რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 ივნისი 2019 11:17

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან ექვსს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული. მისივე თქმით, შესაძლოა, რამოდენიმე პაციენტმა თვალი დაკარგოს. „ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსულია 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მოსულები არიან რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის ძირითადად პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტთან გაკეთდება თვალზე ოპერაცია და მერე გადაწყდება გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმა არის, შესაძლოა, რამოდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. ასევე არის ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. ამოღებულია რამდენიმე ჭრილობიდან ე.წ. რეზინის ტყვიები. ექვსი პაციენტი არის ვინც არის შემოსულია თვალის ტრავმით, აქედან სამი იქნება საყურადღებოა. ოპერაცია სამს დასჭირდება, სამი მეთვალყურეობის ქვეშ არის და ვნახოთ“, – განაცხადა ექიმმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური