უსუფაშვილისთვის არ მემეტება ეს თანამდებობა, - ვახტანგ ხმალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 14:57

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი ან თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებზე განიხილებიან, უბრალოდ ჭორია. მე ვერ ვხედავ დავით უსუფაშვილის ადგილს ამ თანამდებობაზე, გამომდინარე იქედან, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებები შეზღუდულია. მე უსუფაშვილისთვის არ მემეტება ეს თანამდებობა, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე,” - განაცხადა ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ.

 

"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„ ივანიშვილის აგრესია უსუფაშვილზე ნოსტალგიით არის გამოწვეული“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:59

„ რესპუბლიკელები და ქართული ოცნება - ეს არის ის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ლაპარაკობს ცივილიზებულ გაყრაზე,  ვერ ახერხებენ ამას და სკანდალით მთავრდება ყველაფერი. ...გამომდონარე იქიდან, რომ უსუფაშვილი ივანიშვილისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ის უქმნიდა გარკვეულ კომფორტს ივანიშვილს და ის ძალიან მოაკლდა.   ამიტომ, მისი აგრესია ვფიქრობ, ნოსტალგიით არის გამოწვეული“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი  პასუხობს.

”რესპუბლიკელების” სარჩელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 11:02

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ახალი მემარჯვენეებისა“ და „პატრიოტთა ალიანსისათვის“ საარჩევნო ნომრების წილისყრის გარეშე მინიჭებას „რესპუბლიკური პარტია“ დღეს სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრებს. „რესპუბლიკელები“ ცესკო-ს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, პოლიტიკური სუბიექტები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება, პარტიათა ნუმერაციის მინიჭების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა და „რესპუბლიკელების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე თამარ ონიანის გადაწყვეტილებით, „ახალი მემარჯვენეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“ 2016 წლის საპარლამერნტო არჩევნებში მონაწილეობას იმავე ნუმერაციით მიიღებენ, რომლითაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ.

"რესპუბლიკელები" ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - დავით ბერძენიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 15:45

“ორი თარგმანი ექნება მიღებული ვენეციის კომისიას. ერთ-ერთი ნამდვილად ჩაახწევდა. ვიცით ნამდვილად, რომ ვენეციის კომისიას მიღებული აქვს ტექსტი. თუ ვეტო იქნება რესპუბლიკელები მის დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს გასაგებია იმიტომ, რომ ჩვენ კანონს მხარი არ დავუჭირეთ,“ - აღნიშნული განცხადება  პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა ვენეციის კომისიაში საქართველოდან ორჯერ კანონპროექტის გადაგზავნასთან დაკავშირებით გააკეთა.  

პრემიერი რესპუბლიკელებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 16:17

პრემიერმინისტრი რესპუბლიკელების განცხადებას უაზროდ ატეხილ ალიაქოთს უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილმა პაატა ზაქარეიშვილის მის მიერ შეფასებული განცხადების საპასუხოდ რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს დღეს ვაზიანში წვრთნებზე ყოფნისას განაცხადა.პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ის სამთავრობო ცვლილებებს არ გეგმავს.„სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება. თუმცა ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და რა თქმა უნდა ცვლილებები გამორიცხული არ არის. მაგრამ უნდა ვთქვა ორი სიტყვა იმაზე, რომ მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს პრემიერმინისტრი და მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს  მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წვერს მიუთითოს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე და ამ საკითხზე ატეხილი უაზრო ალიაქოთი არის უადგილო,“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით“ - დავით ბერძენიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 მარტი 2016 15:36

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ეროვნულმა კომიტეტმა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მონაწილეობის ფორმის შესახებ. მისივე თქმით, როგორი იქნება ეს ფორმა, ამას რესპუბლიკური პარტია რამდენიმე დღეში განაცხადებს. გარდა ამისა, დავით ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, რესპუბლიკელი თანამდებობის პირები საკუთარი პოსტების დატოვებას არ აპირებენ. „რესპუბლიკური პარტია არის ისეთი პარტია, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და ბუნებრივია დროულად იწყებს მზადებას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გაჟღერებისთვის რამდენიმედღიანი პაუზა  ავიღეთ იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური პროცესები ამგვარი პაუზის აუცილებლობას ადასტურებს.“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა newsday-სთან ინტერვიუში.

რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე,- დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 მარტი 2016 13:07

რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი," - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრსა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს 21:00 საათზე შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 15:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , თავდაცვის მინისტრსა და მისი თანაპარტიელებ, დღეს შეხვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

სავარაუდოდ, საუბარი გიორგი კვირიკაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაზე იქნება.

კალაძე „რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 12:37

  "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირებას ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. როგორც კალაძე აცხადებს, თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ის კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს.სხდომა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს, კალაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაიმართება. მიუხედავად "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებისა, კახი კალძე მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური