ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 18:02

ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური არგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

ამ ერთობლივი  სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.

,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა.  მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან  ერთად  განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი -   განაცხადა  შოთა რუსთაველის სახელობის  დრამატული თეატრის  დირექტორ  - განმკარგულებელმა  გიორგი  თევზაძემ.

,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო  პროექტი  განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად,  მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით  ქალაქის მასშტაბით  დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს,  ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ.” - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

მეტროსადგურ რუსთაველთან საინიციატივო ჯგუფი აწყობს პრეზიდენტობის კანდიდატის თ. შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების ორგანიზებას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 14:43

4 სექტემბერს, სამშაბათს, მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე 16.00 - 20.00 სთ საინიციატივო ჯგუფი აწყობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების ორგანიზებას.
აღნიშნულ საათებში მოქალაქეებს შეხვდება და გაესაუბრება თავად პრეზიდენტობის კანდიდატი.
ნებისმიერ მსურველს ხელმოწერის გაკეთება შეუძლია კვირის სხვა დღეებშიც საინიციატივო ჯგუფის ოფისში, 15 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, კოსტავას 6, მეორე სართული,
ტელეფონები 5 99 56 14 57, 032 99 66 37

რუსთაველის თეატრში მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით წარმოდგენა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 14:22

მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით, რუსთაველის თეატრში წარმოდგენა მიმდინარეობს. "ჩემი მძევალი ანგელოზები" - ასეთია სპექტაკლის სახელწოდება, რომელშიც, მსჯავრდებულებთან ერთად, პროფესიონალი მსახიობიც მონაწილეობს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პენიტენციური დაწესებულების გარეთ იდგმება წარმოდგენა. ღონისძიებას უწმინდესი, პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მსჯავრდებულები ესწრებიან. 

პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 15:51

მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა, - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ხელოვანებსა და მეცნიერებს მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი თავიანთ საქმიანობაში იჩენენ.
„მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. ეს არის მადლობა იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც წლებია, აკეთებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბატონ გივი ბერიკაშვილს გადაეცემა რუსთაველის პრემია მისი მრავალწლიანი, განსაკუთრებული, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყველას უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მიმართულებით ", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატებს.

საქართველოს ეროვნული პრემიები ხელოვნების დარგში მიენიჭათ - მწერალ ივანე ჩხიკვაძეს - ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს - სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების"; მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს - ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; რეჟისორ ლევან წულაძეს - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის - „როგორც გენებოთ".

მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ - ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი - ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის - „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები"; ფიზიკოსები - ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ველის კვანტური თეორიის ძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა"; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში"; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური