთავი 2-ს შს სამინისტრო 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 21:59

რუსთავი 2 -ის ავტომობილებს ტელეკომპანიის შემოსასვლელთან მდგომი საპატრულო პოლიცია ამოწმებს.

არხის სატვირთო ავტომობილი დღესაც შეამოწმეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არც ამჯერად საუბრობენ თუ რის საფუძველზე ხდება დათვალიერება.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევის დროს პატრულის თანამშრომლებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოელაპარაკა და მოითხოვა, თუ კანონის რომელი ნორმით ხელმძღვანელობდნენ ისინი, როცა მანქანას აჩერებდნენ. გვარამიას კითხვებზე საპატრულო პოლციის თანამშრომები ამბობდნენ, რომ მათ ეს დავალება ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

სავარაუდოდ დღესაც საპატრულო ეკიპაჟებმა მსგავსი დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღეს, თუმცა ვინ იძლევა ბრძანებებს კონკრეტულად უცნობია. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა შს სამინისტროსგან მიმდინარე გამოძიებისა და ტელევიზიის 24 საათიანი კონტროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა, თუმცა გვარამიას კითხვებისთვის სამინისტროს წარმომადგენლებს პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. 

პარალელურად შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ტერიტორიას 13 სათვალთვალო კამერა და 3 საპატრულო ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს. 

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 22:18

დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პატრონი, - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია, არ შემიწყვიტავს. დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პატრონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო. თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის მთავარი. კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა "რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად "ნაციონალური მოძრაობის" და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული. დღეს სულ სხვა რამ მაღელვებს. ესაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მოყვნენ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ დატერორებული ტელეკომპანიების ცრუ და პროპაგანდისტულ მექანიზმში. "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ. მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო _ მე მართლაც კარგად მესმის, რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა! მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან. საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელე-ბიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას. სიმართლე ერთია და ის ყოველთვის არა ძალადობის, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფლების მხარესაა. დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!", - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

სალია სხვანაირ გადაწყვეილებას არც ელოდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 20:35

"დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში ხოლო 40 % მესაკუთრედ მისი კომპანია შპს პანორამა," - განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ. ადვოკატის თქმით,  ისინი სხვანაირ გადაწყვეტილებას არც ელოდნენ, რადგან ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დამდგარიყო, ის არის, რაც დღეს მოსამართლე ურთმელიძემ განაცხადა. 

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ცნობილი დღეს გახდა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 % კი მისსავე საკუთრებაში არსებულ შპს პანორამას დაუბრუნდება. 

"რუსთავი 2-ის" საქმეზე პარლამენტში მყოფმა ევროპელმა დეპუტატებმა ისაუბრეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:30

რუსთავი 2-ის საქმეზე პარლამენტში მყოფმა ევროპელმა დეპუტატებმა ისაუბრეს. მათი განცხადებითრუსთავი 2-ის საქმე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე აისახება. დეპუტატების თქმით პროცესები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც კანონის უზენაესობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება. არ იქნებოდა სწორი ევროპარლამენტარმა რაიმე კომენტარი გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, პროცესი გრძელდება და უნდა ვაცხადოთ მას დასრულება,“ - აცხადებს საჯად კარიმი.

პრემიერის პირველი კომენტარი R2-ის საქმის განაჩენზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

პრემიერის თქმით, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის და მისთვის მთავარია, რომ საქართველოში მედია არ იყოს პოლიტიზირებული.

„ჩემთვის არ არის საინტერესო, თუ ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის. ჩემთვის მთავარია, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები იყვნენ დაცული და მედია არ იყოს პოლიტიზირებული. ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში გამორიცხულია. უნდა მივეჩვიოთ, რომ ცივილიზებულ საქართველოში ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე კომენტარი ვთქვათ. მხარეებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. არ არის საჭირო პროცესის დრამატიზირება. მინდა მოგმართოთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და მინდა ღიად დავაფიქსირო პატივისცემა და მხარდაჭერა თქვენდამი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა

რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას და დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება-თამთა მურადაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:07

„დღეს ვიხილეთ როგორ განახორციელა საკუთარი სუიციდი,“ - ასე შეაფასა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელი გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

„თამაზ ურთმელიძემ ბეჭედი დაუსვა იმას, რომ ის შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო მოსამართლე. მან თავდაყირა დააყენა მთელი კანონმდებლობა სასმართლოსი და ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო. მოსამართლე ურთმელიძე კი ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. უკვე აღარავის ეჭვი არ ეპარება, რომ მიდის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას და დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება.

პაატა სალიას განცხადებით ქიბარ ხალვაში წილებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გადაიფორმებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 17:50

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს 7 მოთხოვნიდან მხოლოდ ის 2 მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რომელიც წილების გადაფორმებას და ხელშეკრულების გაბათილებას ითვალისწინებს.

სასამართლოს დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.

"დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში ხოლო 40 % მესაკუთრედ მისი კომპანია შპს პანორამა," - აცხადებს პაატა სალია, რომელიც აქვე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატები გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, ამიტომ ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური