მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა, - პაატა ბურჭულაძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 ივნისი 2016 11:52

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმესთან  დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. ბურჭულაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

რუსთავი 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ყველასათვის ნათელია, რომ ხელისუფლების სურვილი არც არასოდეს ყოფილა რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა. მხოლოდ ასეთი მოცემულობისპირობებში გრძნობს ხელისუფლება კომფორტულად თავს, რომლის მთავარი მიზანია, არ მივიდეს კრიტიკული ინფორმაცია მაყურებლამდე. ფაქტია, ამ პროცესებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნადგურდება, ვინაიდან ყველას თვალში ქართული მართლმსაჯულება უფასურდება. "რუსთავი 2-ის" დამორჩილებასთან დაკავშირებული, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებისგან ორკესტრირებული ეს უგუნური გადაწყვეტილება, ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი. ცხადია, ეს პროცესი სააპელაციო სასამართლოს ამ პროვოკაციული გადაწყვეტილებით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ვითარებას. ქართული საზოგადოება, ჩვენ, ყველანი ერთად არ დავთმობთ დამოუკიდებელ ტელევიზიას და მის სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევას. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს სწორედ სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს,“ -  ნათქვამია პაატა ბურჭულაძის  განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 10:05

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება ძალაში დატოვა. უცველალად დარჩა 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.

 

„ეს არის ტელევიზია, რომელიც ასახავს ზუსტად იმ ფაქტებს რაც ქვეყანაში ხდება“ - ზაალ უდუმაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 04 ივნისი 2016 22:19

„ძალიან რთულია ამ ფონზე ჟურნალისტების მუშაობა. პრაქტიკულად, ჩვენ უკვე 1 წელია ამ სტრესულ რეჟიმში ვმუშაობთ. მუდმივი სასამართლო პროცესები, მუდმივი მუქარა, რომ თქვენ ახალი მფლობელი უნდა გყავდეთ, მუდმივი მუქარა, რომ ყველაფერი შეიცვლება მაგ ტელევიზიაში - ეს ბუნებრივია მორალურად მოქმედებს ჟურნალისტთა კორპუსზე. ძალიან რთულია ასეთ სტრესულ რეჟიმში მუშაობა, თუმცა მე მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც პროფესიონალურად ართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს. ეს იმიტომ რომ, მათ სჯერათ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ და სწორი მიმართულებით მუშაობენ. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ასე ღიად არის დეკლარირებული, არის ყველა ჟურნალისტისთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამიტომ არის, რომ დღემდე ვერანაირი ძვრა ვერ უქნა ხელისუფლებამ.“ - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“ ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა,  „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაალ უდუმაშვილი პასუხობს.

„საუბარი, რომ ეს ქონებრივი დავაა, არის ძალით თავის დაბრმავება“ - ზაზა ბიბილაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 04 ივნისი 2016 21:28

„ის, რომ „რუსთავი2“-ის საქმე არის პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი პროცესი, ამას მხოლოდ „რუსთავი2“-ის ადვოკატები არ აცხადებენ. ამას აცხადებს პრაქტიკულად ყველა, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარდა. არც არასამთავრობო სექტორს, არც საერთაშორისო საზოგადოებას, არც დიპლომატიურ მისიებს და არც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით. ამ პროცესში იმდენი კითხვა და ფაქტია ურთიერთშეუსაბამო. ასევე იმდენი განცხადებაა, რომელსაც თავად ფორმალური მოსარჩელე აკეთებს, რომელიც მხოლოდ ღიმილს იწვევს, რომ არა ის ტრაგიკულობა, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან...ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მას „რუსთავი 2“ არ აინტერესებს, როგორც ქონება. მას აინტერესებს ის, რომ „რუსთავი 2“ გამოგლიჯოს ხელს სიცრუეს და დააბრუნოს ჭეშმარიტების სამსახურში. ანუ მიზანი იმთავითვე გაცხადებულია საჯაროდ და დაუფარავად და ამის შემდეგ საუბარი, რომ ეს შეიძლება იყოს ქონებრივი დავა, არის ძალით თავის დაბრმავება.“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს.

მეტრეველი „რუსთავი 2"-ის საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 31 მაისი 2016 12:12

 სახელმწიფო ხალხისთვის წევრი მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ის საქმის პროცესს აფასებს. მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოს ეზოში ესწრება, და აცხადებს, რომ ადგილზე დემოკრატიის დასაცავად მივიდა.მისივე თქმით, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება.სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ტუღუში, რომელიც აღნიშნავს, რომ სამართლიანობასთან ამ პროცესს არავითარი კავშირი არ აქვს.

"რუსთავი 2-ის" შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ დაკმაყოფილდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 მაისი 2016 14:56

"რუსთავი 2-ის" შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ სასამართლომ დააკმაყოფილა.

ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, რადგან  ჯერ კვლავ არ არის ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია "საქართველოს" ყადაღის შესახებ. 

შემდეგი პროცესი 30 მაისს 11 საათზეა ჩანიშნული.

"რუსთავი 2-ის" შუამდგლომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 მაისი 2016 14:44

 სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა გრძელდება. ცნობილია კოლეგიის გადაყვწეტილება აცილების შუადგმდგომლობასთან დაკავშირებით, თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძე პროცესს არ ეთიშება.

პროცესზე შესვენება "რუსთავი 2-ის" წარმომადგენლების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განსახილველად გამოცხადდა.

"რუსთავი 2"-ის საქმე - ადვოკატებმა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება მოითხოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 11:24

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ განახლდა. პროცესზე იმყოფება არხის გენერალური დირექტორი და ყარამანაშვილების ოფიციალური წარმომადგენელი.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა უკვე დააყენეს ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობას. ამის საფუძველს, რუსთავი 2-ის ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე არის იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც იცავდა თამაზ ურთმელიძის უფლებებს მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა რუსთავის 2-ის პროცესების თაობაზე.

უკვე ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაშის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმება. 

დღეს მოსამართლეთა კოლეგია მხარეების საჩივრებს მოისმენს. სამაუწყებლო კომპანია აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მანრუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ ურთმელიძის რამდენიმე განჩინებასაც. საკუთარი საჩივარი აქვს მეორე მხარესაც - ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ასევე გააპროტესტებს ურთმელიძის რამდენიმე გადაწყვეტილებას.

დღევანდელ არსებით განხილვაზე სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ორივე მხარის შუამდგომლობებს მოისმენს. ეს პროცესის მეორე სხდომაა. განხილვა ერთი კვირის წინ დაიწყო.  

პირველ სხდომას ვერ ესწრებოდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლეებმა არ გადადეს პროცესი და შემდეგი სხდომა სამი სამუშაო დღის შემდეგ ანუ დღეს დანიშნეს. სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლება ცდილობს ფორსირებულ რეჟიმში ჩაატაროს სასამართლო.

„ზოგადად ვფიქრობთ, რომ პროცესები მიმდინარეობს დაჩქარებული წესით, ვინაიდან კოლეგიამ ისე დაგვინიშნა სხდომა, რომ ჩვენ ჯერ მათი შემადგენლობაც კი არ ვიცოდით. ასევე, მათ განიხილეს ყადაღა, თუმცა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვიანებულია და ისედაც გაიწელა ვადები ყადაღასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ აქვთ გამოტანილი,“ -  განმარტავს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი.

სასამართლო რუსთავი 2-თან დაკავშირებით კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 14:37

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამრთლო რუსთავი ორთან დაკავშირებით შეტანილ კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს.მხარეებმა დაასრულეს დასკვნითი სიტყვები დაუყოვნებლივი აღსრულებისა და დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით.კოლეგია ახალი საქმის განხილვას შეუდგა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის ამორალური გარიგებების მუხლს ეხება. ორივე სარჩელზე გადაყვწეტილება სავარუდოდ ერთდროულად გახდება ცნობილი.

"რუსთავი 2-ის" საქმემ შესაძლოა ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს ქვეყანაში, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 15:56
ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ტექსტში მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია გამოთქმული, თუმცა მათი უმეტესობა გათვალისწინებულია.

"რეზოლუცია აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2-ის საქმემ შესაძლოა ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს ქვეყანაში და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ უმასპინძლოს ევროპელ ექსპერტთა ჯგუფს ევროპიდან და ღიად გააცნოს ამ პროცესთან დაკავშირებული დეტალები", - განაცხადა დავით ბაქარაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური