ჩიორა თაქთაქიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 11:52

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია ხელისუფლებამ, როგორც დავალება ისე უნდა მიიღოს და შეცვალოს არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

"ადამიანის უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახით თავდასხმის მსხვერპლები. ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება, რომ მათ შეცვალონ არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

"არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფატები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დოკუმენტში.

"საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია"-ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 11:46

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია გაკეთებული- აცხადებს ეკა ბესელია. დეპუტატის მტკიცებით, რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში არც ერთი ნეგატიური შეფასება არ ფიქსირდება. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლას, ბესელია მას "საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებად" აფასებს.

"საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. ამაზე მომხსენებელი აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს. საქართველოსთან დაკავშირებით არ არის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არ არის არც ერთი ნეგატიური შეფასება და არ არის არც ერთი ნეგატიური მაგალითი. ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება", - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება რეზოლუციას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო და მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი- "არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფატები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროსაბჭოს კრიტიკული რეზოლუცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:55

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთ კრიტიკულ რეზოლუცია, რომელშიც საქართველო მოხვდა. 38- 28-ის წინააღმდეგ, ევროპელმა დეპუტატებმა ქართული ოცნების დეპუტატების პოზიცია არ გაითვალისწინეს და რეზოლუციის პროექტში ის შესწორება დატოვეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა წარადგინა.

რეზოლუციაში, რომელიც წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობას ეხება, განსაკუთრებული აქცენტი რუსეთზე, თურქეთსა და აზერბაიჯანზეა გაკეთებული.მეზობელი ქვეყნების გვერდით კი ევროპელი დეპუტატების გადაწყვეტილებით საქართველოც ჩაიწერა.შესწორება რეზოლუციაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით შევიდა, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. ოცნებაში ფიქრობდნენ, რომ რეზოლუციის პროექტში საქართველო არ უნდა მოხვედრილიყო.საპირისპიროს ფიქრობდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" სადაც აცხადებენდნენ რომ ქვეყანაში უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, საგანგაშო სიგნალები შეინიშნება.

ევროსაბჭოში დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 09:59

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ საინფორმაციო ანგარიშს განიხილავენ.

მომხსენებლები, საქართველოში შემოდგომაზე იმყოფებოდნენ. დოკუმენტში შესულია ყველა აქტუალური თემა. ცნობილია, რომ მასში ყურადღება გამახვილდება რუსთავი 2-ის საქმეზეც. თუმცა, დეტალებს თავად მომხსენებლები ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

"მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას მუდმივად თვალყურს ვადევნებთ,“- განაცხადა მომხსენებელმა, კორსტინ ლუნდგრენმა.

სტრასბურგში მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ანგარიშის მიმართ დადებითი მოლოდინი აქვთ. განსხვავებულად ფიქრობენ ნაციოანლური მოძრაობის წევრები.

რეზოლუცია მიგრაციისა და ორგანიზებული კრიმინალის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 10:07

ევროაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს პლენარულ სხდომაზე გადის რეზოლუცია მიგრაციისა და ორგანიზებული კრიმინალის შესახებ.

მომხსენებელი თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო საკითხებში, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რეზოლუცია მიზნად ისახავს საერთო ევროპული მიდგომის მოძებნას, რათა ამ ფენომენს, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, იყოს ერთიანი მიდგომა,“ - განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 10:05

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებების საკითხზე რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტს ევროდეპუტატებმა სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი და ის ევროპარლამენტარების მიერ მხარდაჭერილი შესწორებებით იქნა მიღებული.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის გამჭვირვალე მუშაობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ასევე რეზოლუციაში გარკვეული შენიშვნებია გამოთქმული წინასწარი დაკავების მექანიზმთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს უნდა იყოს გამოყენებული.

რეზოლუციაში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს მედიაგარემოზეც. 

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირებისა და DCFTA-ს შეთანხმებების შესახებ რეზოლუცია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 17:58

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუცია გამოაქვეყნა.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე. ამასთან, ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ საბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილებას არ შეაყოვნებენ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს, ასოცირების შეთანხმების ქვეყნებთან ერთად შეიმუშავონ ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომელიც შეამსუბუქებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და ხაზს უსვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას.

ამასთან, ევროპარლამენტი აფიქსირებს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლას და მიესალმება განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სტრუქტურების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.

პარლამენტში ახალი რეზოლუციის პროექტი შედის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:46

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი მემარჯვენეების ინიციატივას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება. პარტიის წევრებმა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელსაც პარლამენტში დღეს შაიტანენ.

"ჩვენ შეგვაქვს რეზოლუციის პროექტი პარლამენტში. პარლამენტს და სხვადასხვა ფრაქციებსა და პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, დაუჭირონ მხარი ამ რეზოლუციას. რეზოლუცია ეხება იმას, რომ ჩვენ ვამბობთ ყველა ერთად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

"დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში" - რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე ერთხმად მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 12:14

"დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში", - რეზოლუცია ამ სახელწოდებით ევროპის სახალხო პარტიამ მადრიდში გამართულ ყრილობაზე ერთხმად მიიღო. დოკუმენტის 5 პუქტიდან ორი ტელეკომპანიარუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს შეეხება.

მასში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით დაწყებულ კამპანიას საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს, ტელეარხის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები კი წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფებიან.

"ეს სახიფათოა ტელეარხისთვის, მედიის პლურალიზმისთვის გრძელვადიან პერიოდში კი ქართული დემოკრატიისთვის. დღეს სწორედ ამიტომ წამოვწიეთ კონგრესზე კონკრეტულად რუსთავი 2-ის საკითხი და დავაყენებთ მომავალ კვირას პარლამენტის სხდომაზეც. რადგან, ტელეარხის ხელში ჩაგდება სასამართლოს მანიპულირების გზით გაუგონარი რამაა და ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. ეს იქნება უარყოფითი სიგნალი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფონზე," - განმარტა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ.   

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური