არასამთავრობოების და რუსთავი 2-ის ჟურნალისტების შეხვედრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 14:13

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში მიიმდინარებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თავად გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ჟურნალისტებს. ისინი დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ჟურნალისტები ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ და ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

არასამთავრობოებს კვლავ რჩებათ კითხვები, რომელიც არსებობდა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ ეს კითხვები არ მოხსნა.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურმა გუშინვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რა პოზიცია აქვსრუსთავი 2-ს.

"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის გუნდს სურს ნორმალურ ვითარებაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება. არასამთავრობო სექტორთან ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები, მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის გარშემო დაიწყო ეს პროცესები. ისინი მუდმივად საქმის კურში არიან და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ ზუსტად გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს რუსთავი 2 და როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას," - განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.

თურქეთში არჩევნებამდე 5 დღით ადრე ერდოღანის მმართველობამ თავისუფალი მედია შეზღუდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:08

თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში 1 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალის აგორება გადაწყვიტა. ანკარის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოწინავე ჰოლდინგებიდან ქოზა-იფექ-ის, არსებული მართველობა გადააყენა და პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული სახელწიფო მართველები დაუნიშნა რაც ნიშვავს ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული მედია-საშუალებებთან ერთად 21 კომპანიის ხელში ჩაგდებას.  დღეს დილით კი პოლოციამ ამ ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული ტელევიზიების Bugün და Kanaltürk-ის შენობებში შეიჭრნენ. შემდეგ ტელევიზიების მაუწყებლობა გააჩერეს და რამოდენიმე ჟურნალისტი კი დააკავეს.   

ქოზა-იფექ ჰოლდინგი, გასულ თვეში ფინანსური პოლიციის მიერ იქნა შემოწმებული და შედეგად დარღვევები არ იქნა აღმნოჩენილი. მიუხედავად ამისა სასამართლომ გუშინ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 

ქოზა-იფექ ჰოლდინგის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სასამართლომ ჰოლდინგების მმართველობაში, პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერი წრიდან, გაზეთ „Sabah“ და ტელევიზია ATV-დან ადამიანები დაუნიშნა. დღეს დილით კი პოლიცა ტელევიზიების Bugün სა და Kanaltürk-ის შენობაში შეიჭრა და მაუწყებლობა გააჩერა.  

ქვეყნის ელიტა, იურისტები, ექპერტები, ჟურნასლიტები, ბიზნესმენები და ყველა ოფოზიციური პარტიის წარმომადგენლები განაცხადეს რომ, სასამართლოს ეს ქმედება ისედაც ბოლო წლებში ძალიან შევიწროებული თავისუფალ მედიის, ერდოღანის მიხრიდან ხელში ჩაგდებაა და წინასაარჩევნოდ არის თავისუფალი მედიის გასაჩუმება.  კერძო კაპიტალისა და ფირმების უკანუნოდ ხელში ჩაგდებაა რომლებიც არ დათანხმდნენ ერდოღანის მხარში დგომაზე. ზუტად ამასთან დაკავშირებით ერდოღანის პარტიის ერთ ერთი წევრი დეპუტატმა გუშინ ტელევიზიით განაცხა და რომ არჩევნების შემდეგ ამ თავისუალ მედიის ხელში ჩაგდების ჭერი მოუვათ გაზეთები; Zaman, Hürriyet, Sözcü-სა და Cumhuriyet საცო.   

ქოზა-იფექ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების გაზეთები Bugün და Millet; ტელევიზიები Bugün და Kanaltürk, ითვლება იმ ორ მედიასაშუალებად, რომლებიც დამოუკიდებელი და ნეიტრალურია. თურქეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაციები რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, ქოზა-იფექ-ის ხელმძღვანელობისაგან მხარში დგომა მოითხოვა და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ამ ჰოლდინგის მიმართ დარბევები დაიწყო.

ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო არენაზეც დიდი რეაქცია გამოიწვია. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია: "მთავრობებმა სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სასამართლო სისტემის მიმართ პატივისცემა და ყველა მონაწილესადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპი უნდა დაიცვას კანონის წინაშე, რათა უზრუნველყოს, კანონის უზენაესობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად". ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა, რომ 1 ნომებრის არჩევნების წინ ქოზა-იფექ ჯგუფის ხელში ჩაგდების გამო შეშფოთებულია და თქვა რომ თავისუფალი მედია არის დემოკრატიის მთავარი ხელხემალი.  ევროპარლამენტის ქრისტიან დემოკრატების თურქეთის რეფორმატორმა რენათა სომმერმა ასევე განაცხადა, რომ ამ პირობებში ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებზე საუბარი ზეტმეტი იქნება.

პრეზიდენტი ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:48

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაში მონაწილეობენ ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე, ნინო ჯანგირაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან. 
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა: 
„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.
მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები - გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას! მოვუწოდებ მოსამართლეს - არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

თამაზ ურთმელიძემ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი დაუწუნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:26

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე კურიერის სიუჟეტებს გამოეხმაურა, რომელიც მოპასუხე მხარეს მტკიცებულებად ჰქონდა წარმოდგენილი. მისი თქმით, სიუჟეტები საქმესთან დაკავშირებით შემხებლობაში არ არის.

თამაზ ურთმელიძემ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი დაუწუნა და გააკრიტიკა. 

„ეს სიუჟეტები რამდენად აკმაყოფილებს ჟურნალისტურ ეთიკას,  ეს სხვა საკითხია," - განაცხადა ურთმელიძემ. 

ურთმელიძის თქმით, ჟურნალისტს მინიმუმ მეორე მხარის პოზიცია უნდა გაერკვია. 

აცილების შუამდგომლობა  თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ადვოკატების შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული.

ეკა ხოფერია რუსთავი 2- ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:57

სოციალურ ქსელში რუსთავი 2 ის თემასთან დაკავშირებით აქტიურობა მატულობს , არაერთი ადამიანი აფიქსირებს საკუთარ აზრს და მიაჩნიათ, რომ ეს დაუშვებელია. მათ შორის არის ჟურნალისტი ეკა ხოფერია და მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილიც.  „თავის დროზე მათ ეუბნებოდნენ, ესენი რა თქვენი კოლეგები არიან, სიტყვის თავისუფლებისთვის კი არა, პოლიტიკური დაკვეთებით მუშაობენ „იმედში“. ახლა აქეთ გიკიჟინებენ, ესენი რა შენი კოლეგები არიან, მიშას ინტერესებს ემსახურებიან. მე კი გეტყვით, ჩვენ არავინ ვართ იდეალურები, ქვეყნის ანარეკლი ვართ, ცუდისაც და კარგისაც. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რუსთავი ორში ჩემი კოლეგები მუშაობენ და მინდა მუშაობა განაგრძონ მომავალშიც. ინბოქს შემოტევისთვის, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ სტატუსს მოყვება, მზად ვარ და ეს მეასეხარისხოვანია. მთავარია ის, რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, მორჩეს. მორჩეს გადაღება და შანტაჟი. დავანგრევთ ასე ქვეყანასაც, ჩვენს თავსაც და შვილების თაობასაც. ეს არის ჩემი სათქმელი.“

ნათია ლაზაშვილი ,,რუსთავი 2"-ის ახალი დირექტორი?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 11:27

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესამსახურის თანამშრომელი და ყოფილი ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი შესაძლოა ნიკა გვარამიას ადგილზე დაინიშნოს, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკამყოფილა. ინფორმცია ქიბარ ხალვაშის გამარჯვების შემთხვევაში ნათია ლაზაშვილის არხის დირექტორად დანიშვნის შესახებ მედიაწრეებში გავრცელდა." ნიუსდეი "კომენტარისთვის ნათია ლაზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მოკლედ განცხადა - "ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ".

,,რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ტოვებდნენ არხს თუ იმედის დარბევა არ გავიდოდა ეთერში“ - ინგა გროგოლია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 10:08

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ჟურნალისტმა ,,არჩევანის“ სტუდიაში დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით გამოხატეს პროტესტი მაშინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტვ იმედში მიმდინარე მოვლენები.

"ან ვკითხულობდი, ან მესმოდა სად იყო რუსთავი 2 როცა 2007 წელს იმედში როდესაც ჟურნალისტებს ძირს ყრიდნენ... მე მინდა ჩვენს მაყურებელს მოვუყვე ერთი ასეთი ისტორია, რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივი მიდიოდა რუსთავი 2-იდან... მათ შორის დიანა, ზალიკო გიორგი ლაფერაშვილი, ნინო შუბლაძე... მთელი შემადგენლობა. მათ 7 ნოემბერს გამოთქვეს პროტესტი. იყო მცდელობა, რომ არ გაშუქებულიყო რა ხდებოდა იმ მომენტში ტვ იმედში და მთელი ეს შემადგელობა, ეს ადამიანები შევიდნენ მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, რომ ან კოლექტიურად დატოვებდნენ არხს, ან ეს ყველაფერს ეთერში გავიდოდა. ამიტომ მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანები, ჩემი საყვარელი კოლეგები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მათ უარი თქვეს მუშაობაზე თუ არ გავიდოდა ეს ყველაფერი ეთერში. ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. მე ამიტომ მოვედი, რომ მე უნდა მელაპარაკა ამაზე, მე ემერჯენსშიც მოვხვდი და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი მიერთებული. იმ დროს, როდესაც იმედში სპეცრაზმი შედიოდა, ეს ადამიანები, რუსთავი 2-ის თანამშრომლები, ამბობდნენ რომ პროტესტის ნიშნად საერთოდ წავიდოდნენ, თუ ამას მაყურებელი არ იხილავდა ეთერში,"- აცხადებს ინგა გრიგოლია.

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"კიდევ ერთი რამ ხდება ჩვენს გარშემო. სოციალურ ქსელში ვაწყდები, რომ დაიწყო ჟურნალისტების დაპირისპირებას. ჩემიანები და იმათიანები არ არსებობს, არსებობენ ჟურნალისტები. მხოლოდ ბევრი წლის წინ მაქვს ნანახი ტელევიზიის კიბესთან მიმდინარე პროცესები. ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება ძალიან ცუდია. ეს კითხვები არ გაჩნდებოდა რომ წინ ამბები არ ყოფილიყო. იმედში 2 პოლიტიკური თოქ-შოუ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი დაიხურა, შემდეგ რუსთავი 2-ის ამბები ეს ძალიან ცუდია,"- აცხადებს გრიგოლია.

ტელეწამყვანმა ნიკა გვარამიას განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟი შემაშფოთებელია. ,,პირადი ცხოვრებით მუქარა ძალიან ცუდია. არ დაიღალეთ იმით, რომ ყოველ რეგიონში ერთსა და იმავე დროში მივარდნები ხდება... რთული იყო იმ კადრების ნახვა, მაგრამ ის, რომ აჩვენებ ამას იქ სადაც არასრულწლოვნებიც არიან, რად უნდა ქვეყანას ასეთი მერი, რომელიც ვერ აკონტროლებს. ქვეყანა დიდი დაპირისპირების საფრთხის წინაშეა... ისევ გაისმის შეძახილები, მიუვარდეთ ჩავქოლოთ... ქვეყანას თავისუფალი სიტყვა სჭირდება. მე მინდა თავისუფალი სიტყვა, წარმოუდგენელია სახლებში მივარდნები და ასეთი ტიპის აქციები. ჩვენ ვიცით რომ ეს საშინელებები ხდებოდა, მაგრამ ხომ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ყველა მიმართულებით არის სიტუაცია დაძაბული. რუსთავი 2 როგორც ნაცმოძრაობის აპრტიულ ტელევიზიად კი არ უნდა განიხილონ, რუსთავი 2 არის წამყვანი მედია საშუალება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება დიდი დარტმა, როცა ნახავ იმას, რომ 6 საათიანი კურიერი იწყება ცარიელი სკამებით, მძიმე იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს დადგება ეს განაჩენი. დაამთავრეთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, ამის არავის არ ეშინია.“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მიმართვას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 23:23

„კურიერის“ ჟურნალისტები მიმართვას ავრცელებენ. „რუსთავი2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტების პოზიცია თამარ ბაღაშვილმა, კურიერის სპეციალურ გამოშვებაში გააჟღერა:

„ის მეთოდები, რასაც ხელისუფლება იყენებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და მოვითხოვთ ამ ფაქტის სასწრაფო და ობიექტურ გამოძიებას. ამავე დროს ვთვლით რომ ამ ბინძური მეთოდების გამოაშკარავებით, რაც დღეს ნიკა გვარამიამ გააკეთა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, შესაძლოა ეს იყო ერთადერთი გზა მუქარის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვინდა იცოდეს ხელისუფლებამ რომ ამ ბინძური მეთოდებით ნიკა გვარამიას ვერ ააღებინებენ ხელს „რუსთავი2“-სთვის ბრძოლაზე და მისი ეს მაგალითიც არის ერთგვარი მოტივაცია ჩვენთვისაც. ვერაფრის ფასად, სადამდეც არ უნდა მივიდეს ხელისუფლება, რა კადრებიც უნდა გაავრცელონ, რა ჭორებიც უნდა დაყარონ, არ ვიცი მათი ფანტაზია სადამდე შეიძლება მივიდეს, არც ჩვენ არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დაცვაზე და არ ვიტყვით უარს ისეთი მუშაობის გაგრძელებაზე, როგორც ახლა ვმუშაობთ. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ვითარებაში ნიკა გვარამიას და მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს მუქარა და ზეწოლა ჩვენზე და მოგვცენ საშუალება განვაგრძოთ მუშაობა.“- განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

თბილისში ჟურნალისტებისთვის მუშაობა დაიწყო ეუთო-ს მიერ ორგანიზებულმა კონფერენციამ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 15:54

დღეს თბილისში მუშაობა დაიწყო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულმა  სამხრეთ კავკასიის მე-12 მედია-კონფერენციამ თემაზე: ციფრული მაუწყებლობა, როგორც მედიის თავისუფლების ინსტრუმენტი.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი.
კონფერენციაში მონაწილეობს აზრბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის 70-ზე მეტი ჟურნალისტი, ოფიციალური პირი, მედია ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.
წლების განმავლობაში სამხრეთ  კავკასიის მედიაკონფერენცია გადაიქცა უნიკალურ ფორუმად, სადაც  შეიძლება მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და აზერბაიჯანელ, ქართველ და სომეხ ჟურნალისტთა შორის თანამშრომლობის განხილვა.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა გააანალიზეს საერთაშორისო სტანდარტები და ამ სფეროში არსებული პრაქტიკა, შეაფასეს ის შესაძლებლობები, რასაც თვით-რეგულირების დამოუკიდებელი ორგანოები იძლევა მასმედიის სფეროში პლურალიზმის სტიმულირებისთვის, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების სფეროში არსებული ვითარება.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეები შეიმუშავებენ და მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.
ეუთოს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის მე-12 საერთაშორისო მედია-კონფერენცია თემაზე: ციფრული მაუწყებლობა, როგორც მედიის თავისუფლების ინსტრუმენტი თავის მუშაობას 30 სექტემბერს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

კომპანია "კრისტალბეთმა" ტურნირის გამარჯვეულებს ფულადი ჯილდოები გადასცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 14:24

კვირას, 20 სექტმებერს, თბილისში, კაფე „აკადემიაში“ კომპანია „კრისტალბეთის“ ორგანიზებით ჩატარდა ნარდის მედია ტურნირი, რომელშიც საქართველოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნარდის მედია ტურნირის გამარჯვებილი გახდა ტელეკოპანია მაესტროს ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, რომელსაც პირველი ადგილისათვის დაწესებული ფულადი ჯილდო - 1700 ლარი გადაეცა. მეორე ადგილი დაიკავა გაზეთ „მესენჯერის“ მთავარმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა ზაზა გაჩეჩილაძემ. შესაბამისად მას 800 ლარი გადაეცა. ნახევარფინალში დამარცხებულ წყვილს შორის, რომელშიც სააგენტო „fact2.ge”-ის გუნდის წევრმა კახა დარბაიძემ პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური დაამარცხა და 500 ლარი მიიღო.

პრიზი ერგო ტურნირის საუკეთესო მანიდილოსან მოთამაშესაც. „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინო ნუცუბიძე,  ლოპოტაზე ორკაციანი საგზურით დასაჩუქრდა გამორჩეული ასპარეზობისთვის.

21 კომპანიის 64  ჟურნალისტი 1/32 ფინალიდან ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრა ერთმანეთს. თითო წყვილის თამაში ორ მოგებამდე გახლდათ. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 3000 ლარს. გარდა ამისა დაწესებული იყო სხვასდხვა პრიზები, პირველ სამეულზე და საუკეთესო მანდილოსან მოთამაშეზე. გამორჩეული იყო ისიც, რომ ტურნირის ყველა მონაწილეს კრისტალბეთის ანგარიშზე საჩუქრად 50 ლარი დაერიცხათ. მედია ტურნირის მსვლელობისას ჟურნალისტებისთვის კაფეში მეტად სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი, რაც ტურნირის ორგანიზატორის კომპანია „კრისტალბეთის“ და კაფე „აკადემიის“ ხელმძღვანელობის დიდი დამსახურება იყო.

მედია ტურნირის ორგანიზატორების თქმით, ანალოგიური სახის ტურნირი სხვა სახეობებში მომავალში კიდევ გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური