საქართველო ელოდება უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან-გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 14:56

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის გამოსვლას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დადებითად ვაფასებ. ამის შესახებ „ნიუს დეისთან“ საუბარში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში მან ოპოზიციის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლის უფლება ზაფხულში. ხოლო რაც შეეხება კითხვას, რომელიც მან დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, შეეხებოდა იმას, არის თუ არა რაიმე დამატებით, ახალ პირობებზე საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და აქვე იმედი გამოთქვა, ასევე ოპოზიციის სახელით, რომ ქართველი ხალხი არ დაისჯება იმ შეცდომებისათვის, რომელსაც უშვებს საქართველოს მთავრობა. „ამაზე ბატონმა იუნკერმა პასუხი გამცა, რომ ქართველი ხალხი სრულად იმსახურებს უვიზო მიმოსვლას და რომ არ განიხილება არანაირი დამატებითი პირობები და რომ მთელი ეს პროცესი არის, მათ შორის, წინა მთავრობის დამსახურებაც“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ასევე დაამატა, რომ როგორც კომისია აცხადებს, თუ ყველაფერი ასე კარგად წარიმართება, მართლაც საქართველო ელოდება უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, „თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც არ ქონდეს რაიმე შეფერხებას ადგილი, როგორც უკვე ჰქონდა ამას წარსულში ადგილი. იმიტომ, რომ ჩვენი გეგმით უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე 2014 წელში უნდა შესულიყო ძალაში“, - დასძინა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 15:28

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დღეს ევროკავშირის ლიდერებს, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ევროპული კომისიის წარმომადგენელს, ჟან-კლოდ იუნკერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა და საპასუხო გზავნილებიც მიიღო, - ამის შესახებ საინფორმასიო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა დღითიდღე უფრო დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ეს ორმხრივი ურთიერთობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის დიდ ძალისხმევას ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერების მხრივ. „პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წარმატებაა მიღწეული ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. ევროკავშრი კი სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალას არ იშურებს. დონალდ ტუსკმა წერილში ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროპის თანამშრომლობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და განვითარების ხელშეწყობაში.

ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით მშვიდობასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური