თბილისში ჟურნალისტებისთვის მუშაობა დაიწყო ეუთო-ს მიერ ორგანიზებულმა კონფერენციამ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 15:54

დღეს თბილისში მუშაობა დაიწყო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულმა  სამხრეთ კავკასიის მე-12 მედია-კონფერენციამ თემაზე: ციფრული მაუწყებლობა, როგორც მედიის თავისუფლების ინსტრუმენტი.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი.
კონფერენციაში მონაწილეობს აზრბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის 70-ზე მეტი ჟურნალისტი, ოფიციალური პირი, მედია ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.
წლების განმავლობაში სამხრეთ  კავკასიის მედიაკონფერენცია გადაიქცა უნიკალურ ფორუმად, სადაც  შეიძლება მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და აზერბაიჯანელ, ქართველ და სომეხ ჟურნალისტთა შორის თანამშრომლობის განხილვა.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა გააანალიზეს საერთაშორისო სტანდარტები და ამ სფეროში არსებული პრაქტიკა, შეაფასეს ის შესაძლებლობები, რასაც თვით-რეგულირების დამოუკიდებელი ორგანოები იძლევა მასმედიის სფეროში პლურალიზმის სტიმულირებისთვის, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების სფეროში არსებული ვითარება.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეები შეიმუშავებენ და მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.
ეუთოს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის მე-12 საერთაშორისო მედია-კონფერენცია თემაზე: ციფრული მაუწყებლობა, როგორც მედიის თავისუფლების ინსტრუმენტი თავის მუშაობას 30 სექტემბერს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

კომპანია "კრისტალბეთმა" ტურნირის გამარჯვეულებს ფულადი ჯილდოები გადასცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 14:24

კვირას, 20 სექტმებერს, თბილისში, კაფე „აკადემიაში“ კომპანია „კრისტალბეთის“ ორგანიზებით ჩატარდა ნარდის მედია ტურნირი, რომელშიც საქართველოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნარდის მედია ტურნირის გამარჯვებილი გახდა ტელეკოპანია მაესტროს ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, რომელსაც პირველი ადგილისათვის დაწესებული ფულადი ჯილდო - 1700 ლარი გადაეცა. მეორე ადგილი დაიკავა გაზეთ „მესენჯერის“ მთავარმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა ზაზა გაჩეჩილაძემ. შესაბამისად მას 800 ლარი გადაეცა. ნახევარფინალში დამარცხებულ წყვილს შორის, რომელშიც სააგენტო „fact2.ge”-ის გუნდის წევრმა კახა დარბაიძემ პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური დაამარცხა და 500 ლარი მიიღო.

პრიზი ერგო ტურნირის საუკეთესო მანიდილოსან მოთამაშესაც. „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინო ნუცუბიძე,  ლოპოტაზე ორკაციანი საგზურით დასაჩუქრდა გამორჩეული ასპარეზობისთვის.

21 კომპანიის 64  ჟურნალისტი 1/32 ფინალიდან ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრა ერთმანეთს. თითო წყვილის თამაში ორ მოგებამდე გახლდათ. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 3000 ლარს. გარდა ამისა დაწესებული იყო სხვასდხვა პრიზები, პირველ სამეულზე და საუკეთესო მანდილოსან მოთამაშეზე. გამორჩეული იყო ისიც, რომ ტურნირის ყველა მონაწილეს კრისტალბეთის ანგარიშზე საჩუქრად 50 ლარი დაერიცხათ. მედია ტურნირის მსვლელობისას ჟურნალისტებისთვის კაფეში მეტად სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი, რაც ტურნირის ორგანიზატორის კომპანია „კრისტალბეთის“ და კაფე „აკადემიის“ ხელმძღვანელობის დიდი დამსახურება იყო.

მედია ტურნირის ორგანიზატორების თქმით, ანალოგიური სახის ტურნირი სხვა სახეობებში მომავალში კიდევ გაიმართება.

კომპანია „კრისტალბეთი“ ჟურნალისტებისთვის ნარდის მედია ტურნირს მართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 11:02

კომპანია „კრისტალბეთი“ კვირას, 20 სექტმებერს, თბილისში, კაფე „აკადემიაში“ ატარებს ჟურნალისტებისთვის ნარდის მედია ტურნირს. ყოველი მედია კომპანიიდან გუნდის სახით წარმოდგენილი იქნება სამი თანამშრომელი. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 3000 ლარს. გარდა ამისა იქნება სხვასდხვა პრიზები, პირველ სამეულზე და საუკეთესო მანდილოსან მოთამაშეზე, რომელიც მიიღებს ორკაციანი საგზურს ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში. გარდა ამისა ყველა მონაწილეს კრისტალბეთის ანგარიშზე საჩუქრად დაერიცხებათ 50 ლარი.  მედია ტურნირის მსვლელობისას იქნება სასიამოვნო გარემო ჟურნალისტებისთვის. (ფურშეტი, მუსიკა და გათამაშება).

მონაწილეები ტურნირზე უნდა გამოცხადდნენ 16:30 წუთზე კაფე “აკადემიაში“.  ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. 64 მოთამაშე განაწილდება 1/32 ფინალში და თითო წყვილი ითამაშებს ორ მოგებამდე. საპრიზო თანხები გამარჯვებულებზე შემდეგნაირად გადანაწილდება. პირველი ადგილი–1700  ლარი. მეორე ადგილი –800 და მესამე ადგილი –500 ლარი. მესამე ადგილისთვის ნახევარფინალში დამარცხებულები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ხოლო ფინალური წყვილის შეხვედრა გაიმართება ამის შემდეგ.

თურქეთში ქვეყნის ყველაზე დიდი ბიზნესმენთა ასოციის წევრი დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 12:13

თურქეთში ბოლო დროს თავისუფალი მედიის დარბევისა და ჟურნალისტების დაკავების შემდეგ, თავრობის მხრიდან ქვეყნის ზოგიერთი უმსხვილეს კომპანიებს ზეწოლა დაიწყო და ერთ ერთი უმსხვილეს კომპანიის, ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელი კომპანიებიდან Boydak Holding-ის CEO და ქვეყნის ყველაზე დიდი ბიზნეს ასოციაციის (TUSIAD) წევრი მემდუჰ ბოიდაგი გუშინ დააკავა. ისევ უმსხვილესი კომპანია AlarkoHolding-ის მეპატრონე  ისაკ ალათონი კი  იმ ბიზნესმენებს შორის აღმოჩნდა, რომლის მიმართაც გამოძიება დაიწყო. გამიძიებას  ანკარის პროკურატურამ დაიწყო.

პოლიციის მიერ ბიზნესმენების სამუშაო ადგილების დარბევის მისამართი გუშინ BoydakHolding-ის ფირმების და მის მიერ გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდა. პოლიციამ, ქალაქ კაისერიში, ბოიდაგის ხელმძღვანელთან ერთად კიდევ 8 ბიზნესმენი დააკავა. თურქეთის პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ რამდენიმე თვის წინ ერდოღანმა Boydak Holding-ის ხელმძღვანელობას გვერდში დგომა შესთავაზა და კომპანიის ხელმძღვანელობამ  მას უარი უთხრა. ამის შემდეგ კი ჰოლდინგზე ზეწოლა  დაიწყო და ბოლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელიც დააკავეს.

ქვეყანაში 14 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, უმსხვილეს სამრეწველო გიგანტებს შორის მოხვედრილ  BoydakHolding-ის მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თურქეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციამ (TUSIAD) მწვავე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში, ბიზნეს სექტორის ყოველთვის შეთითხნილი ბრალდებებით შეწუხებას გაესვა ხაზი. თურქეთის უმაღლესი კაპიტალის მქონე TUSIAD-ი, რომლის შემადგენლობაშიც უამრავი ბიზნესმენი შედის. დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მათგან ერთერთი მემდუჰ ბოიდაქი დააკავეს, რომელიც TUSIAD-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, "მის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოვითხოვთ,"- ნათქვამია განცხადებაში. გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელია.

"კანონით მართვად სახელმწიფოებში ბიზნესის სექტორის ჩათვლით არცერთი კომპანია და პიზიკური პირი ყოველგვარი შემოწმებისა და გამოძიებისგან გათავისუფლებული არ არის და კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს,"-   აღნიშნულია განცხადებაშია.  მემდუჰ ბოიდაქი ბიზნესის სექტორში რეპუტაციის მქონე, პატივსაცემი და ღირსეული წევრია. მუდმივად ბიზნესმენების მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებებით ბიზნესმენებში აღშფოთებას იწვევს. ეს ბნელი ატმოსფერო რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

TUSIAD-ის წევრი კომპანიები თურქეთის საგარეო ვაჭრობის 80 პროცენტს ასრულებენ, ამასთან ერთად საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გარდა მომუშავე ადამიანების ნახევარს სამუშაოთი უზრუნველყოფენ.

თურქეთში უკვე დიდი ხანია ოპოზიციურად ჩათვლილი პატარა ან დიდი კომპანიებისა და ბიზნესმენეს მიმართ ზეწოლა გრძელდება.  

ახალი სასწავლო წელი და ჟურნალისტთა განათლება "აქტუალურ თემაში" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 12:15

თანამედროვე განათლების სისტემა და განხორციელებული რეფორმები, განათლების დონე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, პედაგოგების მიერ გაწეული შრომა და მიღებული ანაზღაურება, სასაწავლებელს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტები და ქართულ ენაზე სწავლების პრობლემა ოკუპირებულ ზონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტიკა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია - „აქტუალური თემის“ შეკითხვებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნათია კალაძე პასუხობენ. უყურეთ „სტარვიზიის“ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“. 

გაერომ თბილისში ჟურნალისტებისთვის ონლაინ ბრიფინგი გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 12:22

2015 წლის 25-27 სექტემბერს, 160 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაცია,  შეიკრიბება ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე.  სამიტზე დაგეგმილია მდგრადი განვითარების  სამოქმედო  გეგმის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას მომავალი 15 წლის განმავლობაში. 

ამასთან დაკავშირებით, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტმა ჟურნალისტებისათვის თბილისში ონლაინ ბრიფინგი გამართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

ბრიფინგს უძღვებოდა ლენი მონტიელი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ეკონომიკური განვითარების საკითხებში, გაეროს ეკონომიკურ და სოცილურ საქმეთა დეპარტამენტში (DESA).

ლენი მონტიელიმ  თავის გამოსვლაში დაწვრილებით ისაუბრა მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის დღის წესრიგში, რომლის სათაურია "ჩვენი ქვეყნის გარდასახვა“ დეტალურად გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ქვეყნის მხრიდან სათანადო ზომების მიღებას. „გეგმაში ასევე ნათქვამია, რომ სიღარიბესთან ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკური წინსვლისთან პარალელურ რეჟიმში და იგი უნდა ითვალისწინებდეს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მთელ რიგ კომპლექსს“, - ხაზი გაუსვა ლენი მონტიელიმ.

ეკონომიკური განვითარების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის გამოსვლის დასრულების შემდეგ მან ამომწურავი პასუხები გასცა ონლაინ ბრიფინგში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს.

გაერო აწყობს ონლაინ ბრიფინგს ჟურნალისტებისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 09:25

2015 წლის 25-27 სექტემბერს, 160 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაცია,   შეიკრიბა ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე.  სამიტზე დაგეგმილია მდგრადი განვითარების  სამოქმედო  გეგმის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას მომავალი 15 წლის განმავლობაში. 

ამასთან დაკავშირებით, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი აწყობს ონლაინ ბრიფინგს ჟურნალისტებისათვის. ბრიფინგს გაუძღვება ბატონი ლენი მონტიელი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ეკონომიკური განვითარების საკითხებში, გაეროს ეკონომიკურ და სოცილურ საქმეთა დეპარტამენტი (DESA).

ბრიფინგი ჩატარდება ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, 17:00 – 18:00 საათზე გაეროს სახლში (ერისთავის ქ. 9, მრგვალ ბაღთან).  ბრიფინგი რუსულ ენაზე გაიმართება.

ოლიმპიური ცეცხლი უკვე თბილისშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 19 ივლისი 2015 11:30

ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ათენში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აანთეს, თბილისში 17 ივლისის საღამოს, ზუსტად 21 საათზე შევიდა. დედაქალაქამდე მან ქვეყნის 67 მუნიციპალიტეტი მოიარა.

ევროპის მოედანზე, საგანგებოდ აღმართულ სცენაზე, ოლიმპიური ცეცხლი „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა მიიტანა და ქალაქის მერს, დავით ნარმანიას გადასცა. მოხალისეების, მას-მედიისა და თბილისელების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ დავით ნარმანია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ალექსი ახვლედიანი. მათ ხაზი გაუსვეს ფესტივალისა და საქართველოს დედაქალაქისთვის მისი მასპინძლობის მნიშვნელობას. შემდეგ, საგანგებოდ შერჩეულმა მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორის იყვნენ სპორტსმენები, ჟურნალისტები და კულტურის მოღვაწეები, ცეცხლი თავისუფლების მოედნისკენ წაიღეს, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პრემიერ მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დიდი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო, რომელიც 26 ივლისამდე თავისუფლების მოედანზე იგიზგიზებს, შემდეგ კი "თბილისი 2015"-ის გახსნის ცერემონიალზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლებს.

საქართველოს წამყვანი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2015 13:38

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინფორმაციის სფეროში  არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების, ჩვენი ქვეყნების ერთმანეთისათვის კარგად გაცნობისა და მიღწეული წარმატებების უშუალოდ ნახვის მიზნით, მოეწყო საქართველოს წამყვანი მედია ორგანიზაციის 12 წარმომადგენლის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

„ჟურნალისტების დელეგაციების პროგრამა“ განხორციელდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ ლევენთ გუმრუკჩუს პირადი ინიციატივითა და თურქეთის საჯარო დიპლომატიის კოორდინაციის ცენტრისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მხარდაჭერით. ქართველი ჟურნალისტების 5 დღიანი პროგრამა მოიცავდა ანკარასა და სტამბოლში ოფიციალურ ვიზიტებს და აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ-კულტურულ აქტივობებს.

თურქეთის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ქართველმა ჟურნალისტებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატში, საერთაშორისო ტერორიზმისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრში (UTSAM), იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, უცხოეთში მცხოვრები თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, რელიგიურ საქმეთა სამმართველოში, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიაში (TRT), ხოლო ქ. სტამბოლში დოღნის მედია ცენტრში, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციის (DEİK) ბიზნეს საბჭოებში. ასევე, შეხვდნენ გალათასარაის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორს, დოქტორ ფაიქ დემირს.

პროგრამა ითვალისწინებდა თურქეთისადმი არსებული ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, უცხოელი ჟურნალისტებისათვის და სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებისათვის თურქეთის შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიწოდებას.

სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ყველა ეს მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული და უფრო მეტიც მოულოდნელი შედეგიც კი მოიტანა. კერძოდ, შეხვედრებზე მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე უკვე თურქი ჟურნალისტების ჯგუფი ესტუმრება საქართველოს. გარდა ამისა დაისახა სამომავლო გეგმებიც, რომელიც შეეხება ქართული და თურქული საინფორმაციო საშუალებების და ჯურნალისტების ერთობლივ მუშაობას სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მიზანია მსოფლიოში თურქეთთან მიმართებაში რეალისტური წარმოდგენის შექმნა და ძლიერი და ეფექტური მედია გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ კომპეტენტური უწყებების დროული და სწორი ინფორმირებისა და პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიზნით, პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატი თვალყურს ადევნებს მსოფლიოს დღის წესრიგს და საერთაშორისო პრესაში გასულ ინფორმაციებს და 25 სხვადასხვა ენიდან თარგმნის თურქულ ენაზე.

როგორც ანკარაში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მთავარმა მრჩეველმა, დოქტორმა ჯემალეთთინ ჰაშიმიმ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დაძაბული ვითარება სუფევს, ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, თურქეთ-საქართველოს შორის არსებულ დღევანდელ ურთიერთობებს თამამად შეიძლება სტრატეგიული ეწოდოს. „ხშირად ვრცელდება არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ამის გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალება ორი ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა დოქტორმა ჰაშიმიმ და დაამატა, რომ თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის - უფრო აქტიური უნდა გავხადოთ ორი ქვეყნის პრესის წარმომადგენლებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მთავარმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ჟურნალისტების მოსაზრებების გაცნობა, ვინაიდან ეს დაეხმარება მათ იმის გაგებაში თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ქართულ-თურქული ურთიერთობები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სირიაში მიმდინარე მოვლენებს და როგორც დოქტორმა ჰაშიმიმ ბრძანა - კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. „ჩვენ დაახლოებით ერთი მილიონი ლტოლვილი შევიფარეთ და დღემდე უანგაროდ ვაგრძელებთ მათ დახმარებას. მიუხედავად იმისა გაუწევს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა სირიელ ლტოლვილებს დახმარებას, თურქეთის ხელისუფლება მისცემს თავშესაფარს მათ, ვინაიდან მიაჩნია, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილი უმწეო ლტოლვილების დახმარების აღმოჩენა თითოეული დემოკრატიული სახელმწიფოს უპირველესი ვალია“, - დასძინა დოქტორმა ჰაშიმიმ.

შეხვედრებზე საუბარი რაღა თქმა უნდა  ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც შეეხო და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გარკვევით ითქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლინობის საკითხი თურქეთისთვის ხელშეუხებელი თემაა და მასში არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თურქეთისთვის და მიგვაჩნია, რომ ამას სხვა ქვეყნებმაც უნდა სცენ პატივი. ოფიციალურ თურქეთს დღეს არანაირი ურთიერთობები და გეგმები არ გააჩნია აფხაზეთთან და არც მომავალში ექნება“, - აცხადებენ თურქეთის ოფიციალური წარმომადგნლები.

1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიერ საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით წამოწყებულ სეპარატისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით, თურქეთი ატარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და კონფლიქტების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას.  აჭარის რეგიონის ავტონომიური სტატუსი კი, განსაზღვრულია მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გენერალური დირექტორის მოადგილის ჰაირიე ქუმაშჩიოღლუს განცხადებით, დღეისათვის თურქეთის მოქალაქეები ძალიან ხშირად სტუმრობენ საქართველოს და ამ კუთხით ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან. „ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მჭიდრო, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები სუფევს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა ერთობლივი თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითია ყველასათვის. ისინი რეგიონს ერთი ფანჯრიდან უყურებენ და აქედან გამომდინარე საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე საქართველო თურქეთსაც ანალოგიურ პარტნიორად მიიჩნევს. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალის და „ტანაპის“ პროექტები იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაქსიმალურად გამარტივებულია, რაც თავის მხრივ იმის მაუწყებელია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება მხოლოდ განსაკუთრებული ურთიერთობების დახმარებით არის შესაძლებელი“, - მიაჩნია  ჰაირიე ქუმაშჩიოღლუს.

რაც შეეხება საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების საკითხს, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მკაფიოდ ითქვა, რომ თურქეთი ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას იყენებს და ყველანაირ დონეზე მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების საკითხს. „საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენ არ ვაწყობთ სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენ მას ვაწყობთ მხოლოდ და მხოლოდ პირადად საქართველოსთან ურთიერთობებიდან გამომდინარე“, -  აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და კავკასიის დეპარტამენის წარმომადგენლები.

დღევანდელი მდგომარეობით, თურქეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს პოლიტიკური პრობლება და ქვეყნებს შორის ურთიერთობები ემყარება თანასწორობისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს. სანიმუშო მეზობლური ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითებია: ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ტურისტული მიზნით 90 დღის განმავლობაში უვიზო მიმოსვლა, ბათუმის აეროპორტის თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი ექსპლუატაცია, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფუნქციონირებისა და ახალი სასაზღვრო კარების გახსნისაკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევა. აგრეთვე, 2011 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ საშუალება უპასპორტოდ, მხოლოდ პირადობის ბარათის საფუძველზე იმოგზაურონ ერთიმეორის ქვეყნებში.

თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა ასევე წარმატებით ვითარდება არა მხოლოდ ორმხრივ არამედ, რეგიონალურ ფორმატშიც, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ ბუნებრივი გაზსადენისა პროექტები, ხოლო 2015 დაგეგმილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალის დასრულებაც.

თურქეთისა და საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვის შედეგია ხალხთა შორის ჩამოყალიბებული ახლო ურთიერთობები. ამ ფონზე, ახალციხელი თურქები ქმნიან ორი ქვეყნის დამაკავშირებელ კიდევ ერთ კულტურულ ხიდს. თურქეთი მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოთა კავშირის პერიოდში 1944 წელს მამა-პაპისეული ქართული მიწებიდან შუა აზიაში გადასახლებული ახალციხელი თურქების საქართველოში დაბრუნების საკითხს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ ამ მიზნით დაწყებულ საქმიანობას.

ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად პოზიტიურ ჭრილში ვითარდება ეკონომიკური და სავაჭრო კავშირებიც. თურქეთი, 2007 წლიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამაც. 2014 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1,967 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს საგარეო ვაჭრობაში თურქეთის წილი იყო 17.2%. ასევე, საქართველოში თურქული სამშენებლო ფირმების მიერ განხორციელებული პროექტების საერთო ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარი. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა თურქული ფირმების რაოდენობა, განსაკუთრებით ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის სექტორში. 1997-2010 წლებში საქართველოში თურქეთის ჯამური ინვესტიციის ოდენობა 682,3 მილიონი დოლარია.

საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობაც უპრობლემოდ და პოზიტიურად ვითარდება. საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია თურქოლოგიის ფაკულტეტი, სადაც სწავლობს 268 სტუდენტი და მუშაობს 40 ლექტორი. საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ამჟამად სწავლობს 257 თურქეთის მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ისინი რაოდენობით მეორე ადგილზე დარეგისტრირებულ უცხოელ სტუდენტებს შორის არიან.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს ის, რომ თურქეთის სამომავლო პერსპექტივის ხედვა ეყრდნობა მრავალფეროვან ტრადიციებს, რომლებიც სათავეს იღებენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობიდან, არსებული საშუალებების მობილიზაციის გზით ხორციელდება პოლიტიკისა და ინსტიტუტების მეშვეობით. თურქული საერთაშორისო ინსტიტუტების პრიორიტეტია იყოს გახსნილი მსოფლიოსათვის და ამასთანავე, განავითაროს თურქეთისათვის დამახასიათებელი საჯარო დიპლომატიის ენა და პრაქტიკა.

აქედან გამომდინარე მათი მიზანია ამ მიდგომის საფუძველზე, მდიდარი და დინამიური ადამიანური რესურსების გამოყენების,  პლურალისტული და ფართე ხედვის შემუშავების გზითა და ჩამოყალიბებული კავშირების მეშვეობით        გაამდიდროს, გააფართოვოს და განამტკიცოს თურქეთისადმი ნდობა. აგრეთვე, უზრუნველყოს მისი ჩართულობა რეგიონალურ და გლობალურ პოლიტიკაში მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების მიზნით.

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქართველი ჟურნალისტებისათვის მომზადებული იყო კულტურული პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მათ დაათვალიერეს  ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმი, ანკარის ციხე, ჰამამონუს ისტორიული უბანი, ათათურქის მავზოლეუმი „ანითქაბირი“,სულეიმანიეს მეჩეთი, სულთან აჰმედის მეჩეთი, აიასოფიას მუზეუმი, თოფქაფის სასახლე და იერებათანის წყალსაცავი.

ავთანდილ ოთინაშვილი

ანკარა-სტამბოლი-თბილისი

 

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური