„ეს არის ტელევიზია, რომელიც ასახავს ზუსტად იმ ფაქტებს რაც ქვეყანაში ხდება“ - ზაალ უდუმაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 04 ივნისი 2016 22:19

„ძალიან რთულია ამ ფონზე ჟურნალისტების მუშაობა. პრაქტიკულად, ჩვენ უკვე 1 წელია ამ სტრესულ რეჟიმში ვმუშაობთ. მუდმივი სასამართლო პროცესები, მუდმივი მუქარა, რომ თქვენ ახალი მფლობელი უნდა გყავდეთ, მუდმივი მუქარა, რომ ყველაფერი შეიცვლება მაგ ტელევიზიაში - ეს ბუნებრივია მორალურად მოქმედებს ჟურნალისტთა კორპუსზე. ძალიან რთულია ასეთ სტრესულ რეჟიმში მუშაობა, თუმცა მე მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც პროფესიონალურად ართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს. ეს იმიტომ რომ, მათ სჯერათ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ და სწორი მიმართულებით მუშაობენ. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ასე ღიად არის დეკლარირებული, არის ყველა ჟურნალისტისთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამიტომ არის, რომ დღემდე ვერანაირი ძვრა ვერ უქნა ხელისუფლებამ.“ - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“ ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა,  „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაალ უდუმაშვილი პასუხობს.

„საუბარი, რომ ეს ქონებრივი დავაა, არის ძალით თავის დაბრმავება“ - ზაზა ბიბილაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 04 ივნისი 2016 21:28

„ის, რომ „რუსთავი2“-ის საქმე არის პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი პროცესი, ამას მხოლოდ „რუსთავი2“-ის ადვოკატები არ აცხადებენ. ამას აცხადებს პრაქტიკულად ყველა, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარდა. არც არასამთავრობო სექტორს, არც საერთაშორისო საზოგადოებას, არც დიპლომატიურ მისიებს და არც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით. ამ პროცესში იმდენი კითხვა და ფაქტია ურთიერთშეუსაბამო. ასევე იმდენი განცხადებაა, რომელსაც თავად ფორმალური მოსარჩელე აკეთებს, რომელიც მხოლოდ ღიმილს იწვევს, რომ არა ის ტრაგიკულობა, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან...ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მას „რუსთავი 2“ არ აინტერესებს, როგორც ქონება. მას აინტერესებს ის, რომ „რუსთავი 2“ გამოგლიჯოს ხელს სიცრუეს და დააბრუნოს ჭეშმარიტების სამსახურში. ანუ მიზანი იმთავითვე გაცხადებულია საჯაროდ და დაუფარავად და ამის შემდეგ საუბარი, რომ ეს შეიძლება იყოს ქონებრივი დავა, არის ძალით თავის დაბრმავება.“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს.

"მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 30 მაისი 2016 12:19

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს იმის მტკიცებულებები, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა. 

რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.

გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ გამოძების დაინტერესების შემთხვევაში მათ მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში, რომელთაგანაც მას უკვე აქვს ნებართვა.

მოსამართლეთა განცხადებით კი მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მიყვარხარ და მაკლიხარ უზომოდ"-ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 15:53

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი,ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში კახა ბენდუქიძეს იხსენებს.

"აზრი არა აქვს იმის მოყოლას, როგორ მიყვარდა და როგორ ვცემდი პატივს, როგორ ვმეგობრობდით და როგორ ყოველთვის მაინტერესებდა მისი აზრი (აი ჩვენი სატელეფონოები იყო გამოსაქვეყნებელი, თუ იყო). ერთს ვიტყვი მხოლოდ, მე შენ მიყვარხარ, კახა ბენდუქიძე. მიყვარხარ და მაკლიხარ უზომოდ. მჭირდები მეც და შენს ქვეყანასაც. გვჭირდები, მაგრამ აღარა ხარ ჩვენთან."- წერს გვარამია ფეისბუქის გვერდზე.

უსუფაშვილს "რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლოსთან შეკითხვები აქვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 13:29

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღიად უნდა გამოეცხადებინა.

"მინდა ვისურვო, რომ მოსამართლეები არა მხოლოდ იურიდიულ კაზუისტიკაში იქნებიან პირნათელნი და გადაწყვეტილება იქნება გამართული, არამედ ამ გადწყვეტილების მიღების ფორმა გარემო და სიტუაცია იქნება უფრო გასაგები და გამჭვირვალე. როდესაც მთელი მსოფლიო ვინც კი საქართველოზე მუშაობს, ამ თემაზეა მობილიზირებული და აკვირდება პროცესს, მე მგონია, რომ არა თუ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თითოეული მიღებული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას და არაპირდაპირი გზებით და მოგვიანებითი არ უნდა ვიგებდეთ ამას,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა .

მისი განცხადებით, მას აქვს კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ აპირებს მათ საჯაროდ გაჟღერებას, რადგან მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანის გარემო.

რუსთავი 2-ს შს სამინისტრო 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 21:59

რუსთავი 2 -ის ავტომობილებს ტელეკომპანიის შემოსასვლელთან მდგომი საპატრულო პოლიცია ამოწმებს.

არხის სატვირთო ავტომობილი დღესაც შეამოწმეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არც ამჯერად საუბრობენ თუ რის საფუძველზე ხდება დათვალიერება.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევის დროს პატრულის თანამშრომლებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოელაპარაკა და მოითხოვა, თუ კანონის რომელი ნორმით ხელმძღვანელობდნენ ისინი, როცა მანქანას აჩერებდნენ. გვარამიას კითხვებზე საპატრულო პოლციის თანამშრომები ამბობდნენ, რომ მათ ეს დავალება ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

სავარაუდოდ დღესაც საპატრულო ეკიპაჟებმა მსგავსი დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღეს, თუმცა ვინ იძლევა ბრძანებებს კონკრეტულად უცნობია. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა შს სამინისტროსგან მიმდინარე გამოძიებისა და ტელევიზიის 24 საათიანი კონტროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა, თუმცა გვარამიას კითხვებისთვის სამინისტროს წარმომადგენლებს პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. 

პარალელურად შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ტერიტორიას 13 სათვალთვალო კამერა და 3 საპატრულო ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს. 

გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:20

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის არაფერს ცვლის.

მისი თქმით, დღევანდელი განაჩენით დადასტურდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა არ არსებობს.

„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება მალე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლოს სისტემისთვის. კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ სასამართლო სისტემა დასრულებულია. ეს დასრულდა ზონდერ მოსამართლის ხელით. „რუსთავი 2“ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე დარჩა. ჩვენ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. გადაწყვეტილება, რომელსაც ნულოვანი სამართლებრივი შედეგები აქვს, ხელსუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაასრულა სამართლიან სასამართლოზე საუბარი“, - განაცხადა გვარამია.

"რუსთავი 2"-ის პროცესი დღეს გაიმართება - შესაძლოა მოსამართლემ განაჩენი გამოიტანოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:18

საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი გაიმართება. მხარეები სხდომაზე საპაექრო სიტყვით წარსდგებიან. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.

სავარაუდოდ თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, გუშინდელი პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. დაცვის მხარე ამბობს, რომ პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მოსამართლე აღნიშნულს პროცესებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის.

"რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენი არ გამოცხადდა - პროცესი ხვალ განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 18:03

საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.

ამის შესახებ „ნიუსდეის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.

ხვალინდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი 10:00 საათიდან მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა ამოეღოთ.

დაცვის მხარემ ასევე დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რომელიც თამაზ ურთმელიძემ არც კი განიხილა. ამის მიზეზად მოსამართლემ ის ფაქტი დაასახელა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატება უკვე ბევრჯერ დააყენეს.

"რუსთავი 2-ის" სასამართლო ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 18:05

საქალაქო სასამართლოში სხდომა ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური მოსამართლე ურთმელიძის გადაწყეტილებებს მოჰყვა. 

თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ.

ამის შემდეგ რუსთავი 2-ის და TV-საქართველოს ხუთმა იურისტმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შუამდგომლობა ხუთჯერ დააყენეს, თუმცა ურთმელიძემ ეს შუამდგომლობები არც კი განიხილა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები ამ შუამდგომლობას ხშირად აყენებენ. 

ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას "ფარსი" უწოდა.

"თქვენ არ გვისმენთ ჩვენ რას ვსაუბრობთ და სამაგიეროდ გჯერათ თაღლითი ექსპერტის განცხადებების,"-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას ამ დარბაზში ეს მოსამართლეა." 

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური