განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 16:32

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია განათლების სამინისტროსთვის

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 16:38

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განათლების სამინისტროსთვის რეკომენდაციები გაიცა - იმ სასწავლო დაწესებულებებში - სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20 პროცენტს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეწყდეს.

უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 იანვარი 2016 17:34

საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების სამორიგეოს უფროსი ინსპექტორის ბ.დ.-ს დარღვეული შრომითი უფლების აღსადგენად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
“წარმოდგენილ განცხადებაში ბ.დ. აღნიშნავდა, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან მისივე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა შემდეგი გარემოებები: 2015 წლის მარტში ბ.დ. დაიბარა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების მაშინდელმა დირექტორმა და აცნობა, რომ მინისტრი განაწყენებული იყო აღნიშნულ დაწესებულებაში ვიზიტისას, ბ.დ.-ს მორიგეობის დროს, სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მსჯავრდებულთან შეხვედრით. დირექტორმა ბ.დ.-ს მოუწოდა, საკუთარი ნებით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დაითხოვდნენ და პირადი საქმე გაუფუჭდებოდა. ბ.დ.-მ საქართველოს სახალხო დამცველს განუმარტა, რომ მან ხელმძღვანელი პირის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაწერა პატაკი დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ბ.დ.-ს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს რეკომენდაცია საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 14:11

საქართველომ სასამართლო სისტემის გაძლიერება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განაგრძოს. ასეთია ევროპის საბჭოს ბოლო რეკომენდაცია, რომლის შესახებაც ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოში ვიზიტის შემდეგ თავის ანგარიშში წერს. კომისარი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად მოტივირებული ზომების გატარებას ოპოზიციის წევრების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით. აქვე წერია, რომ საჭიროა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რათა გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ასევე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა, რაც მოქალაქეების მიერ მათ სახლებთან აქციების გამართვით, შეურაცხყოფითა და მუქარით გამოიხატებოდა. ანგარიშში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მოხვდა. კომისარი მუიჟნიეკსი წერს, რომ ამ პროცესმა უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია. მასთან მოსაუბრეთა უმეტესობა კი ნეგატიურად აფასებდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

როგორ ვიქცევით დამწვრობის დროს - რეკომენდაციები და პირველადი დახმარება- ეს ყველამ უნდა იცოდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 13:51

დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროდენი, ცხელი საგნები, ცხელი წყალი ან სხვა სითხეები, ცეცხლი, ქიმიკატები, მზე.ამ შემთხვევაში აუცილებელია ვიცოდეთ პირველადი დახმარების წესები ,დაზარალებულს სასწრაფოდ გახადეთ ტანსაცმელი;
დაზიანებული ზედაპირი 5-10 წთ-ით შეუშვირეთ გამდინარე წყლის ჭავლს. არ გამოიყენოთ მალამო, ფხვნილი ან ცხიმი;
ნუ გახეთქავთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილ ბუშტუკებს;
დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით ან რომელიმე არამწებავი სუფთა ქსოვილის ნაჭრით;იმ შემთხვევაში თუ სიწითლესთან ერთად კანზე არის სითხიანი ბუშტუკები აუცილებლად მიმართეთ ექიმს . 

ომბუდსმენის რეკომენდაციები „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:09

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა“, - სახალხო დამცველის ინიციატივით, ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა. 

ომბუდსმენმა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინა. 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლის მიუხედავად, შშმ პირთათვის სათანადო გარემო მაინც არ არის შექმნილი და მათ დამოუკიდებელი ცხოვრების, განათლების, ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებით პრობლემები ექმნებათ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური