SputnikPro: საქართველოში პროექტის მორიგი მოდული სოციალურ ჟურნალისტიკას ეძღვნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 აპრილი 2019 11:07

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ქართული მასმედიის წარმომადგენლებისთვის SputnikPro-ს ახალ მოდულს იწყებს. მონაწილეებს იწვევენ დისკუსიაზე სოციალური ჟურნალისტიკისა და საზოგადოებაში რეალურ ცვლილებებზე გავლენის თემაზე გამოცდილების გაზიარებისთვის.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს გაიმართება. ღონისძიების სპიკერები იქნებიან საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" სპეციალისტები, პროექტ „წლის ეკოლოგიის" და „წლის მოხალისის" ხელმძღვანელები, 2017-2018 წლებში Рунет-ის პრემიის ლაურეატები:

– მარია ფერსმანი: „სოციალური ჟურნალისტიკა – მოდური ტრენდი და ახალი პროფესია";

– ელენა ისაიკინა: „მკითხველთან თავად მასზე საუბარი. როგორ ვწეროთ სოციალურ თემებზე".

მარია ფერსმანი: „მოხარული ვარ, რომ პროექტ SputnikPro-ს ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს შევხვდები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და იმის გაგებისთვის, თუ როგორ მუშაობენ ქართული მასმედიის წარმომადგენლები რთულ სოციალურ თემებზე. დღეს ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ თემებზე წერს, საზოგადოებაში დიდ როლს ასრულებს და ფაქტობრივად პროფესიის საზღვრებს სცილდება, რადგან მუშაობს მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება".

ელენა ისაიკინა: „სოციალურმა ჟურნალისტიკამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ფორმირება, როცა მასმედია კონკრეტული ადამიანების პრობლემებითა და მათი გადაჭრის საკითხით დაინტერესდა. რა არის სოციალური ჟურნალისტიკა – „შავი", „ყვითელი" ან კორექტულობა და კონსტრუქციულობა? პასუხისმგებლიანმა მასმედიამ უნდა იპოვოს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე და თამაშის ერთიანი წესები გამოიმუშავოს".

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებაზე, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეხუთედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

,,რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ტოვებდნენ არხს თუ იმედის დარბევა არ გავიდოდა ეთერში“ - ინგა გროგოლია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 10:08

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ჟურნალისტმა ,,არჩევანის“ სტუდიაში დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით გამოხატეს პროტესტი მაშინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტვ იმედში მიმდინარე მოვლენები.

"ან ვკითხულობდი, ან მესმოდა სად იყო რუსთავი 2 როცა 2007 წელს იმედში როდესაც ჟურნალისტებს ძირს ყრიდნენ... მე მინდა ჩვენს მაყურებელს მოვუყვე ერთი ასეთი ისტორია, რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივი მიდიოდა რუსთავი 2-იდან... მათ შორის დიანა, ზალიკო გიორგი ლაფერაშვილი, ნინო შუბლაძე... მთელი შემადგენლობა. მათ 7 ნოემბერს გამოთქვეს პროტესტი. იყო მცდელობა, რომ არ გაშუქებულიყო რა ხდებოდა იმ მომენტში ტვ იმედში და მთელი ეს შემადგელობა, ეს ადამიანები შევიდნენ მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, რომ ან კოლექტიურად დატოვებდნენ არხს, ან ეს ყველაფერს ეთერში გავიდოდა. ამიტომ მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანები, ჩემი საყვარელი კოლეგები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მათ უარი თქვეს მუშაობაზე თუ არ გავიდოდა ეს ყველაფერი ეთერში. ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. მე ამიტომ მოვედი, რომ მე უნდა მელაპარაკა ამაზე, მე ემერჯენსშიც მოვხვდი და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი მიერთებული. იმ დროს, როდესაც იმედში სპეცრაზმი შედიოდა, ეს ადამიანები, რუსთავი 2-ის თანამშრომლები, ამბობდნენ რომ პროტესტის ნიშნად საერთოდ წავიდოდნენ, თუ ამას მაყურებელი არ იხილავდა ეთერში,"- აცხადებს ინგა გრიგოლია.

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"კიდევ ერთი რამ ხდება ჩვენს გარშემო. სოციალურ ქსელში ვაწყდები, რომ დაიწყო ჟურნალისტების დაპირისპირებას. ჩემიანები და იმათიანები არ არსებობს, არსებობენ ჟურნალისტები. მხოლოდ ბევრი წლის წინ მაქვს ნანახი ტელევიზიის კიბესთან მიმდინარე პროცესები. ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება ძალიან ცუდია. ეს კითხვები არ გაჩნდებოდა რომ წინ ამბები არ ყოფილიყო. იმედში 2 პოლიტიკური თოქ-შოუ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი დაიხურა, შემდეგ რუსთავი 2-ის ამბები ეს ძალიან ცუდია,"- აცხადებს გრიგოლია.

ტელეწამყვანმა ნიკა გვარამიას განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟი შემაშფოთებელია. ,,პირადი ცხოვრებით მუქარა ძალიან ცუდია. არ დაიღალეთ იმით, რომ ყოველ რეგიონში ერთსა და იმავე დროში მივარდნები ხდება... რთული იყო იმ კადრების ნახვა, მაგრამ ის, რომ აჩვენებ ამას იქ სადაც არასრულწლოვნებიც არიან, რად უნდა ქვეყანას ასეთი მერი, რომელიც ვერ აკონტროლებს. ქვეყანა დიდი დაპირისპირების საფრთხის წინაშეა... ისევ გაისმის შეძახილები, მიუვარდეთ ჩავქოლოთ... ქვეყანას თავისუფალი სიტყვა სჭირდება. მე მინდა თავისუფალი სიტყვა, წარმოუდგენელია სახლებში მივარდნები და ასეთი ტიპის აქციები. ჩვენ ვიცით რომ ეს საშინელებები ხდებოდა, მაგრამ ხომ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ყველა მიმართულებით არის სიტუაცია დაძაბული. რუსთავი 2 როგორც ნაცმოძრაობის აპრტიულ ტელევიზიად კი არ უნდა განიხილონ, რუსთავი 2 არის წამყვანი მედია საშუალება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება დიდი დარტმა, როცა ნახავ იმას, რომ 6 საათიანი კურიერი იწყება ცარიელი სკამებით, მძიმე იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს დადგება ეს განაჩენი. დაამთავრეთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, ამის არავის არ ეშინია.“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ახალი სასწავლო წელი და ჟურნალისტთა განათლება "აქტუალურ თემაში" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 12:15

თანამედროვე განათლების სისტემა და განხორციელებული რეფორმები, განათლების დონე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, პედაგოგების მიერ გაწეული შრომა და მიღებული ანაზღაურება, სასაწავლებელს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტები და ქართულ ენაზე სწავლების პრობლემა ოკუპირებულ ზონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტიკა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია - „აქტუალური თემის“ შეკითხვებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნათია კალაძე პასუხობენ. უყურეთ „სტარვიზიის“ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური