ქართველი ემიგრანტების შრომითი უფლების დასაცავად ახალი რეგულაციები ამოქმედდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 10:06

მეწარმე-სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული, რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და „საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონში ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაარეგულიროს საქართველოს მოქალაქის თუ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის შრომითი საქმიანობა უცხოეთში, დაიცვას მათი უფლებები და ინტერესები. კანონი მოაწესრიგებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის პროცესს, საზღვარგარეთ დასაქმებული მოქალაქის შრომა რისკებისგან მეტად დაცული იქნება.კანონი საქართველოში უცხოელთა მუშაობასაც დაარეგულირებს, შეამცირებს უცხოეთიდან არაკვალიფიციური მუშა-ხელის შემოდინების რისკს და ხელს შეუწყობს ქართულ შრომით ბაზარზე ადგილობრივი პერსონალის უფლებების დაცვას.

შრომითი მიგრაციის სფეროს მოწესრიგებას საქართველოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებებიც ითვალისწინებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას სთავაზობენ, ვალდებულები არიან, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისას აუცილებლად მიუთითონ თავიანთი საქმიანობის ეს სფერო. იმ კომპანიებმა კი, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმების კუთხით, საჯარო რეესტრს 2016 წლის პირველ მაისამდე უნდა მიმართონ და საკუთარი საქმიანობა სამეწარმეო რეესტრში დააფიქსირონ. იგივე ვალდებულება ეკისრებათ აგრეთვე უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალებს, რომლებიც უცხოელებს სთავაზობენ საქართველოში დასაქმებას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობების შემთხევევაში კანონი ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით.

 საჯარო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ და ამზადებს ინფორმაციას მათი საქმიანობის თაობაზე. ცვლილებები უკვე განხორციელდა სამეწარმეო რეესტრის პროგრამაშიც. საქმიანობის რეგისტრაციას დაემატა ახალი ველი: საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/დაშრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და ავტორიზებულ პირებს. დამატებითიინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405

ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფომ მკაცრად გაწერილი რეგულაციები უნდა დაახვედროს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 15:02

საქართველოში ბაზარზე არსებული მედიკამენტების მხოლოდ 10 პროცენტი მოწმდება ლაბორატორიულად, დანარჩენი კი მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ექვემდებარება. მედიკამენტების ხარისხის თემას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგოჩიხლაძე გამოეხმაურა.

„წამლისხარისხი ჯანდაცვის სფეროში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ისპირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. რაც უნდა ეფექტურა და დადროულად მივაწოდოთ მაღალბიუჯეტიანი სერვისი პაციენტს, თუ მედიკამენტების ხარისხი დაბალი იქნება, სხვა დანარჩენ მიმართულებებს ეფექტი არ ექნება. საბოლოდ, არსებობს როგორც ბრენდული წამლები, ისე ჯენერიკები. ბრენდული წამლები საკმაოდ ძვირია. ჩნდება კითხვა, ვინ უნდა არეგულირებდეს მედიკამნტების ხარისხსა და ფასს? მე მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. თუ ფარმაცევტულ კომპანიას ქვეყანაში დაახვედრებ მკაცრად გაწერილ რეგულაციებს, ის ვალდებული იქნება დაემორჩილოს მათ,“ - აცხადებს ერგო ჩიხლაძე.

ამასთან მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა სწორედ, სტანდარტების შემუშავება და გამკაცრებული რეგულაციების დანერგვაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური