იმერეთში 10,5 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოხდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 13:15

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 10,5 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოხდება. კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ პირველია, ვინც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 25,725 ლარს შეადგენს. პლანტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს.

საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი - რას ჰყვებიან "ნიუსდეისთან" ინტერვიუში მშობლები?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 10:30
 სამი მოსწავლე დაშავდა ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს. ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიების დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა, რის შედეგადაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა. როგორც "ნიუსდეის " ხაშურის მეოთე საჯარო სკოლის მშობლებმა განუცხადეს, შენობა უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია  ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ბავშვის მშობელო დალი გუჯაბიძე გვიყვება, რომ ამ სკოლის რემონტს დიდი ხანია ითხოვენ. " წლებია ამ სკოლის გარემონტებას ვითოვთ, აქ ბავშვების სწავლება არ არის უსაფრთხო, ამაზე აქამდე ყურადღება არავინ გამოიჩინა,  ახლაა ბავშები მუბუქუდად დაზიანდნენ , კიდევ კარგი გადავრჩით. " -დალი  გუჯაბიძე, ისინი ახალი სკოლის აშენებას ითხოვენ.   ნიუსდეის ინფორმაციით შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:00
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ერთ–ერთი დიდი სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ძირითადი, ფუნდამენტური სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე ოთახებისა და დერეფნების რემონტი მიმდინარეობს. მალე სოფელს ევროპული სტანდარტების სასწავლო დაწესებულება შეემატება, სადაც მოსწავლეებს სწავლისთვის კომფორტული გარემო და ყველა საჭირო რესურსი ექნებათ. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები გაეცნენ.  

ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში, კიდევ 30 სოფლის სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ათასწლეულის ფონდი მომავალი ოთხი წლის მანძილზე სულ საქართველოს რეგიონებში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს. ეს იმ სოფლების სკოლებია, სადაც კონტიგენტი დიდია და სკოლები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ.

 

გზის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 11:34

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე 4-კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. ამ გზით გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსახლეობა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, აღნიშნულ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლე. გზის რეაბილიტაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანში საავტომობილო გადაადგილებას გაამარტივებს და ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, გალის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიმოსვლას. სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2015 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტი.

იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 11:58

იაკუბლოს წყალსაცავი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.

წყალსაცავი 3000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით, ხოლო მთისძირისა და პანტიანის წყალსაცავებთან ერთად ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საერთო ჯამში 8 000 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფას ემსახურება.

მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი. წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.

იაკუბლოს წყლასაცავის რეაბილიტაციის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მისი სრული დატვირთვით და უსაფრთხო ფუნქციოინერება.

 

 

 

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 12:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 

ამჟამად, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის ფრეზირება და საფუძვლის რეციკლირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.

აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:15

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ახალი პროექტის ფარგლებში თბილისის მერიამ დღეს დაგეგმილი სამუშაოების პირველი ეტაპის პრეზენტაცია გამართა.

„დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება. ეს არის აღმაშენებლის გამზირის მთლიანი რეაბილიტაცია, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა ასევე განმარტა, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული. მოწესრიგდება 9 მარტის სახელობის და დედაენის ბაღები. მათ შორის კავშირი კი მოხდება გზის ქვეშ, სპეციალური გვირაბის და გალერეის მოწყობით.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების გარდა საქართველოს პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

„ჩვენ არა მარტო ფასადებს აღვადგენთ, ჩვენ ეზოებშიც შევდივართ და მთლიანად განვაახლებთ საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ფასებს თბილისში.

2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეებით, კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლაგოდეხში პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 12:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს. თამარ სანიკიძე ამჯერად, ლაგოდეხში, სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის “აისი“ ფილიალის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სასწავლო კორპუსის გარდა განახლდება სტუდენტების საერთო საცხოვრებელიც. პროექტი მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, რათა საზღვრისპირა მოსახლეობას ჰქონდეს პროფესიული განათლების მიღების საშუალება.

2016-2017 სასწავლო წლიდან ლაგოდეხს კახეთის მასშტაბით ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული სასწავლებელი ექნება, რომელიც 300-მდე  სტუდენტს მოემსახურება  და შემდეგ 12 პროფესიულ პროგრამას განახორციელებს - ფერმერი, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, მეფუტკრე, მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი), მებაღე (დეკორატიული მცენარეების), სანერგე მეურნეობის სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის ბიზნესის მწარმოებელი, ბუღალტერი, სტილისტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ტრაქტორისტ-მემანქანე, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი.

ზემოაღნიშნულ პროგრამებზე სწავლებას  დიდი მნიშვნელობა ექნება საინგილოს მოსახლეობის ქართულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობისათვის, რომელიც შეწყვეტილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების არ არსებობის გამო. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება ლაგოდეხის არაქართველი მოსახლეობის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხისა და მისი შემოგარენის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო მნივშენლოვან პროექტებს ახორციელებს რაც გულისხმობს როგორც სასწავლო პროგრამების დახვეწას, ახალი მოდულებისა  და სწავლის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ასევე, ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას:

2015 წელს დასრულდა

  • პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ (წალენჯიხა) სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;  
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ (გურჯაანი, კაჭრეთი) საერთო საცხოვრებლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • კოლეჯის „აისი“ ალვანის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  •  კოლეჯის „აისი“ დედოფლისწყაროს ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ (ქუთაისი) ბაღდათის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.

ყველა ამ პროექტზე 1 946 522 ლარი გაიხარჯა.

მიმდინარე პროექტებია

  • პროფესიული სასწავლებლის „თეთნულდი“ (მესტია) სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  •  შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განყოფილების საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია, ამავე განყოფილების სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;  
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ (კაჭრეთი) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია, მეფუტკრის სახელოსნოს მშენებლობა;
  • კოლეჯის „აისი“ კოლეჯის ლაგოდეხის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ (თბილისი) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“(თბილისი) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ (ქუთაისი) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ (ახალციხე) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ (რუსთავი) სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;
  •  საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ (ქობულეთი)  სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (თბილისი) სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ (ფოთი) ნოჯიხევის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.

ყველა ამ პროექტზე 10 942 584 ლარი დაიხარჯება.

2016 წელს იგეგმება

  • ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის (წინამძღვრიანთკარი) მეფუტკრის სახელოსნოს და სასადილოს მშენებლობა;
  • ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის თიანეთის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტეფანწმინდის ფილიალის  სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
  • პროფესიული კოლეჯში „ლაკადა“ - სახელოსნოების მშენებლობა;
  • პროფესიული კოლეჯში „ოპიზარი“ - სახელოსნოების მშენებლობა;
  • პროფესიული კოლეჯში „თეთნულდი“ - საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 50 მოსწავლეზე;
  • საზოგადოებრივი კოლეჯში „აისი“ (კაჭრეთი) - სახელოსნოების მშენებლობა;
  • ხელოვნების კოლეჯის - პროექტირება-მშენებლობის დაწყება;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „ბლექსი“ (ბათუმი) - პროექტირება-მშენებლობის დაწყება;
  • საზოგადოებრივი კოლეჯში „იბერია“ (ბაღდათის ფილიალი) - სახელოსნოების მშენებლობა;
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განყოფილება - სახელოსნოების მშენებლობა;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ დედოფლისწყაროს ფილიალის ეზოს კეთილმოწყობა.

 

სქურის ტაძრის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 17:10

სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. ტაძარი კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოინახულეს. 

ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ რეაბილიტირებული ეკლესია აკურთხა. გაიმართა ჯვრის აღმართვის ცერემონია. 

ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. 

სქურის  დარბაზული ეკლესია მე-10 საუკუნით არის დათარიღებული

სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:19

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, პოლიეთილენის მილების მონტაჟი, სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მოწყობა. სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ  მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც  დაესწრო. ჯუმათის წყალმომარაგების პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.  სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე  დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური