აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - რას გულისხმობს ინიციატივა?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 მაისი 2019 11:44

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - რას გულისხმობს ინიციატივა/აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 საიუბილეო დღე - საუკეთესო შესაძლებლობა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს დღე საქართველოსთვის.

პირველი, რაც მეგობრებთან ან კოლეგებთან ევროკავშირზე საუბრისას გვახსენდება, უვიზო რეჟიმის შემოღებაა. მაგრამ, ეს ხომ ყველაფერი არ არის! ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაკუთრებით გაღრმავდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ. სავიზო რეჟიმის გამარტივება, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ არის ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად სამართლის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება დაეკონომიკური განვითარება.

ვიკიპედიის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან. „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის, ეკონომიკური სტრატეგიის, სამოგზაურო ხელშეკრულებების და სხვა საკითხების მოგვარებას ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის“. მაგრამ რა არის ეს შეთანხმება რეალურად? რა სარგებელს იღებენ მისგან ჩვეულებრივი მოქალაქეები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პროექტმა „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ შეაგროვა ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო ევროკავშირთან და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობა მოქალაქეების ცხოვრებაზე.

 

  1. 1.            რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა? ნიშნავს თუ არა ეს ევროკავშირის წევრობას?

აღმოსავლეთ პარტნიორობა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს - აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას. პარტნიორები ბოლო ათი წელია, თანამშრომლობენ  ამ ქვეყნებში დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საერთო სივრცის შესაქმნელად. რეალობაში ეს ნიშნავს, უფრო  ძლიერ ეკონომიკას და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ნდობის მაღალ მაჩვენებელს, სუფთა გარემოს და უსაფრთხო და უწყვეტ ენერგომომარაგებას, ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ის აახლოებს ქვეყნებს ევროკავშირთან მათი  სურვილის შესაბამისად.

 

2.       რატომ არის დაინტერესებული ევროკავშირი ამ პარტნიორობით? რატომ უნდა დახარჯოს ევროკავშირმა გადასახადის გადამხდელთა ფული სხვა ქვეყნების დასახმარებლად?

ევროკავშირს ნათელი ინტერესი აქვს: სტაბილური, დაცული და წარმატებული მეზობლები ევროკავშირის სტაბილურობის, დაცულობის და კეთილდღეობის წინაპირობაა - ჩვენუნდამოვახდინოთსტაბილურობისექსპორტიარასტაბილურობისიმპორტისთავიდანასაცილებლად“ - ამბობსიოჰანესჰანი, ევროკომისარიევროკავსირისსამეზობლოპოლიტიკისსაკითხებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარებით, საქართველოს და ევროკავშირს წვდომა აქვთ ახალ ბაზრებსა და მომხმარებლებზე, რასაც  განსაკუთრებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები; ასეთი შეთანხმების ერთ-ერთი მაგალითია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“. პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს ახალ ბაზრებზე წვდომას ტურიზმის განვითარებისთვის და გვთავაზობს შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. ევროკავშირის და საქართველოს ახალგაზრდებისთვის დღეს უფრო მარტივია გამოცდილების  გაზიარება, მოგზაურობა და ურთიერთობა.

 

3.       დავუშვათ, ევროკავშირი გამოყოფს თანხებს, მაგრამ ამოწმებს ვინმე, სად და როგორ იხარჯება ეს ფული?

ევროკავშირის ფინანსების ხარჯვა ყოველთვის გადის მკაცრ, უწყვეტ შემოწმებას. კონტროლის და აუდიტის არსებული პროცედურები მაქსიმალურად აფასებს დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას და შედეგებს. გარდა ამისა, წარმოებს მკაცრი ფინანსური აუდიტი თანხების სათანადო ხარჯვის კონტროლის მიზნით. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარების დროს ფულის გაცემა  ხდება მხოლოდ მაშინ, თუ შესრულებულია ყველა პირობა, მათ შორის ანგარიშგებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არ გამოყოფს დაფინანსებას მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია.

ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოსთვის, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ ძალიან ბევრი კეთდება კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის და ეფექტური საჯარო ადმინისტრაციის მხარდასაჭერად.

 

ევროპული ფინანსების დანიშნულების მიხედვით ხარჯვა აძლიერებს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკას და საზოგადოებას და რეალური სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

 

4.      რა კონკრეტულ სარგებელს იღებს საქართველო?

ევროკავშირი საქართველოს  უმთავრესი პარტნიორია.ამ პარტნიორობის საფუძველია ასოცირების შეთანხმება და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში იზრდება და მისი წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 27%-ზე მეტია. ევროკავშირი ეხმარება კერძო სექტორს. კერძოდ, 63,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ, მიკროსაწარმომ და ფერმერმა მიიღო სესხი; 1600-მა ფერმერულმა კოოპერატივმა მიიღო ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ხოლო 250,000-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა სხავადასხვა ტრენინგი .

 

ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური 20 ოფისით მთელ ქვეყანაში, რომელმაც დღემდე უფასო დახმარება 330,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია. ევროკავშირის დახმარებით ტრენინგი გაიარა 5,000-ზე მეტმა მოსამართლემ და იურისტმა, პოლიციის გამომძიებელმა, სახალხო დამცველმა და ადვოკატმა. ევროკავშირმა ხელი შეუწყო 44 სამთავრობო სათემო ცენტრის შექმნას პატარა ქალაქებში და სოფლებში, რის შედეგად ძნელად მისადგომ ტერიტორიებზე მცხოვრებ 90,000-ზე მეტ მოქალაქეს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს საჯარო და საბანკო სამსახურებით, ინტერნეტით და ბიბლიოთეკით.

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სამოგზაურო, სასწავლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს: 2017 წლის მარტში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ევროკავშირში იმოგზაურა 300,000-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ხოლო 6,000-მდე სტუდენტს და მასწავლებელს მიეცა ევროკავშირში სწავლის და სწავლების საშუალება გაცვლითი პროგრამის „ერაზმუს +“ საშუალებით.

 

5.       რას ნიშნავს ეს ჩემთვის

ყველა ეს შესაძლებლობა შენთვისაც ხელმისაწვდომია! ეს კარგად ჩანს კონკრეტული ადამიანების მაგალითებზე. ირინე გლოველი - მას შემდეგ რაც პროგრამის „ქალები ბიზნესში“ საშუალებით ევროკავშირი ირინეს საინჟინრო კომპანიას დაეხმარა, კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა. ნათია, საკუთარი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი: ევროკავშირის პროგრამამ ნათიას და მის ბავშვებს დროებითი თავშესაფარი და ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა, ხელი შეუწყო ახალი უნარების ათვისებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში.

ბექა ბერიაშვილმა მიიღო სტიპენდია პროგრამისგან „ერაზმუს+“ და შედეგად შეისწავლა მარკეტინგი რუმინეთში. ახლა ის თბილისში, კერძო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს. აქდამსაქმებლებიბევრადუფრომეტადაფასებენუცხოეთშიმიღებულგანათლებასადგილობრივთანშედარებით“, ამბობს ბექა.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული სესხით თბილისის მოქალაქეები ქალაქში მგზავრობისათვის 150 ახალ ეკოლოგიურ ავტობუსს იყენებენ.  ეს ავტობუსები ამცირებს ტრანსპორტის ნაკადს, მავნე გამონაბოლქვს და აუმჯობესებს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს.

 

6.       საინტერესოა, როგორ შემიძლია სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენება? როგორ მოვიძიო ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია?

EU Neighbours ვებგვერდი აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირში არსებული ყველა ახალი შესაძლებლობის შესახებ. ეს საკითხები მრავალფეროვანია, მაგ.: ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავეთა სასწავლო მივლინება ფინეთში, სტაჟირება ევროპარლამენტში, ენერგოეფექტურობის ინიციატივების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, ასევე სემინარი მცირე ბიზნესისთვის ექსპორტის საკითხებზე. თქვენ შეძლებთ ყველა ამ შესაძლებლობის მოძიებას ევროკავშირის სამეზობლოს ვებგვერდის სპეციალურ ნაწილში.

თუ გაქვთ მცირე ბიზნესი, ან მეწარმე ხართ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ  ტრენინგის და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა ინიციატივის EU4Business ვებგვერდზე, ხოლო გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებში დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცანით პროგრამის„ერაზმუს +“ ეროვნულ ოფისს საქართველოში.

გარდა ამისა, თვალი მიადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია სამსახურის და დაფინანსების, მოგზაურობის და სწავლის შესახებ.

 

7.       10  წელი თანამშრომლობიდან: რა იქნება შემდეგ?

გასული ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების საქმიანობამ შედეგი გამოიღო  - განვითარდა ვაჭრობა, მობილობა და ეკონომიკა, გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი.

მაგრამ პარტნიორობა ამით არ ამოიწურება; ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს მომავალი წლისთვის დასახული აქვთ 20 ძირითადი მიზანი, რომელთა მისაღწევად გრძელდება ენერგიული თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში: კარგი მმართველობა, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკა, გარემო და ტრანსპორტი, ძლიერი საზოგადოება,  გენდერული თანასწორობა, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ეს მიზნები ცნობილია, როგორც „20 შედეგი 2020 წლისთვის“.

https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/cards/aghmosavlet-partniorobis-10-clis-iubile-ras-nishnavs-initsiativa

მამუკა ბახტაძე - ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 15:47

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

კორეის რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ჩრდილოეთ კორეის რიგით მეხუთე ბირთვული ცდის შესახებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 15:42

1. 2016 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა რიგით მეხუთე ბირთვული ცდა (Punggye-ri, North Hamgyong Province).

2. დიდი ოცეულისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტზე საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გაფრთხილებების მიუხედავად, მან კიდევ ერთხელ განახორციელა ატომური ცდა, რითიც უხეშად დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. კორეის რესპუბლიკის მთავრობა მკაცრად გმობს ამგვარ დანაშაულებრივ პროვოკაციას, რომელიც გახლავთ მიუტევებელი.

3. ჩრდილო კორეული რეჟიმი განაგრძობს სახიფათო პროვოკაციებს, ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ატომური და რეაქტიული შესაძლებლობების განვითარებაზე, რითიც სრულად უგულვებელყოფს საკუთარი მოქალაქეების ადამიანურ უფლებებსა და სასიცოცხლო საშუალებებს. ჩრდილო კორეულმა რეჟიმმა რაიმე გზით უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი ქმედებებით ვერაფერს მიაღწევს. რაც უფრო მეტ წინდაუხედავ პროვოკაციას განახორციელებს, მით უფრო მეტად დადგება საერთაშორისო სანქციებისა და მკაცრი დიპლომატიური იზოლაციის წინაშე, რაც საბოლოო ჯამში მიიყვანს ეკონომიკური კოლაფსსა და თვით განადგურებამდე.

4. კორეის რესპუბლიკა ისევ და ისევ მკაცრად მოუწოდებს ჩრდილო კორეას, რომ სასწრაფოდ უარი თქვას ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამის დასრულებაზე, გარდაუვალი და კონტროლირებადი წესით. კორეის რესპუბლიკა გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაწესდეს გაცილებით უფრო მკაცრი სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ დონეზე.

5. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკის მთავრობა შეინარჩუნებს მზაობას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალში შესაძლო პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს შეუქმნის კორეის რესპუბლიკის და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, რასაც გაეცემა შეუდრეკელი და მდგრადი პასუხი.

საავტომობლო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 10:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის  გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი ) საავტომობილო გზის კმ104–კმ119  მონაკვეთზე (ბაკურციხე-წნორი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა     თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა)მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიორი პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო,  ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიორი პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო,  ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

საოკუპაციო რეჟიმმა კნოლევიდან გატაცებული მძევალი გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:19

საოკუპაციო რეჟიმმა კნოლევიდან გატაცებული მძევალი გაათავისუფლა. 3-დღიანი ტყვეობის შემდეგ თამაზ თიქუბაძემ ცხინვალის იზოლატორი გვიან ღამით დატოვა. 

პარალელურად, გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ქერესთან რუსმა სამხედროებმა მამა-შვილი დააკავეს. 

დარიალის ხეობაში დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 14:32

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, დარიალის ხეობაში წინა თვეში დაწესებული რეჟიმი გრძელდება. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური