სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 16:15

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.
“მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მისალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.

არჩილ ხაბაძემ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 12:02

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ლოცვაზე აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა.

,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, სიხარული. მე დღეს აღვნიშნე, რომ დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის, ჩვენ ერთად შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, ბევრი წარმატება გავიზიარეთ ერთად. ჩვენი მომავალიც არის ჩვენს ერთად ყოფნაში, ტოლერანტობაში ერთამნეთისადმი და ურთიერთსიყვარულში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისათვის ყველა მუსლიმს, ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული“ -  განაცხადა თავის მილოცვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური