საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 აპრილი 2020 13:06

21 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი- თბილისის მიმართულებით.

მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან,  ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
 
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აპრილი 2020 13:55

დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან  მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
 
მგზავრებს შორის არიან  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები,   ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
 
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან,ვენიდან,ამსტერდამიდან, ლონდონიდან,მათ შორის ათენიდანაც( "ეგეოსის ავიახაზები").
 
უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები:
 
 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი, 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი,21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი,
24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი,27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.
 
აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
 
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს.

ინტერნეტპორტალი „სოვა“ - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 20:47

ავიაკომპანია Georgian Airways-ის „თბილისი-სანკტ-პეტერბურგის“ რეისზე ბომბს ეძებენ. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი „სოვა“ მგზავრზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტ „პულკოვოს“ ჩამოფრენის ტერმინალთან შორიახლოს დაჯდა. „შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ძველი, საავარიო ან სათადარიგო ბილიკია. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ყველმ გასასვლელისკენ გავიწიეთ, მაგრამ ბორტგამცილებლებმა გაგვაჩერეს. გვითხრეს, რომ ჩატარდება შემოწმება. ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან გავფრინდით. ჩვენ სამჯერ შეგვამოწმეს - „ეფ-ეს-ბემ“, კინოლოგებმა და კიდევ ვიღაც ფორმიანებმა. ახლა ველოდებით ბარგის შემოწმებას. თითქოს ყველაფერი რიგზეა“, - განუცხადა პორტალს თვითმფრინავის მგზავრმა.

ამ დროისთვის მგზავრები ბარგს ელოდებიან, რომელსაც კინოლოგები ამოწმებენ.
„სოვა“ ავიაკომპანიას ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა.

„საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:33

„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები. 
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად სპეციალური რეისი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 13:02

თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა:

„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.

„ამავე დროს, იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლაც ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 მაისი 2016 17:47

2016 წლის ივნისიდან, ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines იწყებს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით:

 ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი - კვირაში 2 სიხშირით;

 თეირანი-თბილისი-თეირანი - კვირაში 2 სიხშირით;

 მაშადი-თბილისი-თაბრიზი - კვირაში 1 სიხშირე;

 თეირანი-ბათუმი-თეირანი - კვირაში 1 სიხშირით;

 თაბრიზი-ბათუმი-მაშადი - კვირაში 1 სიხშირე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მიენიჭა ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა.

 

ავიაკომპანია „TABAN Airlines“-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტული ნაკადებისა და მგზავრების რაოდენობის ზრდაზე, ვინაიდან აღნიშნული ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური