”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 14:14

”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე ”ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა:

”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ ოთხი წლის წინ ერთ კოალიციაში ვიყავით. ჩვენ 2012 წლის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ახალი იდეა არ არის. ჩვენ  ოპოზიციაში ერთად ყოფნის გამოცდილება გვაქვს, 2012 წლამდე სწორედ ამ პარტიებმა ზიდეს ოპოზიციური ტვირთი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” სახით არსებობდა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა,” - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

ახლა ახალი ეტაპი იწყება, - თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 13:47

"12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება," -  აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“  დატოვების შემდეგ გააკეთა.

ცოტა ხნის წინ პარტიიდან წასვლა დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემ. პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.

რატომ დატოვა ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 13:08

„დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს,” - აღნიშნული განცხადება  "რესპუბლიკური" პარტიის დატოვების შესახებ  ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

შეგახსებეთ, პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. 

"რესპუბლიკური პარტია" შესაძლოა რამდენიმე ლიდერმა დატოვოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 11:15

 არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ნოდარ ებანოიძემ პარტიის დატოვების განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს მიმართოს. ამის შესახებ ებანოიძემ კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ის ასევე არ უარყოფს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა დავით უსუფაშვილმა ახალ პოლიტიკური პარტია შექმნას, სადაც რესპუბლიკელებიდან წასული, უკვე ყოფილი დეპუტატები პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელელბენ.ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა პოლიტიკური გაერთიანება ებანოიძესთან ერთად, ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმაც დატოვონ. თუმცა, ამ ეტაპზე, მსგავსი განცხადება პარტიის თავმჯდომარის თქმით, არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.

არ შეიძლება იმედი გაუცრუო ადამიანებს, - თამარ კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 12:01

მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. არ შეიძლება იმედი გაუცრუო  ადამიანებს, რომლებმაც არჩევანი შენზე გააკეთა,  - აღნისნული განცხადება  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული,... ვემსახურები საქართველოს! - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 13:40

ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, -  არჩევნებთან დაკავშირებით,  "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

”ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! 
დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! 
განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! 
როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ. გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ. ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების.
ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამრშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. 
პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე. ვემსახურები საქართველოს!”- წერს თინა ხიდაშელი.

„ეს არის უღირს უზრდელობაზე პასუხი“ - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 14:46

რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებს” პინგ-პონგის თამაში სურთ. ხიდაშელის თქმით, ამას არა ”პინგ-პონგი”, არამედ უღირს უზრდელობზე პასუხი ჰქვია.


”ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ“, - მიმართავს თინა ხიდაშელი ექს-პრემიერს.

„ახლა არსობრივად - ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს „ნაცმოძრაობა“ რომ არსებობს ეს აღიზიანებსო - ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს, ამისათვის კი, რაც საჭირო იყო, ჩემს 2012-2013 წლის email-ებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ”, - წერს თინა ხიდაშელი.

"ახლა პინგ-პონგის თამაშის დრო არა მაქვს" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 13:24

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს.
„ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს, „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.

რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბი გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 10:48

რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ დიდუბის რაიონში საარჩევნო შტაბი გახსნა. იგი პარტიის ლიდერთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ რამდენიმე კანდიდატთან ერთად ამომრჩევლებსაც შეხვდა. მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და დიდუბეში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, მათ შორის სოციალური და ეკოლოლოგიური პრობლემების. 

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია უსუფაშვილზე" - თამარ კორძაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 სექტემბერი 2016 12:29

„ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ის რეალურად მხარს უჭერს, სერიოზულ დისკომფორტს სწორედ რესპუბლიკური პარტია უქმნის. რესპუბლიკური პარტიის მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ უკვე აშკარა და ცხადი ხდება, რომ ის იდეალები, რომლისთვისაც შეიქმნა კოალიცია, აღარ არსებობს დღეს. 2012 წელს მოსული კოალიცია ყველაზე მთავარს ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას - ეს იყო მრავალფეროვნება პოლიტიკურ სპექტრში, მრავალპარტიული არჩევნები, საპარლამენტო რესპუბლიკა - ყველა ეს იდეა აღმოჩნდა ყალბი დანაპირები...დღეს მთელი „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს ეუბნება, რომ 100 ადამიანით შევლენ პარლამენტში. ეს უკვე აღარ არის მრავალფეროვნება.“ განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ, „სტარვზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კორძაია პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური