"ან გაგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ, შესაძლოა ბოლოჯერ გვიყურებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 21:08
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: „მე მინდა, რომ ჩვენს მაყურებელს გაუჩნდეს იმის განცდა რა მოხდება ხვალ ან ზეგ, შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ, ან ორი დღე კიდევ ვიყოთ, არ მგონია ეს კვირები გაგრძელდეს, შემდეგ ან გამოგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ, ან გვთხოვენ, რომ გავიდეთ, ასე გაგრძელდება მოვლენები. ეს ტელევიზია წაგვართვეს, ჩვენი ეს ტელევიზია აღარ არის,ე ს ტელევიზია არის ქიბარ ხალვაშის, უთქვამს, რომ შევხვდები კოლექტივსო, ბატონო ქიბარ ჩვენ კოლექტივი არ ვართ, მაქსიმუმ შეგიძლიათ გვიწოდოთ ერთი გუნდის წევრები, რომლებიც წლებია ვაკეთებთ ამ არხზე რეიტინგს, ვქმნით ამ არხს და ამ არხს აღარ აქვს ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც თქვენი ხელმძღვანელობის სროს ჰქონდა, თქვენ როგორიც დაგვტოვეთ ისეთებიც აღარ ვართ, დღეს დიდია ეს ტელევიზია, სხვა ტელევიზია დატოვეთ და გაცილებთ უკეთესი წაიღეთ. მაყურებელს ვთხოვ, თუ გინდათ ვიყოთ, დაგვიცავით, ჩვენ არ დავნებდებით, მაგრამ თქვენი ჯერია, ძალიან სამართლიანად მაყურებლის ნაწილი ჩვენზე გაბრაზებულია, მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო, ყველაზე მეტად როცა რაღაც არ მოგწონდათ, მაშინ ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში, დამერწმუნდეთ, ხვალ ისევ მოგინდებათ, რომ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს, რაღაცებზე ხელი არ მოგვიწერია, უავტორო სიუჟეტები მაინც არ მოგვიწერია ხელი“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი.

"რუსთავი 2" მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 %-ით, - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 20:49
“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რეალურად "რუსთავი 2" მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 %-ით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. ეს გადაწყვეტილება არ არის მათი დაწერილი, უბრალოდ მათი პირით მოხდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება,“ - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნული ტელევიზიის ეთერში. შეგახსენებთ, 12 საათიანი მსჯელობის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასმართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა: - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. - გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მირებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება - - ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. - გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“. - უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება; - საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწუვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

"ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ რუსთავი 2-ის შენობასთან“- წიკლაური მოსახლეობას მოუწოდებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 20:46
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რუსთავი2-ის დასაცავად მხარდამჭერებს მოუწოდებს დასაცავად გადაინაცვლონ ტელევიზიის შენობასთან. „ახლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ რუსთავი 2-ის შენობასთან რათა გამოვუცხადოთ მათ თანადგომა ახლა არის გადამწყვეტი დრო თავისუფალი სიტვყვის დასაცავი. ყველანი უნდა გამოვიდეთ რუსთავი- 2ის დასაცავად“- განაცხადა წიკლაურმა.

„ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს“ - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 15:06
უზენაესი სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად იმართება, ნიკა გვარამია მივიდა. ჟურნალსიტებთან საუბრისას გვარამიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქმე რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ აქვს იმედი, რომ მოსამართლეთა კოლეგიაში არ მოიძებნება 5 მოსამართლე, რომლებიც უკანონობას მოაწერენ ხელს: „მოლოდინებზე ვერაფერს ვიტყვი, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, რადგან ვცხოვრობთ ივანიშვილის ქვეყანაში, მაქვს იმედი, იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ მოინახება 5 გამყიდველი, საკუთარი თავისა და სინდისის, ქვეყნის ინტერესების და არ მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას ხელს. ეს გადაწყვეტილება დაანგრევს დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ვერაფრით იქნება კანონიერი, რომელიც ქიბარ ხალვაშის სასარგებლო იქნება. ადამიანებმა, რომლებმაც ეს გააკეთეს, ურთმელიძემ, სააპელაციო კოლეგიამ, მათ ამაზე პასუხი აგეს, მათ მომავალი აღარ აქვთ, თუ ამ სასამრთლოშიც მოიპიოვებიან ასეთი ადამაინები, ვწუხვარ. ასეთი ტიპის გადაწყვეტიელბა სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. მოვუწოდებ ყევლა მოსამართლეს ნუ გახდება მძიმე პრობლლემების წყარო, გაიაზრონ რას აკეთებენ, რა თქმა უნდა გეგმა გვაქვს და ამას მოგვიანებით გავახმოვანებთ, როდესაც ეს საჭირო გახდება“, - განაცხადა ნიკა გვარამია.

ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:57
"ხვალ გადაწყდება არა მარტი რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება" - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ბრიფინგს მართავს. ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და არ დამარხავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. "ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას," - აცხადებს ნიკა გვარამია.

„რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია, - არასამთავრობო ორგანიზაციები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 10:02

მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს არსებობისა და საზოგადოებისათვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის, -  "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით 9 არასამთავრობო ორგანიზაცია  განცხადებას ავრცელებს. 
„როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა მოცემულ საქმეში ხელისუფლების შესაძლო პოლიტიკური ინტერესის არსებობის თაობაზე. 
მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს არსებობისა და საზოგადოებისათვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის. დღეის მდგომარეობით, საქმე განსახილველად გადაცემული აქვს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას და მხარეები ელოდებიან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ყურადღება მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე მედია საშუალებები აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქმის განმხილველ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლისა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

1. განცხადებები „რუსთავი 2”-ის მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
რამდენიმე დღის წინ მედიისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა ბრალდებები ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის” საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბრალდებების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ტელეკომპანია „რუსთავის 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის სანაცვლოდ 1 მილიონამდე ლარი მიიღო ქალაქ თბილისის მერიისგან.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოგვმართა მოქალაქე ზვიად ჩოხელმა, რომელიც აცხადებს რომ ის წარმოადგენს მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალურ ბენეფიციარს. ზვიად ჩოხელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (ზვიად ჩოხელის ოჯახსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის, ასევე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებები; ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები; მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები სტიქიამდე და სტიქიის შემდგომ), ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების შესწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან შეუზღუდავად და თავისუფლად ხდებოდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირება მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ბრალდებები ისეთი მძიმეა, როგორიცაა მოსამართლის მიერ ქრთამის აღება, ხოლო მოსამართლეები ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე შეზღუდული არიან გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისგან.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა მარტო მედიას აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების დეტალებზე, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ამგვარ საქმეებზე. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მოსამართლეეები შეიძლება დაექვემდებარონ პერსონალურ კრიტიკას, თუმცა ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ლეგიტიმური ინტერესი, რაც სასამართლოს მიმართ გამოთქმული მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით შეიძლება შეილახოს თუ საზოგადოება სრულყოფილად არ იქნება ინფორმირებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ 2017 წლის 21 თებერვალს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების საკრებულოში არ მისვლის ფაქტს, მიუხედავად საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნისა. მიგვაჩნია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირების გადაწვეტილება თავი აარიდონ საკრებულოს დეპუტატების კითხვებზე პასუხებს, საზოგადოებაში დამატებით კითხვებს წარმოშობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლებს აქტიურად ითანამშრომლონ საკრებულოს წევრებთან და კანონით დადგენილი წესით პასუხი გასცენ ყველა გამოთქმულ ეჭვსა თუ ბრალდებას.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო შემთხვევა
უკანასკნელ პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე უზენაესი სასამართლოდან განცხადება 2017 წლის 14 იანვარს გადაიგზავნა ორი კვირის მანძილზე ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი თვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვისაც, რომელთაც კანონით ევალებათ მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს მათზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ და საქმის გამოძიება დაიწყო. მიგვაჩნია, რომ გამოძიების დროულად და მიუკერძოებლად წარმართვის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე პროკურატურამ ეტაპობრივად უნდა გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. გარდა ამისა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია იყოს მეტად ინფორმირებული და ქმედითი მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით და დგამდეს რეალურ ნაბიჯებს მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოების სპიკერ-მოსამართლეებს - დროულად მოხდეს მოსამართლეების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;

პროკურატურას - უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

თბილისის მერიასა და საკრებულოს - შესაბამისი ოფიციალური განცხადების გავრცელების გზით სრულყოფილად მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება და საზოგადოების ინფორმირება გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ;
ჩვენ ვაგრძელებთ „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმის შემდგომი განხილვისას გამოირიცხება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მოცემული საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე საქმის დაწყების დღიდან არსებობს“, - აღნიშნულია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლის, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვას იწყებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:02

დღეს უზენაესი სასამართლო  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

 

,,რუსთავი 2'' -ის ადვოკატების საგანგებო ბრიფინგი,ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 15:20

,,რუსთავი 2''-ისა და  ,,TV საქართველოს'' ადვოკატები ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგს მართავენ. იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავენ და მოუწოდებენ ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოაცხადომ.მათი თქმით, 7 სარჩელიდან ორზე უკვე დასრულებულია განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება.

სახალხო დამცველი „რუსთავი 2-ის“ საქმეს ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 12:03

საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მომდინარე სასამართლო დავას. მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს რამდენიმე საკითხის დეტალურ შესწავლას იმის დასადგენად, სასამართლო განხილვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას.

ამჯერად გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 22 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხარეებს ჩასაბარებლად გაუგზავნა, გუშინ კი ოფიციალური განმარტება გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს:

„თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.“

მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოცხადდა 10 ივნისს. შესაბამისად, მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს არა უადრეს 30 ივნისისა და არაუგვიანეს 10 ივლისისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ხოლო, თუ ამ ვადაში მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21–დღიანი ვადის ათვლა დაიწყება 30–ე დღიდან (მოცემულ შემთხვევაში 10 ივლისიდან).

სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილებათა ჩაბარების მოქმედი წესი 2010 წლის 15 დეკემბრის კანონითთბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ამოქმედდა, ხოლო 2012 წლის 1 აპრილიდან – ყველა სასამართლოში. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები განპირობებული იყო სწრაფი და ეკონომიური მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებით. ეკონომიური მართლმსაჯულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სასამართლო რაიმე ფინანსურ რესურსს სამოქალაქო დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად არ გამოყოფს, გარდა ორი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება ეგზავნებათ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულ პირებსა და პატიმრობაში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც არ ყავთ წარმომადგენელი. სწორედ ამ გამონაკლის შემთხვევებშიხელმძღვანელობს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით და აგზავნის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების სასამართლოს შეხედულებისამებრ გაფართოება კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ქმედება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას გულისხმობს, არ შეესაბამება კანონს. გარდა ამისა, სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში. დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად.

როგორც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიუთითებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადრეულ ეტაპზე ჩაბარებულად მიჩნევა აზიანებს მათ იმ ინტერესს, რომელიც სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათსავე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ კანონში მითითებულ დროის შუალედში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა), სასამართლოს მზად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარე თავად წყვეტს როგორია მისი დაცვის სტრატეგია, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად თუ არა, ვადის პირველივე დღეს წარადგენს საკასაციო საჩივარს თუ ბოლო დღეს. დაუშვებელია მხარის ამ არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ ქმედებას. 

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" ახალი სარჩელების განხილვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 13:57

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "რუსთავი 2-ის" და "TV საქართველოს" ახალი სარჩელების განხილვა  დაიწყო. ამ სარჩელებით რუსთავი 2-ს და TV საქართველოს გასაჩივრებული აქვს სამოქალაქო კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლი.

“აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები გულისხმობენ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების, იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს ავალდებულებს, დაუბრუნოს ნივთი თავდაპირველ მესაკუთრეს, “ - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური