არასამთავრობოების და რუსთავი 2-ის ჟურნალისტების შეხვედრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 14:13

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში მიიმდინარებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თავად გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ჟურნალისტებს. ისინი დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ჟურნალისტები ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ და ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

არასამთავრობოებს კვლავ რჩებათ კითხვები, რომელიც არსებობდა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ ეს კითხვები არ მოხსნა.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურმა გუშინვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რა პოზიცია აქვსრუსთავი 2-ს.

"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის გუნდს სურს ნორმალურ ვითარებაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება. არასამთავრობო სექტორთან ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები, მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის გარშემო დაიწყო ეს პროცესები. ისინი მუდმივად საქმის კურში არიან და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ ზუსტად გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს რუსთავი 2 და როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას," - განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 14:08

უსთავი 2-ის ჟურნალისტები არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში მიიმდინარებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თავად გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ჟურნალისტებს. ისინი დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ჟურნალისტები ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ და ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

არასამთავრობოებს კვლავ რჩებათ კითხვები, რომელიც არსებობდა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ ეს კითხვები არ მოხსნა.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურმა გუშინვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რა პოზიცია აქვსრუსთავი 2-ს.   

"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის გუნდს სურს ნორმალურ ვითარებაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება. არასამთავრობო სექტორთან ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები, მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის გარშემო დაიწყო ეს პროცესები. ისინი მუდმივად საქმის კურში არიან და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ ზუსტად გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს რუსთავი 2 და როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას," - განმარტა ზაალ უდუმაშვილმა. 

გვარამიას ბრიფინგი და მწვავე განცხადებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 12:19

„რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიას განცხადებით ქვეყანაში გამწვავებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „რუსთავი2“ საუბარი საკუთარი დაცვაზე დაეწყო. ტელეკომპანიის გენდირექტორის თქმით, „რუსთავი2“ არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარებზე, ტელეკომპანიის ინტერესი არა მთავრობის შეცვლა, არამედ თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქებაა, როგორც ტელეკომპანია მიიჩნევს საჭიროდ. გვარამიას თქმით, ხელისუფლება წითელ ხაზს გადაცდა და პრემიერის დაპირება, რომ უსაფრთხოება დაცული იქნება სარწმუნო არაა. გვარამიას განცხადებით ტელეკომპანიის თანამშრომლები თავისი ძალით დაიცავენ ტელევიზიას, ამასთანავე იხსნიასნ პასუხისმგებლობას ტელეკომპანიაში მისულ გარეშე ადამიანებზე, რადგან არსებობს პროვოკატორების შეგზავნის საფრთხე, „რუსთავი 2“ აღარ მოუწოდებს მხარდამჭერებს მათ დასაცავად მისვლისკენ, რადგან ვერ იღებს პასუხისმგებლობას ისეთ საკითხზე, რაც მათ კომპეტენციაში არაა.

"პრემიერი დაგვპირდა, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იქნება, მისი სიტყვები სარწმუნო არ არის, რადგან ის ხშირად ცრუობს. ამიტომ ჩვენ დღეიდან ვიღებ - ჩვენ დავიცავთ კომპანიას, ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე. ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ აქ შემოსული ადამიანებიდან, ვინმე არ იქნება პროვოკატორი. არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი პროვოკატორები ჩვენს შიგნითაც არსებობდნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობის და წონის საკითხია სასწოზე. თუ დასაცავი გახდება კომპანია ჩვენი ძალებით გავაკეთებთ. თუ ვინმეს ესვრიან, გვესროლონ ჩვენ", - აღნიშნა გვარამიამ.

საგანგებო ბრიფინგი რუსთავი 2-ში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 12:17

„გვაქვს ჩვენი გეგმა... ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით როგორც ჩვენ გვინდა“- ნიკა გვარამია საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას, ვიხსნით პასუხისმგებლობას აქ მოსული ადამიანიების უსაფრთხოებაზე, ვერ მივცემთ გარანტიას ვერავის, რომ ვინმე აქ მოსული არ იქნება პროვოკატორი... არ მოვუწოდებთ არავის შეიკრიბოს და დაიცვას რუსთავი 2, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვეღარ ავიღებთ ჩვენს თავზე.“ აცხადებს ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:54

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება 24 ოქტომბერს 315-ე მუხლით აღძრული საქმის საფუძველზე მოხდა. რაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე უკვე ხელმეორედაა დაბარებულია გიგა ბოკერია.

"რუსთავი 2-ის" ოფისთან სატვირთო ავტომობილებს საპატრულო პოლიცია ამოწმებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 17:55

დღეს დილიდან რუსთავი 2-ის შემოსასვლელთან ყველა სატვირთო ავტომობილს საპატრულო პოლიცია ამოწმებს.  პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ დავალება მათ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მანქანის შემოწმების დროს ადგილზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა და მოითხოვა განმარტება თუ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე ხდებოდა სატვირთო ავტომობილების შემოწმება. კითხვაზე ნიკა გვარამიამ პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ ეს იყო დავალება და ისინი ამ დავალებას ასრულებდნენ.

"რუსთავი 2"-ის სასამართლო სხდომა ხვალისათვის გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:32

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის იურისტების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლოს სხდომა ხვალ 11 საათისთვის გადადო. ქალაქის სასამართლოში ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე საპაექრო სიტყვას "რუსთავი 2"-ის იურისტები ხვალ წარმოთქვამენ. 

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის იურისტებმა დღეს მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ მიეცა მათთვის დრო სრულყოფილას შეესწავლათ გუშინ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთად-ერთი მოწმის ჩვენება. ასევე "რუსთავი 2"-ის იურისტები მოწმის 3 საათიანი ჩვენების სრულ ჩანაწერს ითხოვდნენ. 

"რუსთავი 2"-ის იურისტებს საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი აღნიშნულ ჩანაწერს ერთი საათის განმავლობაში გადასცემს. 

სხდომის გადადების წინააღმდეგები იყვნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები. მათ დღეს არც ის არ გამორიცხეს, რომ თუ მოსამართლე მათ სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაუყონებლივი აღსრულება მოეხდინათ.

შეგახსენებთ, რომ"რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პროცესებში მთავრობის ჩარევა ხდება და ხელისუფლების სურვილია, რომ ეს პროცესი რეკორდული სიჩქარით დასრულდეს.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 10:49

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება. რუსთავი 2-ის ადვოკატები საპაექრო სიტყვისთვის ემზადებიან.

სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულების არ არსებობაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. გარდა ამისა, ადვოკატები პროცესის დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საპაექრო სიტყვის შემდეგ თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს.

გუშინდელი სხდომა კი დღის მეორე ნახევარში ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე-ექსპერტი, რომელმაც კომპანიის წილების ფასის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე აცხადებს, რომ შოთა ივანაშვილმა მათ ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

"რუსთავი 2-ის" სასამართლო ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 18:05

საქალაქო სასამართლოში სხდომა ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური მოსამართლე ურთმელიძის გადაწყეტილებებს მოჰყვა. 

თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ.

ამის შემდეგ რუსთავი 2-ის და TV-საქართველოს ხუთმა იურისტმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შუამდგომლობა ხუთჯერ დააყენეს, თუმცა ურთმელიძემ ეს შუამდგომლობები არც კი განიხილა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები ამ შუამდგომლობას ხშირად აყენებენ. 

ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას "ფარსი" უწოდა.

"თქვენ არ გვისმენთ ჩვენ რას ვსაუბრობთ და სამაგიეროდ გჯერათ თაღლითი ექსპერტის განცხადებების,"-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას ამ დარბაზში ეს მოსამართლეა." 

"რუსთავი2"-თან მორიგე საპატრულო მანქანა ევაკუატორით წაიღეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:07

"რუსთავი2"-თან მორიგე საპატრულო მანქანა პირდაპირი გაგებით წაიღეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. "რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი დილიდან მიმდინარეობს. სხდომაზე ცოტა ხნის წინ შესვენება გამოცხადდა. არსებობს ვარაუდი, რომ განაჩენი დღეს გამოცხადდება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური