ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 17:16

2017 წელს ბათუმში შაჰინის სახ. მეგობრობის ლიცეუმის დახურვის და ამავე წელს სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავების შემდეგ დაიხურა თბილისში დემირელის სახ. სკოლა. ახლა კი ეს პროცესი ისევ გრძელდება. ამ სკოლების ქსელში შემავალი რუსთავის, შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმიც დახურეს. ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისს შედგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცუმში’’ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროინდელი ექსპერტთა არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა საბჭოს წევრების უმრავლესობაშიც, რამაც გამოიღო თავისი შედეგი და არ მოხდა არათუ სკოლის მიერ არგუმენტირებული პოზიციების გათვალისწინება, არამედ მოსმენაც კი, რის შედეგადაც საბჭომ მიმართა უკიდურეს ზომას, როგორიცაა სკოლის ავტორიზაციის გაუქმება. სკოლის  ავტორიზაცია მოქმედი იყო 2023 წლამდე. შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების გასაჩივრება დაგეგმილია საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  სააპელაციო საბჭოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.

მოგახსენებთ, რომ შპს ,,შოთა რუსთველის სკოლა-ლიცეუმი’’ არის დაფუძნებული შპს ,,დემირელის სახელობის კოლეჯის’’ მიერ. განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლა-ლიცეუმების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა. აღნიშნული ზეწოლა ნათელია ამ სკოლების მიმართ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიაშიც:

1.      შპს ,,ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის‘’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2016 წელი;

2.      შპს ,,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2017 წელი;

3.      თურქეთის მოთხოვნით შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ გენერალური დირექტორის დაკავება ექსტრადირების მიზნით, 2017 წელი;

4.      შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2017 წელი;

5.      შპს ,,შოთა რუსთაველის სახ. სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2020 წელი;

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ სკოლებში განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კამერალური შემოწმება და სკოლების წინააღმდეგ დარიცხულ იქნა დამატებითი გადასახადები და ჯარიმები, რომელიც აღემატება 3 მლნ ლარის ოდენობას. დღეისათვის შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებულ სკოლა-ლიცეუმებს გააჩნია დამატებითი არაღიარებული გადასახადების ვალდებულება და დაყადაღებული მთელი ქონება, რომლებიც ავტორიზაციის გაუქმების შედეგად უფუნქციოდ არის დარჩენილი.  ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10 მლნ. ლარს.

აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით მივმართეთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესებისა, მოთმინებით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა ამავდროულად განიხილება შესაბამისი ევროპული სასამართლოებისთვის მიმართვის ალტერნატივა.

ბოლო წლებში შპს ,,დემირელის სახ. კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ზეწოლის შემცველი ქმედებებიდან გამომდინარე, გვაღელვებს მოქმედი სკოლების მომავალიც:

ქ. თბილისის „ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი სხივი“;

ქ. ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

ქ. მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი’’ დაარსდა 2007 წელს. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კანონის ამოქმედებისთანავე 2011 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, შემდეგ 2013 წელს მონიტორინგი და ბოლოს 2017 წელს რეავტორიზაცია.

სკოლა-ლიცეუმში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური მასწავლებელ-პერსონალი და 227 მოსწავლე. სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა-ლიცეუმი დაარსებიდან ხელს უწყობს ინტეგრირებას და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სკოლა, რომელსაც გააჩნია სპორტული დარბაზი, ინფორმატიკის, ჭადრაკის, ხატვისა და მუსიკის კაბინეტები; საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები. სკოლა-ლიცეუმში მიმდინარეობს სასწავლო თუ შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური და  ნაყოფიერი პროცესი. სკოლა-ლიცეუმს ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული. მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით მათ შორისაა FLEX-ის საერთაშორისო პროგრამა.

შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2017 წელს ავტორიზაციის განახლების შემდეგ 2020 წლის 26-28 თებერვალს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი მონიტორინგის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული მონიტორინგი მიზნად ისახავს სკოლის ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას. მიუხედავად მიღებული პრაქტიკისა, რომ ექსპერტები იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, რაც დასტურდება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების პროცესებით.  

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია

 

სასურსათო პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 12 აპრილი 2020 10:53

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია ,,სოკარისა“ და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ოგანიზებით, რუსთავისა და გარდაბნის  მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ. შემოწირულობები უკვე მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.

ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კომპანია ,,სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა, რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. 

უბედური შემთხვევა რუსთავში - მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის გოგონა გადაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 აგვისტო 2017 15:13

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადავარდა. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 
მე-12 მიკრორაიონში, სადაც შემთხვევა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ექიმების თქმით, ბავშვს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"რუსთავის პარკში ცხოვრობს" - 28 წლის ორსული გოგო მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 12:44

28 წლის, ფეხმძიმე ქალი, უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის პარკში ცხოვრობს და ღამეებს სკამზე ათევს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია, "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა. მისი თქმით, ფეხმძიმობის გამო, მშობლებმა ქალი სახლიდან გამოაგდეს და იძულებულია ღამე გარეთ გაათენოს.

რუსთავში 7 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 19:03

რუსთავის მე-7 მიკრორაიონში მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის გოგონამ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მას ,,ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავის ავტოდრომზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმებულ მძღოლებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 11:51

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შოთა აფხაზავამ, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის და გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავის ავტოდრომზე მძღოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ის მძღოლები, რომლებსაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა აქვთ მიღებული.

ღონისძიების ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოსდევს, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებას.

„როგორც იცით, შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მოგეხსენებათ, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახეა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია. იგი პროფესიონალი მრბოლელია და სარბოლო ტრასაზე უმაღლესი სიჩქარის განვითარება მისი პროფესიაა. თუმცა, რეალურ ტრასაზე ის კანონმორჩილი მძღოლია. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ყველა მძღოლი, ვინც ქუჩებში გადაჭარბებული სიჩქრით მოძრაობს, ავტოდრომზე გადმოინაცვლებს და ადრენალინს აქ დახარჯავს. ყველას უსაფრთხო და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე მძღოლებს საჩუქრად ავტოდრომით სარგებლობის აბონემენტი გადაეცათ.

რუსთავის ავტოდრომს ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შეეცვალა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 28 აპრილი 2017 15:05

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს - კახა გუგეშაშვილს, რუსთავის მერს დავით ჯიქიას, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღლაკელიძეს და საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელს შოთა აფხაზავას.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის #193 დადგენილებით ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა და ავტო-მოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ავტოდრომის განვითარებისთვის, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია. ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდება გამოთავისუფლებული თანხის რეინვესტირება სპორტის ხელშეწყობაში.

მაისში რუსთავის ავტოდრომზე საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა ოფიციალურად გაიხსნება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიის სრული მოცულობა 78 ჰექტარია, ტრეკის სირგძე 4 140 მეტრი და შეუძლია უმასპინძლოს 10 000 მაყურებელს. წლეულს ავტოდრომმა საავტომობილო სპორტის, (FIA) მესამე გრეიდი მიიღო, რაც აძლევს საშუალებას ფორმულა 1-ის გარდა თითქმის ყველა დონის რბოლა ჩაატაროს.

დასრულდა საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა, რომელსაც ექნება თავისი სატრენინგო ცენტრი და სასტუმრო. კავკასიის რეგიონში ეს ერთადერთი სტაციონარული ავტოდრომია. ასევე სრულდება მოტოკროსის ტრასის მოწყობა.

საერთო ჯამში განხორციელებულია 25 მლნ დოლარის ინვესტიცია. აქამდე არსებული განაკვეთით ავტო-მოტო სპორტის დარგში ჩართულ კერძო ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. აღნიშნული დავალიანების დაფარვა სპორტში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. შეღავათიანი განაკვეთის დადგენა სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

რუსთავის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის ცვლილების შესახებ დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 2015 წელს სპორტულ ობიექტებს ქონების გადასახადზე შეღავათი თბილისის საკრებულომ დაუწესა. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ ქონებას, კერძოდ სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხო. აღნიშნული პოლიტიკა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, რაც სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:"ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის სულ უფრო ფართოვდება და ამ თანამშრობლობის არაერთი მაგალითი უკვე სახეზეა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შოთა აფხაზავას, მის მიერ განხორციელებული ამ მართლაც მასშტაბური ინვესტიციისთვის ავტოსპორტში. სამინისტროს ინიციატივით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც რუსთავის ავტოდრომს ქონების გადასახდი შეუმცირდა და ეს დაზოგილი ფინანსები სამომავლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას მოხმარდება. ამ მართლაც შესანიშნავ ტრასაზე არაერთი საერთშორისო ტურნირი გამართულა და ჩვენ მომავალში ავტოსპორტში კიდევ არაერთი უმაღლესი დონის შეჯიბრი გველის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთავის ავტორდომი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში, რომელიც ერთ ტერიტორიაზე რამდენიმე ტრასას აერთიანებს, როგორც საავტომობილო სპორტისთვის, ასევე მოტოკროსისა და კარტინგისთვის."

რუსთავში წყლის ტარიფი გაძვირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 14:09

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, წყლის ტარიფი შეიცვალა წყლის  კომპანია რუსთავის წყლის მომხმარებლისთვის. სემეკის გადაწყვეტილებით, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელია, თუმცა მრიცხველის გარეშე მყოფი მომხმარებლებისთვის ტარიფი სულზე 13 თეთრით გაძვირდა, კომერციულ სექტორს კი კუბური მეტრი 45 თეთრით გაუძვირდა. 

რუსთავის სკოლაში წარმატებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 17:09

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის #4 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება წარმატებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც მიმდინარე წელსაც გაიმართა და მას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა.

რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, მიღწეული შედეგებით, გამორჩეულები არიან არა მარტო რუსთავში არამედ, საქართველოს მასშტაბით. სკოლა ღირსეულად იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს წარმატებულ სკოლებს შორის.

დღევანდელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში წარმატებას მიაღწიეს. ზოგიერთი მათგანი საქართველოს და ბრიტანეთის საზაფხულო ბანაკებში მიიწვიეს. დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა საქალაქო კონკურსებსა თუ, პროექტებში. დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნებში მიიღეს უმაღლესი შეფასებები და სხვ.

საზეიმო ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეების პედაგოგებიც, ხოლო მოსწავლეთა მშობლებს გადაეცათ მადლობის ბარათები.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მიღწეული შედეგები მიულოცა თითოელ მოსწავლეს, მათ პედაგოგებს, მშობლებს. მინისტრმა გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებს და მათ მომავალი წარმატებები უსურვა.

„ვიმედოვნებთ, მინისტრის დასწრება ასეთი ტიპის ღონისძიებაზე იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც მეტ მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ.

რუსთავი-თბილისის მარშრუტის ღირებულება გაძვირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 15:20

რუსთავი-თბილისის მარშრუტის ღირებულება 20 თეთრით  გაძვირდა. აქამდე მგზავრობის ღირებულება  1.30 ლარი იყო,  ახლა კი 1.50 ლარის შეადგენს. 
კომპანია "ინტერნტრანსს", რომელიც თბილისი-რუსთავის მარშრუტის მგზავრებს ემსახურება, ჯერჯერობით გაძვირების მიზეზი არ დაუსახელებია.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური