შალვა გოგოლაძე - „ვიმედოვნებთ, მსოფლიო რაგბი ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს“

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020 12:01

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, რაგბის გულშემატკივრის და სპორტული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შალვა გოგოლაძემ კომენტარი ასევე რაგბის ეროვნული ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „ბოლო წლებში, „ფონდ ქართუსა“ და სახელმწიფოს მხრიდან ქართული რაგბის მიმართ განხორციელებულმა უპრეცედენტო მხარდაჭერამ და ჩვენი მორაგბეების წარმატებულმა თამაშმა, მოგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სამინისტროს მხარდაჭერით, საშუალება გვაქვს განაცხადი გავაკეთოთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - „8 ერში“ მონაწილეობაზე.

ვიმედოვნებთ, რომ როგორც „მსოფლიო რაგბი“, ასევე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს საქართველოსთვის სასარგებლო და ისტორიულ გადაწყვეტილებას და პირველად მოგვეცემა საშუალება ვიასპარეზოთ ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე, რაც ქართული რაგბისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის უდიდესი მონაპოვარი იქნება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სპორტული მიმართულებითაც. მარტის თვეში საქართველოში შეჩერდა ყველა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, მათ შორის რაგბის ეროვნული ჩემპიონატი - დიდი ათის გათამაშებაც. მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა მიმდინარე ჩემპიონატის დასრულება და ახალი სეზონის დაწყება.

რაგბის კავშირის გამგეობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო 2019/2020 წლის ჩემპიონატი და ყველანაირი ძალისხმევა მიმართულიყო ახალი - 2020/2021 წლის სეზონის დაწყებაზე. სახელმწიფოს მხარდაჭერით, დღეისათვის აღდგენილია საწვრთნელი პროცესი და ყველა გუნდი გადასულია აქტიური შეკრებების და ვარჯიშების ფაზაში. გუნდები ემზადებიან იმისთვის, რომ მიმდინარე თვის ბოლოს განახლდეს რაგბის ეროვნული ჩემპიონატი.“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირის თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება „მსოფლიო რაგბისთან“ და „6 ერის“ საორგანიზაციო კომიტეტთან, საქართველოს ნაკრების პრესტიჟულ ტურნირზე ოფიციალურად დაშვების საკითხებთან დაკავშირებით.

ორგანიზატორთა ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში, 5 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „6 ერის“ ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) და ფიჯისთან ერთად, პირველად იასპარეზებს ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს სტუმრობდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 16:10

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ,ქართველ სამხედროებს საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე წარუდგინა.გენერალ-მაიორმა შეიარაღებულ ძალებში სპორტის სხვადასხვა სახეობების და განსაკუთრებით რაგბის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში რაგბის, ლელოს, ხრიდოლის და მსგავსი სპორტის პოპულარიზაცია ისტორიული ფესვების განვითარებას და წინ წამოწევას უწყობს ხელს, რადგან რაგბი ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, სხარტ აზროვნებას და გამტან სულსაც გულისხმობს. გენერალ-მაიორმა კაპანაძემ ის გმირი მორაგბეებიც გაიხსენა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რასაც ჯარი ქართული რაგბის განვითარებისთვის აკეთებს და აღნიშნა, რომ რაგბის კავშირი აბსოლუტურად გახსნილია ნებისმიერი ინიციატივისთვის, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად, რეგიონულ თუ მსოფლიო დონის შეჯიბრებებსაც გულისხმობს. გაცნობითი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი აუდიტის ჩატარებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:45

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე უარყოფს რაიმე სახის ფინანსურ დარღვევებს რაგბის კავშირში და მოითხოვს აუდიტორული შემოწმების ჩატარებას.

"ცოტა უხერხულია წაგებულის მერე შავი პიარის, თან საფუძველმოკლებული პიარის აგორება. მეორე - კიდევ ვიმეორებ, აუდიტი არა მარტო იმიტომ, რომ ეს წესია, არამედ ეს არის ჩემი პირადი კატეგორიული მოთხოვნა, რომ ჩატარდეს აუტიდი. ვინც საუბრობს, არის საკანდელიძე, ყოფილი მორგაბე, თუმცა რაღაცა არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია და შემდეგ იქვე ყრილობის დროს განემარტა რაზე არის ლაპარაკი. გამოვრიცხავ ყველანაირ ფინანსურ გადაცდომებს იმ წლებში, როცა მე ვიყავი", - აღნიშნა გია ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა რაგბის კავშირის ყრილობაზე გაკეთებული ფარული აუდიო ჩანაწერი. ამ ჩანაწერში ისმის საუბარი რაგბის კავშირში შესაძლო ფინანსურ გადაცდომებზე და მოუწესრიგებელ ფინანსურ დოკუმენტაციაზე. ისმის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გია ნიჟარაძის, ასევე ირაკლი აბუსერიძის და კიდევ რამდენიმე ადამიანის ხმა. 

რაგბის კავშირში შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:27

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა სავარაუდოდ რაგბის კავშირის ყრილობაზე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი. ამ ჩანაწერში საუბარია რაგბის კავშირში შესაძლო ფინანსურ გადაცდომებზე, მოუწესრიგებელ დოკუმენტაციაზე.

ჩანაწერში ისმის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გია ნიჟარაძის, ასევე ირაკლი აბუსერიძის და კიდევ რამდენიმე ადამიანის ხმა. გია ნიჟარაძე უარყოფს რაიმე სახის ფინანსურ დარღვევებს რაგბის კავშირში და მოითხოვს აუდიტორული შემოწმების ჩატარებას.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა პროგრამის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:58

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა  ილია ზედგინიძემ საკუთარი სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ძირითად მიმართულებებად მან შიდა სარაგბო ჩემპიონატისა და ბავშვთა რაგბის  განვითარება, დამატებითი ფინანსური  ინვესტიციების მოზიდვა და მწვრთნელთა გადამზადება დაასახელა.

პრეზენტაციას საქართველოს სარაგბო ნაკრების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები,ქართული ოცნების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კვირას, 24 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 13:00 საათზე გაიმართება. კენჭს  პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი-გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იყრის.

“ბორჯღალოსნებს” კვლავ მილტონ ჰეიგი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 11:00

 “ბორჯღალოსნებს” კვლავ მილტონ ჰეიგი უხელმძღვანელებს გადაწყვეტილება საქართველოს რაგბის კავშირის გამეგეობამ მიიღო.ახალზელანდიელ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2+2 წლიანი სქემით გაფორმდება. ჰეიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, კონტრაქტს ხელს, 24 იანვარს გასამართი სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოაწერს. მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ასეთივე სქემით ლევან მაისაშვილი იქნება. სრკ-ს გამგეობამ, სხვა საკითხებზეც იმსჯელა, კერძოდ, დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე ნაკრებში, სამი ან მეტი მოთამაშის გაწვევის შემთხვევაში 1 სეზონის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 3 (სამი) თამაშის გადატანა, რის შესახებ გუნდმა (კლუბმა) უნდა აცნობოს საშეჯიბრო კომიტეტს 5 კალენდარული დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი არ გადაიდება. მწვრთნელების ნაკრებებში მივლინების გამო თამაში არ გადაიდება, თუნდაც ეს პიროვნება საკლუბო განაცხადში მოთამაშედ ირიცხებოდეს.

შესაძლოა,რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 16:21

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. 

სვანიძე კანდიდატად რაგბის 11-მა კლუბმა წარადგინა. 

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 დეკემბერს გაიმართება. გოჩა სვანიძე ამ ეტაპზე ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. 

გავლენის გამოყენების მცდელობა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 10:13

უკვე შეიმჩნევა ზოგიერთითანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, - რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აღნიშნულ განცხადებას საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა ავრცელებს.

newsday.ge აღნიშნულ განცახადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს რაგბის კავშირის წესდების ‘თ’ პუნქტის 1 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 20 დეკემბერს იმართება რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზეც უნდა იქნას არჩეული რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები - რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა. ეს კრება არის საარჩევნო კრება, რომელიც იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ.

არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი‘თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის’ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ.

 უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში.

 ‘რაგბი ჩვენი თამაშია’ - ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვდენაშია მარადიულ ფასეულობებთან.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს  თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობასაღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმისუფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრსმათი ნებისგამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარიიძულების მცდელობის შემხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან,მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბისკავშირის ნამდვილ წევრზემიმართული მისი ნებისსაწინააღმდეგოდიქნება მხილებული საჯაროდ.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლადგანვმარტავთრომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატიარ გახლავთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია,მმართველი პოზიცია თუ ოპოზიციაიგი მიმართულია იმცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირები მიმართვისაცსურვილი ექნება მოახდინოს  ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში - რაგბი ჩვენითამაშია

 

განცხადება მომზადებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბრის გამგეობის სხდომაზე

რომელსაც ესწრებოდნენ:

გოჩა სვანიძე - გამგეობის თავმჯდომარე

გამგობის წევრები:

თემურ ბენდიაშვილი;

ვასილ კევლიშვილი;

გიორგი ღლონტი;

გიორგი გორგასლიძე;

კახა მხეიძე;

გიორგი გეგენავა;

დიმიტრი კალანდაძე;

ირაკლი კიზირია;

ლევან ვასაძე;

ირაკლი აბუსერიძე - ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი გამგეობაში.

გიორგი ნიჟარაძე - მინდობილობის საფუძველზე გამგეობის სხდომაზე          წარმოადგინა ხმის უფლებით - გოჩა სვანიძემ.   

განცხადებას დაეთანხმა გამგეობის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი, რაც         დადასტურდა მათი ხელმოწერებით.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური