მოიხდის თუ არა საჯაროდ ბოდიშს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა მაღრაძე?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:43

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

შარაბიძემ რუსთავი 2-ზე 9 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მიმართავს სასამართლოს ჟურნალისტის - ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

„სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამრთლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მისივე თქმით, „გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით“.

„სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – თქვა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კველვებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.

ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ სიუჟეტზე, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება მიმართვას ქარტიისადმი.

„მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა. 

„რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 01:18

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება სსკ–ის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 45 კვმ-მდე ფართი.

ნოდარ მელაძე - არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 01:18

არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

“ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიაციების ქსელი. ახლა არ ვიცით, ეს ქსელი რა მდგომარეობაშია. დამწვარ სექტორში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, არ ვიცით, რა მდგომარებაა ადგილზე“, – აღნიშნა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არის ძლიერი დაკვამლიანება სტუდიაში, შესაბამისად, თანამშრომლები ვერ ახერხებენ გაარკვიონ, თუ რა ხდება ტელეკომპანიის შენობაში.
„არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არ მგონია, რომ ზარალი იყოს ცოტა“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ. 
ამ დროისთვის „რუსთავი 2“–ის შეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

„რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 01:02

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს.

„შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულია "რუსთავი 2"- ის შენობასთან. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია“, – წერს პერტაია სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

ტელეკომპანიის შენობაში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.

ნიკა გვარამია - რუსთავი 2 -ის შენობა იწვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 00:29

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით რუსთავი 2-ის შენობა იწვის. გვარამიამ აღნიშნული ინფორმაცია facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ლევან და გია ყარამანაშვილები განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 11 ივნისი 2017 15:04

ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლი პაკეტების მფლობელები ლევან და გია ყარამანაშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. მათივე თქმით, გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში და ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლებამოვალეობების შესრულება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო დღეებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანიარუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან - მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან რუსთავი 2-ის დაცვაში ფასდაუდებელია.

დაბოლოს, ტელეკომპანიის კოლექტივს გვინდა ვაცნობოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე. აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა დაკომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ელისო კილაძე - ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 12:22

ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

კილაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე შეთავაზება არ მიუღია. 

„ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე -პოლიტიკაზე, მედიაზე, „რუსთავი 2“-ზე და ა.შ. ორი დღის წინ შევხვდით. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.

იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.

p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე. არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი“ ,- წერს კილაძე.

კობა ნაყოფია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად? - რა კომენტარს აკეთებს პარლამენტარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 11:40

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია შესაძლოა, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს. აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა განაცხადა, მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.

"ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის", - განაცხადა ნაყოფიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელად სწორედ ნაყოფია სახელდება.

რა ხდება "რუსთავი 2"-ში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 09 ივნისი 2017 01:12

რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიაში ადასტურებენ.

 არხის რამდენიმე თანამშრომლის  ინფორმაცითაც, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

გვარამიამ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადაგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.

„რუსთავი2“-ში საგანგებო თათბირი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 00:43

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში საგანგებო თათბირი დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ  ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლებმა განაცხადეს. 
 მათი ნაწილი აცხადებს, რომ თათბირზე მთავარი თემა არხის გენერალური დირექტორის გადადგომის საკითხი იქნება, ნაწილი კი ამბობს, რომ ნიკა გვარამია ჯერჯერობით ”რუსთავი 2”-ის შენობაში არ იმყოფება. 

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის შენობაში შევიდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი სააძაგლიშვილი. ასევე, კომპანიაში შევიდნენ არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები. შესვლამდე არხის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 
ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური