თურქეთის პრეზიდენტმა The Peninsula-სთან ინტერვიუს დროს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი შეაფასა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:11

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთის მძიმე მარცხის შემდეგ თურქეთის თითქოს და კონფლიქტში მონაწილეობის ჩვენება, მათი გამოუვალი მდგომარეობის და სასოწარკვეთის ნათელი მაგალითია. პრეზდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, კატარსი გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ, The Peninsula-სთან მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტზე გაამახვულა ყურადღება და აღნიშნა: „სომხეთის მხრიდან მთიან ყარაბაღში განხორციელებული მასიური  მკვლელობების და ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციიდან თითქმის 30 წელი გავიდა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ მასიური მკვლელობების და ოკუპაციის მიმართ დუმილმა, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი კიდევ უფრო წააქეზა რათა თავდასხმითი პოზიცია გაეგრძელებინა. ისინი ამჟამად კიდევ აგრძელებენ სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს.

აზერბაიჯანმა კი ამ ყველაფრის წინააღმდეგ და თავისი ტერიტორიების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თურქეთი, როგორც დღემდე, ამის შემდეგაც „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“-ს პრინციპით აზერბაიჯანის გვერდით იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების მიუხედავად შესაბამისი  ნაბიჯები ჯერ კიდევ არ გადადგმულა. სომხეთმა, ბოლოს გადადგმული ოკუპაციის მცდელობის ნაბიჯების წინააღმდეგ მიღებული პასუხით მძიმე მარცხი განიცადა. ამის ნათელი მაგალითი კი თურქეთის მიმართ ხშირი ცილისმწამებლური განცხადებებია, რათა რეალობას თვალი არ გაუსწორონ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/10/08/prezidentma-erdog-anma-the-peninsula-st-an-intervius-dros-azerbaijan-somxet-is-konp-lik-ti-sheap-asa-1505187

 

თურქეთის პრეზიდენტი: "სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა"

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2020 10:13

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ -TRT ქართული წერს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სომხეთის აზერბაიჯანზე თავდასხმასთან დაკავშირებით Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა: ”სომხეთმა, რომელიც აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ დაესხა თავს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ყველაზე დიდი საფრთხეა რეგიონში მშვიდობისთვის. თურქი ერი, როგორც ყოველთვის, დღესაც მთელი თავისი შესაძლებლობებით დგას თავისი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით... საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია სომხეთის პროვოკაციული აგრესიის მიმართ საჭირო და საკმარისი რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ორმაგი სტანდარტი. მინსკის სამეული (რუსეთი,აშშ, საფრანგეთი), რომელიც თითქმის 30 წელია გულგრილ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, შორს არის პრობლემის გადაჭრის მოქმედებისგან. სომეხ ხალხს მოვუწოდებთ მთავრობის, რომელიც ისინი კატასტროფისკენ მიჰყავს და მათ მარიონეტებად გამომყენებელთა წინააღმდეგ, გაუფრთხილდნენ თავიანთ მომავალს, მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს ოკუპაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანს. დღეს სატელეფონო საუბარში როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჩემს ძმას, ილჰამ ალიევს, განვუცხადე, თურქეთი „ერთი ერი, ორი სახელმწიფო"-ს გაგებით ეკიდება და იგი გააგრძელებს ამ პრინციპის და ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების თანადგომას", - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

თურქეთი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს სომხეთთან დაპირისპირებაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 12:35

თურქეთი და მისი შეიარაღებული ძალები მზად არიან, მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანს სომხეთთან დაპირისპირებაში. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას ჰ. აქარმა განაცხადა, რომ ანკარა მოძმე აზერბაიჯანელი ერის ტკივილს სრულად იზიარებს.
თავდაცვის მინისტრმა ასევე გაიხსენა თურქთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვები, რომელმაც სომხეთის ქმედებები დაგმო და განაცხდა, რომ „სომხეთი თვითონ აღმოჩნდება იმ ორმოში, რომელსაც სხვას უთხრის“.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ტოვუზის მიმართულებით სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

 

გიულენის მიმდევართა დევნის საქმეში თურქეთის დესტრუქციული როლი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 11:27

მუსტაფა ემრე ჩაბუკისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ თურქეთში წარმოქმნილი ქაოსის შედეგად თანდათანობით მზარდი რეპრესიების გამო სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით იქნა დაჭერილი
მეზობელ ქვეყანაში ორი თურქული სკოლის დირექტორი ჩაბუკი კავკასიიდან სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებდა, სადაც მან ათ წელზე მეტი დრო გაატარა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქულ სახელმწიფოს სხვა გეგმები ჰქონდა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თავის კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ თბილისის პოლიციამ დაკავების ბრძანების აღსრულების მიზნით დაუკაკუნა მუსტაფა ემრე ჩაბუკის კარზე. ოფიციალურმა ანკარამ საქართველოს მოსთხოვა მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადიცია მისი გასამართლების მიზნით. მას ბრალი ედება ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში.
პრეზდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რევოლუციის მცდელობის შემდეგ სიტყვა დადო, რომ თავისი მტრების ლიკვიდაციას მოახდენდა ქვეყანაში. ამ დაპირების შემდეგ მის მიერ წარმოებული რეპრესიები თურქეთის საზღვრებს გასცდა.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის მთავარ ორგანიზატორად მიჩნეულ და ამერიკაში მცხოვრებ იმამთან კავშირის საბაბით 55 ათასზე მეტ მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პარალელურად მიმდინარეობს გიულენის ავტორიტეტის შებღალვის მცდელობა, რასაც მთავრობის წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და რამაც უკვე გლობალური მასშტაბები შეიძინა კიდეც.
თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს იმ პირებსაც კი, რომლებსაც სულ მცირეოდენი კავშირი აქვთ გიულენის მოძრაობასთან.
ბინალი ილდირიმის მრჩეველი იუნუს აკბაბა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „თურქეთის საბოლოო მიზანი არის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ან გიულენის ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირების თურქეთში ჩამოყვანა და გასამართლება, იმიტომ, რომ მთელი ერი და განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან ასეთი ნაბიჯის მოლოდინში არიან“.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გიულენთან კავშირში ბრალდებული ასობით თურქეთის მოქალაქე საზღვარ გარეთ გაიქცა. ამ საზოგადოებას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია სასკოლო, საუნივერსიტეტო და საქველმოქმედო ქსელი. ასევე, მას ეკუთვნის მასმედიის საშუალებები და დიდი სავაჭრო კომპლექსები.
აკბაბამ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის წევრებმა მოახერხეს თურქეთის საზღვრებს გარეთ გაქცევა და თურქეთი მანამ ვერ მიიღებს ამ ბრძოლაში ეფექტურ შედეგს, სანამ არ მოხდება გიულენისთვის თავისუფლების აღკვეთა. მიუხედევად ერდოღანის დაჟინებული გამოსვლებისა და პრეტენზიებისა, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა მის სურვილს არ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპისა და ამერიკის მისამართით ერთობ არაკორექტული გამოთქმებიც გაბედა მათგან გიულენისა და მისი მომხრეების თურქეთზე გადაცემაზე უარყოფითი პასუხების მიღების გამო.
ანკარას სხვა სახელმწიფოებში შედარებით მეტი იღბალი ჰქონდა. მაისის თვეში მალაიზიამ და საუდის არაბეთმა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილები გადასცა თურქეთს. გარდა ამისა ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ დაძლია თურქეთის მთავრობის ზეწოლა და დახურა გიულენთან ე.წ. შესაძლო კავშირის მქონე სკოლები.
დემირელის კოლეჯი, სადაც მუსტაფა ემრე ჩაბუკი მუშაობდა, ამ დროისთვის კვლავ განაგრძობს საგანმანათლებლო საქმიანობას, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ დახურა რ. შაჰინის სახელობის სკოლა, რომელიც მდებარეობდა შავი ზღვის რეგიონის ქალაქ ბათუმში. მუსტაფა ემრე გარკვეულ პერიოდში მუშაობდა ამ სკოლაშიც.
თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სულ მცირეოდენი კავშირი აქვთ გიულენის მოძრაობასთან. მუსტაფა ემრესაც იგივე ბრალდების მსხვერპლი გახდა.
სერიოზული ბრალდებების გათვალისწინებით 25 მაისს თურქეთში ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრებული იქნა მუსტაფა ემრე ჩაბუკი. თავშესაფრის მიცემის მოთხოვნაზე მუსტაფა ემრეს საქართველომ უარი განუცხადა. მუსტაფა ემრე აგვისტოში გამოცხადდება სასამართლოში, სადაც არ განიხილება მისი ექსტრადიციის საკითხი.
ბატონი მუსტაფა ემრეს მეუღლე, ქალატონი თუბა ასე განმარტავს: „ტერორიზმის ბრალდებით გასამართლება განპირობებული უნდა იყოს რამე სახის ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით“. მან თქვა, რომ მის ქმარს ასეთი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ანკარა მუსტაფა ემრეს ადანაშაულებს, გიულენთან დაკავშირებულ ერთერთ ამერიკულ კომპანიაზე დემირელის სკოლის წილების გაყიდვა-გადაცემაში და ამ საქმეში მისთვის დახმარების გაწევაში.
თუბა ჩაბუკი შიშობს ქმრის უსაფრთხეობაზე და იმედოვნებს, რომ საქართველო უარს განუცხადებს თურქეთს მის ექსტრადიციაზე. თუბა ჩაბუკმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ თურქეთის ციხეები სავსეა უდანაშაულო ადამიანებით და სადაც მათ აწამებენ. „თუ ჩემს ქმარს გადასცემენ თურქეთს, მას იქ სერიოზული პრობლემემი შეექმნება“ - განაცხადა თუბამ.
ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა“ შესაძლო წამების ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობის, არაობიექტური სამართლებრივი პროცესისა და ადამიანის უფლებების სხვაგვარი სავარაუდო დარღვევების გათვალისწინებით ევრო კავშირში გაწევრიანების სამზადისში მყოფი საქართველო გააფრთხილა უარი თქვას ემრე ჩაბუკის თურქეთისთვის ექსტრადიციაზე, თუმცა, თბილისისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თურქეთი არის საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი.
„ჩემი ქმარი წესიერი ადამიანია, მაგრამ მასზე ისე ლაპარაკობენ, რომ თითქოს პაბლო ესკობარი ჰყავს ხელში ჩაგდებული„ - აცხადებს თუბა ჩაბუკი.
მუსტაფა ემრეს შემთხვევა და სხვა მსგავსი საკითხები თურქეთში დიდ სიმპატიას არ იმსახურებს. გიულენის მოძრაობის ქონების, შექმნილი ორგანიზაციული ქსელისა და ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო ორგანოებში მომდევართა ჩანერგვის მცდელობების გამო კრიტიკოსების გარკვეული ნაწილი გულენის მოძრაობას ადარებს მაფიურ დაჯგუფებას.
მეორეს მხრივ, მოძრაობის გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ღია საზგადოება, რომელიც იცავს ლიბერალური ისლამის იდეოლოგიას. მათი სკოლები და კოლეჯები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად საქმიანობს. მიუხედევად ამისა მათ ორგანიზაციას მაინც ფრთხილად ეპყრობიან.
გატაცების ფაქტი მალაიზიაში
თურქეთი ცდილობს რომ ერთის მხრივ დაარწმუნოს მხარეები, რათა დახურონ სკოლები და ეჭვმიტანილები გადასცენ თურქეთს, მეორეს მხრივ კი გაართულოს მოძრაობა ჰიზმეთთან დაკავშირებული პირების ცხოვრება უცხოეთში და ამისათვის გარკვეულ საშუალებებს იყენებს.
ანკარამ დღემდე არაერთი მოქალაქის პასპორტი გააუქმა. მათ შორის აღსანიშნავია ამერიკაში NBA-ს კალათბურთელი ენეს კანთერის სამოგზაურო დოკუმენტაციის გაუქმების შედეგად რუმინეთის აეროპორტში დაკავება. კანთერი ღიათ უჭერს მხარს გიულენს.
მთავრობა ივნისში 130 ეჭმიტანილს დაემუქრა მოქალაქეობის ჩამორთმევითა და უკან არ დაბრუნების შემთხვევაში უსამშობლოდ დატოვებით. ევროპაში არაერთი მას-მედიის ორგანოს ინფორმაციით თურქეთის საელჩოებში მისულ მოქალაქეებს ართმევდნენ პასპორტებს.
თურქეთის მთავრობა ეჭვმიტანილი გიულენისტების დეპორტირებას დღემდე იურიდიული გზებით ცდილობს, მაგრამ მალაიზიიდან დეპორტირებული თურქეთის მოქალაქის ოჯახის წევრები ანკარას ადანაშაულებენ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაში.
გასული წლის ოქტომბერში ქამურან თიბიქის ინფორმაციით გაირკვა, რომ მისი ქმარი დაკარგული იყო. გიულენთან სიახლოვით ცნობილი ბიზმესმენი თამერ თიბიქი ენათა შემსწავლელი კურსიდან სახლში დაბრუნებისას დაიკარგა და მისი სამძებრო საქმე დღემდე უშედეგოდაა დარჩენილი.
თიბიქის ოჯახი ერთი წლის წინ თურქეთის მთავრობის მიერ გიულენთან დაახლოებულ კომპანიებზე ზეწოლის გამო უსაფრთხობის მიზნით საცხოვრებლად ანკარიდან მალაზიაში გადავიდა.
მაგრამ 13 ოქტომბერს თამერ თიბიქი ვერსად იქნა მოძებნილი. მისი მეუღლე და მეგობრები მას ეძებდნენ პოლიციის განყოფილებებსა და საავადმყოფოებში. ასევე დაკარგული იყო თიბიქის მეზობელი ალეთთინ დუმანიც, რომელიც ანკარის მიერ ცნობილი იყო გიულენის მოძრაობის იმამად მალაიზიაში.
ორი დღის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადა, რომ “მალაიზიამ ტერორისტები გადასცა თურქეთს მოთხოვნის საფუძველზე“. მან ასევე განაგრძო, რომ მათთან ბრძოლა გაგრძელდება როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთაც.
მისივე მეუღლის ინფორმაციით გავიგეთ, რომ ქმრის პასპორტი იდო სახლში. ამით გაირკვა, რომ მისი ქმარი იყო გატაცებული. ამიტომ, მისი აზრით მინისტრის სიტყვები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მან აგრეთვე თქვა: “ჩემი ქმარი წესიერი ადამიანია, მაგრამ მასზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს პაბლო ესკობარი ჰყავს ხელში ჩაგდებული“.
ქმრის გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ მეუღლე შვილებთან ერთად გაიქცა მალაიზიიდან, რის შემდეგაც მათ მიეცათ თავშესაფრის ნებართვა.
არავის არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მანამ, სანამ თამერის სიდედრმა არ შეატყობინა, რომ იგი იმყოფებოდა ანკარაში, დროებითი დაკავების იზოლატორში. ერთ წერილში თამერმა მეუღლეს უამბო, რომ გამტაცებლების მიერ წაყვანილი იყო მალაიზიის ერთერთ მთიან რეგიონში, სადაც იგი აწამეს დაკითხვისას.
“მის მიმართ ცუდ მოპყრობას აგრძელებდნენ მისი თურქეთში გადაყვანის შემდეგაც. კვირების განმავლობაში მას აკავებდნენ ერთერთ სპორტულ დარბაზში და იქვე აწამებდნენ. სცემეს და საჭმელი არ მისცეს“ - ამბობს დუმანის დედა. ვინაიდან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი სამართლებრივი პროცედურები, ისინი რჩებიან ციხეში.
პრემიერ მინისტრის მრჩეველ აკბაბას განცხადებით, ვინაიდან თიბიკსა და დუმანს პასპორტები გაუქმებული ჰქონდათ, შესაბამისად ისინი უკვე არა ლეგარულად იმყოფებოდნენ მალაიზიაში და ისინი ამიტომ გააძევეს ქვეყნიდან. ამით მან უარყო ის, რომ თურქეთმა არაკანონიერ გზას მიმართა აღნიშნული პირების ექსტრადაციისას.
აკბაბას აზრით, თურქეთი ეჭვმიტანილების გადმოცემის მიზნით არ იყენებს არალეგალურ საშუალებებს, ბრალდებებს კი აბსურდს უწოდებს და ამბობს: ასე რომ ყოფილიყო, თურქეთისთვის გადმოცემული ეჭვმიტანილი გიულეინსტების რაოდენება გაცილებით მეტი იქნებოდა“.
აკბაბას გადმოცემით პარტნიორების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებით თურქეთი არ არის კმაყოფილი. დღემდე არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან არ მოხდა ეჭვმიტანილი პირების გადმოცემა თურქეთისთვის. „ჩვენ არ ვიყენებთ არაკანონიერ გზებს გადმოცემული პირების მიმართ და არ ვაწამებთ მათ. წამება სერიოზული დანაშაულია და ჩვენც ვეწინააღმდეგებით ასეთ ქმედებას“ - განაცხადა აკბაბამ.
“სასამართლო არაობიექტურია“
მალაიზიის მთავრობის მიერ თურქეთისთვის გადაცემული პირების სია მხოლოდ თიბიქითა და დუმანით არ შემოიფარგლება. მაისში გიულენთან კავშირში ბრალდებული ერთი მეცნიერმუშაკი, ერთი მასწავლებელი და ერთი ბიზნესმენი - თურქეთის სამი მოქალაქე იქნა დეპორტირებული.
მეცნიერი ისმეთ ოზჩელიქ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაიქცა სამშობლოდან და ჩავიდა კუალა ლიმპურში, სადაც სწავლობდა მისი შვილი ეგრედწოდებულ გიულენის სკოლაში. მაისის დასაწყისში იქ უცნობმა პირებმა ის და მისი შვილი გზაზე გააჩერეს და აიყვანეს.
მათივე ადვოკატების ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტამდე 2 დღით ადრე 2 თურქი მოქალაქეც მსგავსად მოიტაცეს. ამ პირების დაკავების მიზეზს მალაიზიის შსს. ხსნიდა მათი კაშირით ISID-თან, ხოლო თურქეთის მთავრობის მხარდამჭერი მასმედიის აზრით კი დაკავების მიზეზი იყო მათი კავშირი გიულენთან. დაკავებული 3 ადამიანი ერთ კვირაში გააძევეს ქვეყნიდან.
სუათისა და ოზჩელიქის ოჯახის წევრებმა ერთერთ ევროპულ ქვეყანას მიმართეს თავშესაფრის თხოვნით. მათ უნდოდათ არ გამომჟღავნებულიყო მათი ადგილსამყოფელი რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ევროპაშიც თურქეთის რეპრესიული ქმედებების გამო მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო.
აგვისტოს დასაწყისში ესპანეთის პოლიციამ ერთერთი მემარცხენე თურქი ჟურნალის მწერალი ჰამზა იალჩინი დააკავა ბარსელონას აეროპორტში თურქეთში ექსტრადაციის მიზნით.
1984 წ. შვედეთში გადასახლებულ იალჩინს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გიულენთან. მიუხედევად ამისა ესპანეთის პოლიციის განმარტებით ის იყო მემარცხენე ტერორისტულ დაჯგუფება -DHKP / C-სთან დაკავშირებული და იძებნებოდა თურქეთის მიერ. ჟურნალისტთა დაცვის კომისიამ მოითხოვა იალჩინის დანუყოვნებლივ განთავისუფლება.
წყარო: http://www.politico.eu/article/long-arm-of-turkeys-anti-gulenist-purge/amp/

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპულ ქვეყნებს ფაშისტურად იქამდე მოვიხსენიებ, ვიდრე ამ ქვეყნების ლიდერები დიქტატორს მიწოდებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 24 მარტი 2017 10:41

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის ევროპულ ქვეყნებს ფაშისტურად იქამდე მოიხსენიებს, ვიდრე მას ამ ქვეყნების ლიდერები დიქტატორს უწოდებენ, - იუწყება თურქული გამოცემა Hurriyet. 

„თქვენ თავს უფლებას აძლევთ ერდოღანს დიქტატორი უწოდოთ, მაგრამ ერდოღანს უფლება არ აქვს თქვენ ფაშისტები ან ნაცისტები გიწოდოთ. არავის ეწყინოს, მაგრამ მათ ფაშისტებად იქამდე მოვიხსენიებ, ვიდრე მე დიქტატორად მომიხსენიებენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა Doğan TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ის წუხს იმ განცხადების გამო, რომელიც გერმანიის ახალმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მასთან მიმართებაში გააკეთა.
„გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ჩემთან მიმართებაში განცხადება გააკეთა, თუმცა ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ვწუხვარ, მისი ამ განცხადების გამო. ნეტა მსგავსი განცხადება არ გაეკეთებინა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

22 მარტს, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, შეწყვიტოს ევროპის ქვეყნების ლიდერების ნაცისტებთან შედარება და ზიანი არ მიაყენოს პარტნიორულ ურთიერთობებს.

„შეწყვიტეთ ეს უაზრო შედარებები ნაცისტებთან, ნუ გაწყვიტავთ იმ ვიწრო ძაფს მათთან, ვისაც თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობები სურს“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. 

დანიის რეაქცია თურქეთის მოვლენებზე: თურქეთის ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებებს წერტილი უნდა დაესვას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 12:06

ავსტრიის შემდეგ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმა ამჯერად დანიიდან გაისმა: “თურქეთი ამოღებულ უნდა იქნას კანდიდატი ქვეყნების სიიდან“.
დანიის მმართველი ლიბერალური პარტია მოითხოვს შეწყდეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამის მიზეზად სახელდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტიდემოკრატიული მიდრეკილებები და სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივის მხარდაჭერა.
ამა თვის დასაწყისში კი ავსტრიის პრემიერმინისტრმა კრისტიან კერნ-მა განაცხადა, რომ იგი ინიცირებას გაუწევს დიალოგს ევროპელ ლიდერებს შორის, რათა შეწყდეს თურქეთის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამის ერთერთ მიზეზად კრისტიან კერნი ასახელებს დემოკრატიისა და ეკონომიკის მხრივ თურქეთში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.
ყოველივე ზემოთხსენებულის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთში შემოიღებენ სიკვდილით დასჯას, როგორც ევროკავშირის მმართველობა, ისევე წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებები შეწყვეტენ თურქეთთან მოლაპარაკებებს.
ლიბერალური პარტიის სპიკერ მიხაელ აასტრუპ-ის განცხადებით “თურქეთმა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და დაამატა: “ჩვენ ვსაუბრობთ მოლაპარაკებების არა დროებით შეჩერებაზე, არამედ თურქეთის ამოღებას კანდიდატ სახელმწიფოთა სიიდან“.

http://www.diken.com.tr/avusturyadan-sonra-danimarka-turkiyenin-ab-uyelik-surecine-son-verilmeli/

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა რუსეთში ვიზიტი გააუქმოს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 11:32

თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, 15 დეკემბერს რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდს" რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში განუცხადეს. წყაროს ცნობით, აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
ერდოღანმა რუსეთში ვიზიტის გადაწყვეტილება თურქეთის პროვინცია ანტალიაში ჩატარებული დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ მიიღო.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. 
ორი ქვეყნის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდეს, რომელიც თურქეთში სირიის მხრიდან შეიჭრა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური