მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქცია სრულდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:17

მარშალ გელოვანის გამზირზე მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქცია სრულდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

„ხიდი ძლიერად იყო დაზიანებული და აქედან გამომდინარე, მთლიანად მოხდა მისი აღდგენა. ხიდი კაპიტალურად გაკეთდა, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, ამჟამად სრულდება ზედა საფარის დაგების სამუშაოები. ნაცვლად გათვალისწინებული ოთხი თვისა, სამუშაოები სამ თვეში დასრულდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დასრულდა. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. ობიექტი ექსპლუატაციაში უახლოეს ორ დღეში შევა.

ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა. მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2000 წელს.

მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ვადაზე ადრე დაასრულებს.

 

პროექტი მოიცავს: გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას; წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობისა და ბოლო ეტაპის სხვა სამუშაოები.

აღნიშნული გზა, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, ერთმანეთთან და ცენტრალურ მაგისტრალთან 4 სოფელს ( ახალქალაქი ახალციხე, ნოსტე და მთიულთუბანი) აკავშირებს. სწორედ ამ მაღალი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

საგზაო სამუშაოები მსოფლიო ბანკის „შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მესამე პროექტის (SLRP-III)” ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 46 ათას 700 ლარია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 15:59

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რებილიტაცია დაასრულა.

განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს. 

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სატრანზიტო გადამზიდავებისთვის და მიმდებარე სოფელ არშას მაცხოვრებლებისათვის გზაზე გადაადგილება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 13:27

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

სარეაბილიტაციო ობიექტზე, მინისტრის მოადგილესთან ერთად ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

აღნიშნული მონაკვეთი სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულას მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და ის უმოკლესი გზით აკავშირებს ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო გზა თითქმის სრულად იყო ამორტიზებული და გზით მოსარგებლეებს მასზე გადაადგილება წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა. 

გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და ამ დროისათვის, 5 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის, წყალგამტარი მილებისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები. 

თბილისის მე–18 საჯარო სკოლაში თანამედროვე სპორტული დარბაზი მოეწყობა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 22 აგვისტო 2015 13:08

თბილისის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დარბაზს ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გასახდელი. დარბაზთან ერთად სკოლაში საკლასო ოთახებიც რემონტდება და აქატიურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის მზადება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მე-18 სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.

სამინისტრო მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი სკოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზეა გადატანილი (გადახურვა, გათბობის სისტემები, სველი წერტილები), სამინისტრო ყოველწლიურად ათეულობით სკოლაში ახორციელებს დახურული, თუ ღია სპორტული მოედნების კეთილმოწყობას და ამით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

თბილისის მე–18 საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში არ განხორციელებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მართალია ბოლო წლებში აქ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ სკოლა დიდია და კვლავ საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მალე კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატება დედაქალაქს.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური