საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 12:33

თბილისში, დედა ენის ბაღში საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა ქართული მედიისა დასაზოგადოების წინაშე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა. პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პუბლიცისტმა ზაურ ნაჭყებიამ ჟურნალისტებს გააცნო თეიმურაზ შაშიაშვილის წინასაარჩევნო სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი გახლდათ ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პირადად არ ესწრებოდა საინიციატივო ჯგუფის შეკრებას. ზაურ ნაჭყებიამ ისაუბრა წარდგენილი კანდიდატის მოტივაციებზე და სამოქმედო პროგრამის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანებასა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, თეიმურაზ შაშიაშვილი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პრინციპული პიროვნება და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას გააჩნია ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის.
საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: პროფესორმა კობა კობალაძემ, ცნობილმა მუსიკოსმა გელა ფარჩუკიძემ, პროფესორმა ნინო ჟვანიამ, ახალგაზრდული გუნდის ლიდერმა კრისტინე ჩაჩხიანმა, ჟურნალისტმა ლელა ებრალიძემ ისაუბრეს კანდიდატის უპირატესობებზე, თეიმურაზ შაშიაშვილის პიროვნებაზე, მის საპრეზიდენტო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაიმსხვრეს საარჩევნო ტექნოლოგიებად ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლის უანგარო მხარდაჭერის მიღებაზე. მათი აზრით, ასეთი ელექტორატის დეფიციტს ქართული საარჩევნო სივრცე არ განიცდის, მთავარია მათთან დროული, სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია.
პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი უახლოეს დღეებში უკვე თავად წარსდგება საზოგადოების წინაშე და ისაუბრებს ახალი სტანდარტის საარჩევნო სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებასაც თითოეულ მხარდამჭერთან ერთად აპირებს.

თბილისში გაიმართა მ. კვარაცხელიას წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 მაისი 2018 16:12

13 მაისს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ამჟამად UEFA-ს ოფიცრის მამუკა კვარაცხელიას ახალი წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ავტორს მორიგი წარმატებები უსურვეს ქართული სპორტის გამოჩენილმა მიმომხილველმა, ქართველი ებრაელების საამაყო შვილმა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ.
წიგნის ავტორის თქმით, ეს ნაშრომი მისი ინტერესის დაკმაყოფილებას წარმოადგენს. „ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ჰქვია ადიდასს „ადიდასი“, მერსედესს „მერსედესი“ და ა. შ. როდესაც გერმანიაში ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, ამ ყველაფრის დაბადების აკვანთან მივედი, მოვიძიე ფაქტები, გადავიღე ფოტოები და დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა“, - აღნიშნა ავტორმა.
როგორც მ. კვარაცხელიამ განაცხადა, სწორედ გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გახდა ამ წიგნის დასაწერად შთაგონების წყარო. „ამ გათამაშებაზე თითქმის ყველა თამაშს დავესწარი და ლამის მივმართე FIFA-ს, რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ჩაატარეთ-თქო. ფაქტობრივად მეც გერმანელი გავხდი. მსოფლიო პირველობის დღეებში რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო გერმანელების სითბო. ყველა დეტალი ჩემპიონატიდან მოთხრობილია წიგნში. რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მაქვს პატარა ჩანაწერები და მაქვს სურვილი ერთ წიგნად გავაერთიანო, თუმცა გერმანიაზე იმდენად დიდი მასალა მქონდა მინდოდა ცალკე წიგნად ყოფილიყო გამოშვებული“, - აცხადებს მ. კვარაცხელია.
მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაცია 13 მაისს საგანგებოდ დაამთხვია, ვინაიდან ამ დღეს ქართულმა ფეხბურთმა დიდ გამარჯვებას მიაღწია. „13 მაისი ჩვენს გულში ყოველთვის იყო არის და იქნება. ვერ აგიღწერთ ეს რა დღე იყო. დღეს რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ დაახლოებით ამ დონის სიხარული იყო 13 მაისი“, - დასძინა წიგნის ავტორმა.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისა, წიგნში გამახვილებულია ყურადღება არა მარტო ქართულ ფეხბურთზე, არამედ საქართველოს ისტორიაზეც.
წიგნი გამოიცა სპორტულ ჟურნალისთა ასოციაციის დახმარებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ავტორთან. ასევე სპორტსმენები და ქომაგები.

გიორგი ოთინაშვილი

მედიაკონფერენცია - MEDIA CONVENTION Berlin და Re:publica 2018

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 10:26

2-დან 4 მაისის ჩათვლით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის OPEN Media Hub-ის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონფერენცია Re:publica 2018. კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს (საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და მაროკოდან) Thomson Media-ს ბერლინის ოფისმა უმასპინძლა. ბერლინის მედიაკონფერენცია (MEDIA CONVENTION Berlin) სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მონაწილეობით უკვე მეხუთედ გაიმართა და მან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესის სახელი დაიმკვიდრა. 2018 წლის მედიაკონფერენცია ციფრული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ფესტივალს Re:publica 2018 დაუკავშირეს და იგი ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9 ათასმა ადამიანმა მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. გამომსვლელებს შორის იყვნენ 65 ქვეყნის წარმომადგენლები, მათგან 47% ქალები, და 800-ზე მეტი ჟურნალისტი.

ამ რამოდენიმე დღემ, რომელიც  ბერლინში გავატარე ჩემს კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა მომცა შემეძინა ახალი გამოცდილება და უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან დამენახა დიდ პოლიტიკაში და მედიაში მიმდინარე პროცესები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მქონდა პირადად შევხვედროდი და მესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან. რაღა თქმა უნდა მე მხედველობაში მაქვს შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ასევე პროექტში მონაწილე ექსპერტებთან და იმ ხალხთან, რომლებიც ერთმანეთს  საინტერესო და თანამედროვე პროექტმა OPEN Media Hub-მა დააკავშირა. 

ღონისძიების პირველ დღეს Thomson Media-ს ბერლინის ოფისში ჟურნალისტებისთვის გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი გაე დეგენი და უფროსი ექსპერტი მედიისა და გამოცდილების გაზიარების დარგში პეტკო გეორგიევი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს მედიასფეროში მიმდინარე სიახლეები და ისაუბრეს გერმანული წამყვანი მედიაშაუალებების მუშაობის სტილზე და სარეკლამო ბაზრის თავისებურებებზე.

გარდა ამისა OPEN Media Hub-ის გუნდმა ჟურნალისტებს გააცნო მედიაპროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობები: გრანტების მეორე კონკურსი  #Being20 (http://bit.ly/2HbVYPp და მომავალი კონკურსი სომხეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თაობაზე. მომდევნო დღეები ჟურნალისტებმა ფესტივალ Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში გაატარეს, სადაც პარალელურად იმართებოდა საჯარო ლექციები მასმედიის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.    

Re:publica არის შეხვედრის ადგილი მოყვარულთათვის და პროფესიონალებისათვის გლობალური ვებ-საზოგადოების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ციფრულ სფეროში. Re:publica 2018 ასევე არის ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა ევროპაში.

Re:publica 2018-ის ლოზუნგი გახლდათ "POWEROFPEOPLE", რომლის ძირითადი ასპექტები იყო პრესის თავისუფრლება და ადამიანის უფლებათა დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძალადობას, სიძულვილს და უსამართლობას თანამედროვე საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეებმა გააშუქეს ევროპული ციფრული საზოგადოების თემები სხვადასხვა თვალსაზრისით, ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში საერთაშორისო და გერმანულმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა (ARD, ZDF) წარმოადგინეს ციფრულ სფეროში დანერგილი სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მიღწევები აშკარად მიუთითებდა იმ ტენდეციებზე, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მიღწევები თვალსაჩინო და სამაგალითოა. პრესის თავისუფლება სათანადო დონეზეა დაცული და მას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ნათლად სჩანს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ განვლილი გზის სწორად აღქმა, შეგვაძლებინებს,  ჩვენს ქვეყნებში განვითარების იმ დონეს მივაღწიოთ, როგორიც ამჟამად არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ბერლინი-თბილისი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს დახურვას გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 09:34

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (1 არხი) ევროპის ბიუროს ხურავს, ამ ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს, რომელიც მრავალი წელია არხზე ევროპის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენას აშუქებს.

,,სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს, ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“ - წერს ქეთევან ქარდავა.

CPJ: მსოფლიოში ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტი თურქეთშია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:29

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი, რაც ახალი რეკორდია 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ. გასულ წელს, პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული იყო 259 ჟურნალისტი.

CPJ-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეორე წელია დაპატიმრებული ჟურნალისტების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მოდის თურქეთზე, ჩინეთსა და ეგვიპტეზე. ამ ქვეყნებში ციხეში აღმოჩნდა სულ 134 ჟურნალისტი, მათგან 73 თურქეთში.

ელენა ბეისერის ხელმოწერილი ანგარიში თანახმად, მეორე წელია ზედიზედ თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული.

″თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრესაზე ზეწოლა გაიზარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზოგიერთ ჟურნალისტს ბრალად დასდეს, რომ აპლიკაცია Bylock-ს იყენებდნენ და სავარაუდოდ, გიულენის ინსტიტუტებს შორის მოხსენიებულ ბანკებში ანგარიშები ჰქონდათ″, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაპატიმრებული ჟურნალისტების სამ-მეოთხედს ბრალად დასდეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკმაოდ ფართო და ბუნდოვანი ანტიტერორისტული კანონების საფუძველზე. ამასთან, 35 ჟურნალისტი დააპატიმრეს ბრალის წარდგენის გარეშე.

CPJ-ის შეფასებით, მსგავსი კანონებით, კრიტიკული ჟურნალისტიკის ჩახშობას ცდილობენ. ანგარიშში ასევე, საერთშორისო თანამეგობრობას გლობალური პრობლემის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის არ ქონის გამო აკრიტიკებენ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ″არასწორი ახალი ამბების″ გავრცელების ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ 21-ს მიაღწია, რითაც რეკორდი დამყარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა ზეწოლა არ მოახდინა თურქეთის და ჩინეთის ლიდერების ავტორიტარულ ქმედებებზე.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-42338426

მოიხდის თუ არა საჯაროდ ბოდიშს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა მაღრაძე?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:43

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

შარაბიძემ რუსთავი 2-ზე 9 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მიმართავს სასამართლოს ჟურნალისტის - ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

„სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამრთლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მისივე თქმით, „გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით“.

„სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – თქვა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კველვებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.

ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ სიუჟეტზე, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება მიმართვას ქარტიისადმი.

„მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა. 

კლიენტებს ”ფეისბუქით” ვშოულობ - 5 შვილის დედა, რომელიც ოჯახს მეძავობით არჩენს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 16 ივნისი 2017 00:22

”პროფილმა” მაყურებელს 46 წლის ყოფილი ჟურნალისტი, 5 შვილის დედა გააცნო, რომელიც თავს და შვილებს მეძავობით არჩენს. ის კლიენტებს ”ფეისბუქის” საშუალებით შოულობს.

ყოფილი ჟურნალისტი მეძავად მუშაობს- "პროფილის" სკანდალური ანონსი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 09 ივნისი 2017 21:12

"როდესაც სექსში გამომცდიან, მეორედ აღარ უჩნდებათ სურვილი" - ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც მეძავი გახდა - "პროფილის" ყველაზე სკანდალური ანონსი.

"ნაცემია, სავარაუდოდ ქართველმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს" - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 11:21

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ადვოკატი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის თავს სამი პირი, თბილისში საცხოვრებელ სახლთან დაესხა.

მისი თქმით, ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტის ვარაუდით ისინი ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის სავარაუდოდ მათვე ჩაუდეს ათი ათასი ევრო.

„ის ნაცემია და ამბობს, რომ მოტეხილობებიც აქვს. ყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ. მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. დღეს გადაწყდება მისი წინასწარი დაკავების საკითხი,”-ელჩინ სადიყოვი.

სამსჯავროზე ქრისტე გკითხავთ ჟურნალისტი იყავი თუ ქრისტიანიო - სასულიერო პირი მედიას მიმართავს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 14:21

“სამსჯავროზე ქრისტე გკითხავთ, ჟურნალისტი იყავი, პირველ რიგში თუ ქრისტიანიო. ისე აშუქებთ, ერთი მხარე გამოგყავთ გაუნათლებელი, მეორე კი პროგრესული”, – განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ ლგბტ თემის აქციის კომენტირებისას.

ლგბტ აქტივისტებმა ერთსაათიანი აქცია კანცელარიის შენობის წინ გამართეს. ღონისძიების მსვლელობისას უსაფრთხოებას სამართალმდაცველები უზრუნველყოფდნენ. უახლოესი ქუჩები კი გადაკეტილი იყო.

 

წყარო: garb.ge

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური