რას პასუხობს ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:54
ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას პასუხობს. როგორც მან "გურია ნიუსს" განუცხადა "ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას" "გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას," - აცხადებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს. „ვიცით, რომ მილიონები მისთვის არის minor issue ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს,“ - აცხადებს ქიბარ ხალვაში. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს.

სოლიდარული ვარ იმ მენეჯმენტის, ვინც გააკეთა ეს შეთავაზება - ზურა კიწმარიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:48
ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მენეჯმენტის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე საუბრობს. "ეს არ არის განწირული შეთავაზება, მე სოლიდარული ვარ იმ მენეჯმენტის, ვინც გააკეთა ეს შეთავაზება, რომ მათ შეუძლიათ რუსთავი2-ის მენეჯმენტის წარმართვა. მე ვიცნობ ამ ხალხს, ვიცი მათი შესაძლებლობა და სიამოვნებით ვითანამშრომლებ მათთან მომავალში,“ - განაცხადა კიწმარიშვილმა.

"ეს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია“ - სანდრა რულოვსი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:46
სანდრა რულოვსი "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად ტელეკომპანიაში მივიდა. „ყველა გრძნობს, რომ აქ მართლაც ძალიან სერიოზულად არის საქმე და მთელი ქვეყანა არის დიდი რისკის ქვეშ. ვისაც არ ესმის, რომ კრიტიკული მედია არის თვითონ მთავრობის ფუნქციონირების ინტერესში და ეხმარება მას, ის არ უნდა მართავდეს ქვეყანას. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ვისაც არ ესმის, რომ კრიტიკა არის კონსტრუქციული ძალიან ხშირად და გეხმარება, რომ შენი საზღვრები ჩანდეს, სადამდე არის ეს ხალხი და სადამდე შეიძლება იმოქმედო და სადამდეც საზოგადოება აიტანს, ეს ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა "არჩევანში".

„აშშ შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას“- აშშ-ს საელჩოს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:30
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“- აღნისნულია განცხადებაში.

"გადაეცით რუსთავი 2-ის 100% მის კოლექტივს"- გვარამიას შეთავაზება ხალვაშსა და ივანიშვილს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:05
საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. „რუსთავი 2 არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვიტარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაცუ კვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეები წინაშე დადგა, ამიტომ რუსთავი 2-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმლაურად, ის არი მაინც ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთმა, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას - რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა ტვ პირველის ეთერში და მადლობა ამ კომპანია, ქიბარ ხალვაშმ გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებ რუსთავი 2-ის გაყიდვას. ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს რუსთავი 2. ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც რუსთავი 2 არის ისეთი, როგორიც არის, მე არა. გადაეცით რუსთავი 2 მის კოლექტივს, თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ მაქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ

რუსთავი 2-ის შენობასთან აქციის მონაწილეები კარვებს შლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 23:19
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში კარვებს შლიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მთელი ღამის განმავლობასი აპირებენ იქ დარჩენას და რადგან ვერ შეეგუებიან უსამართლობას და პროტესტს გააგრძელებენ.

"პრეზიდენტი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით მდგომი"- მიშველაძე რუსთავი 2-ზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 23:07
პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე რუსთავი 2-ის შენობასთან მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება, სადაც მან ჟურნალისტები გაამხნევა და აღნიშნა, რომ ისინი მარტო არ არიან და პრეზიდენტი ყოველთვის იქნება მათი გვერდით მდგომი. „მე აქ ვიმყოფები როგორც ჟურნალისტი როგორც მოქალაქე და თავისუფალი სიტყვის დამცველი . სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც გვიწევს ჟურნალისტებს ჩვენი, საქმიანობის დაცვა. მე გახლავართ ის ადამიანი, რომელსაც პირველს დამიხურეს გადაცემა. მინდა პირველ რიგში გაგამხნევოთ ყველაფერი ისე არ არის როგორც ახლა ჩანს. მინდა გითხრათ თქვენს გვერდით არ არის მარტო ეს ხალხი ვინც აქ იმყოფება, პრეზიდენტი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით მდგომი და ეს თქვენ რამდენჯერმე ეთერშიც დაგიფიქსირათ. ეს არ არის პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია თუმცა ამაზე განცხადებას ის უკვე თვითონ ხვალ გააკეთებს“- განაცხადა მიშველაძემ.

"სასამართლოს ჯიბეში ჩადებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს დაემართა" - გიორგი თარგამაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 23:06
ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორი, გიორგი თარგამაძე, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მედიაზე მონოპოლიის დამყარება კარგის მომტანი არ იქნება. „კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ. რუსთავ2-ის წართმევით, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით, ოპოზიციური პოლიტიკური მოედნის მოსუფთავებით, დასუსტებით, მარგინალიზაციით, სასამართლოს ჯიბეში ჩადებით, დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს. დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას და ის დაამთავრებს, სამწუხაროდ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები“ - განაცხადა თარგამაძემ.

"მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას"- ხალვაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 22:45
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია დარჩეს დაბალია. „არავითარი გეგმა არ მაქვს რომელიმე ცვლილების ჩატარების, თქვენ წარმოიდგინეთ გვარამიასთან დაკავშირებით. ძალიან დაბალი შანსია, ვფიქრობ, რომ გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანი ვარ, მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიის ჩამოყალიბებით, როგორც დღეს ხდება. დღეს არის გვარამია მიშა სააკაშვილის ინტერესის გამტარებელი. ურეკავს მიშა სააკაშვილს და ადეიშვილს, ელაპარაკება, იღებს დავალებებს და იღებს დამსახურებულ ხელფასს. მე არ ვარ ის ადმიანი, რომელიც იგივეს გაუკეთებს გვარამია,ს რასაც უკეთებენ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

"მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება" - ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 22:44
ქიბარ ხალვაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ -ის მფლობელი გახდა, რუსთავი 2-ის გაყიდვაზე ალაპარაკდა. "მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება..." მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება... ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება. მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები", - განაცახა ქიბარ ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური