რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: ყველაფერი ტყუილია... პუტინი და ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 13:30

გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, გენერალ ლეონიდ ივაშოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ოპერაციების ჩატარების თაობაზე არ შეთანხმებულან, მოსკოვმა ამ თანხმობაზე უარი განაცხადა.

ივაშოვმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ″პოლიტიკაში ყოველთვის ნაკლები სიმართლეა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი თურქეთის მხრიდან სიმართლე არ არსებობს. იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქული პრესა რასაც წერს სიმართლეს არ შეესაბამება, ყველაფერი ტყუილია.″

ივაშოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანკტ-პეტერბურგში ორი ლიდერის შეხვედრის დროს როგორც ISIS, ისე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

″მაგრამ რუსეთს ამ სპეცოპერაციისთვის თანხმობა არ მიუცია და ვერც მისცემდა. რადგან რუსეთი საერთაშორისო წესებსა და გაერო-ს კანონებს ემორჩილება. თურქეთი საკუთარი ქმედებებით რეგიონში არსებული სამართლებრივ სისტემას ზიანს აყენებს.″-განაცხადა ივაშოვმა. 

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის რვაგზის ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 24 აპრილი 2016 22:33

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანია (-90) გახდნენ.

ქართველი ძიუდოისტები დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში სამშაბათს, 26 აპრილს 02:00 საათზე ჩამოფრინდებიან.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
-90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
-100კგ - ბექა ღვინიაშვილი
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

რუსეთის ნაკრებები და მსაჯ-კომისრები ფიბა-ს ტურნირებიდან მოხსნილია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 18:06

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაციით რუსეთის ნაკრებები და მსაჯ-კომისრები საერთაშორისო ტურნირებიდან 8-9 აგვისტომდე არ მოიკვეთებოდნენ, ფიბა-მ სადამსჯელო სანქციები აამოქმედა. იმ განუკითხაობისა და არაცენტრალიზებული მმართველობის გამო, რაც რუსულ კალათბურთში სუფევს, ფიბა-მ რუსეთის დისკვალიფიკაციის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა.

დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის და რუსეთის ნაკრები, რომელსაც ტურნირში უნდა ეასპარეზა, ლიტვაში არ ჩასულა, ხოლო კალენდრით გათვალისწინებულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 0:20 წაგება ჩაეთვალა. ასე იქნება ყველა მომდევნო შეხვედრაში, რადგან რუსეთის ნაკრები ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან მოკვეთილია.

ლიტვაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ იმუშავებენ ვერც რუსი მსაჯ-კომისრები. რუსეთის ფედერაციის ნაკრებებსა და ნებისმიერ საკალათბურთო მოხელეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წითელი შუქი აქვთ ანთებული.

მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის ეროვნული ნაკრები კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ თუკი ფიბა-ს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს იზოლაციაში ყოფნა მოუწევს. მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია - გაიმართოს არჩევნები, რომელიც გამოავლენს პრეზიდენტს, ვისაც რუსეთის საკალათბურთო საზოგადოების ნდობის მანდატი ექნება.

 

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური